არგუმენტირება, როგორც დისკურსული პრაქტიკა (დიდაქტიკური და ლინგვისტური კონცეპტები)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.626საკვანძო სიტყვები:
არგუმენტირების კომპეტენცია, დისკურსული პრაქტიკა, კონტექსტუალიზაცია, ინტერაქცია, კონცეპტებიანოტაცია
არგუმენტირების კომპეტენცია, წერილობითი ან ზეპირი არგუმენტირების უნარი უმნიშვნელოვანესია აკადემიური და არააკადემიური კომუნიკაციის პროცესში. აღნიშნული კომპეტენციის ამაღლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების მიღების პროცესში, რაც, საბოლოო ჯამში, ორიენტირებულია ზოგადი, ინტერკულტურული კომუნიკაციისა და სწავ-ლა-სწავლების სტრატეგიული უნარების განვითარების ხელშეწყობაზე. არგუმენტირებული ტექსტის შექმნის კომპეტენცია კომპლექსურია და სხვადასხვა განზომილებას მოიცავს, რაც გულისხმობს არგუმენტის შერჩევას, აგებას, დაჯგუფებას, არგუმენტირებული მსჯელობის სწორად წარმართვას. მასში შემავალი სხვადასხვა კონცეპტებისა და პერსპექტივების სისტემატი-ზირება იძლევა შესაძლებლობას არგუმენტები დაიყოს ორ დიდ ჯგუფად: მოსაუბრეზე ორიენტირებული და ინტერაქციაზე ორიენტირებული. არგუმენტირებული განხილვები და ორგანიზებული სადისკუსიო პროცესები წარმოქმნის დისკურსს, რომელიც გათანაბრებულია საზოგადოებრიობის ცნებასთან. დისკურსის ანალიზის პერსპექტივებიდან არგუმენტირება დისკურსული პრაქტიკაა, ანუ იგი რეალიზდება სპეციფიკურ კონტექსტში (კონტექსტუალიზდება), წარმოიშვება ინტერაქტიულად, ვითარდება, მოდელირ-დება და ინტერაქციაში მონაწილეთა მიერ ხდება მისი, როგორც არგუმენტირების აღქმა. არგუმეტირების კომპეტენცია უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ აკადემიური წერის პრინციპებით შექმნილი ნებისმიერი ტიპის ტექსტის ფორმულირებისთვის, არამედ მსჯელობის პროცესში მონაწილე ე. წ ,,მოსაუბრე სუბიექტების“ ანუ საზოგადოებრივი აქტორების ინტერაქ-ციის სტრუქტურირებისთვის. არგუმენტირების სტრატეგიული უნარი, როგორც დისკურსული პრაქტიკა, კონკრეტულ სოციუმში, კონკრეტულ დისკურსულ არეალში ამკვიდრებს ყველასათვის სავალდებულო და მნიშვნელოვან ცოდნას და აყალიბებს აზროვნების მყარ სისტემას, რომელიც საბოლოო ჯამში წარმართავს არგუმენტირებულ განხილვებსა და ორგანიზებული სადისკუსიო პროცესებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გარფიკელ, ჰარალდ - Garfinkel, Harold: Studies in ethnomethodology. Englewood Cliffs, N.J.: Prentice-Hall,1967
გოჩიტაშვილი გ, შაბაშვილი გ, შარაშენიზე ნ., - აკადემიური წერა (მეორე გამოცემა). გამომცემლობა ,,საიმედო “. თბილისი. 2013. 261 გვ.
ზიტე, ჰორსტ -Sitta, Horst: Sachtexte im Deutschunterricht? Wozu? Welche? Ein Plädoyer für stärkere Berücksichtigung argumentativer Texte im gymnasialen Deutschunterricht. In: Martin Fix / Roland Jost (Hg): Sachtexte im Deutschunterricht. Baltmannsweiler, Hohengehren 2005, S 150-159.
კელერი, რაინერ - Keller 2007: Keller, R. Diskursforschung. Eine Einführung für SozialwissenschaftlerInnen. 3., aktual. Aufl. Wiesbaden: Verlag für Sozialwissenschaften.
მარიონ მორეკ, ვივიენ ჰელერ, უტა ქვესტფოჰ - Mariam Morrek, vivien Heller, Uta Quasthoff: Erklären und argumentieren. Modellierung und empirische Befunde zu Struktur und Varianzen. In: Iris Meißner, Eva Lia Wyss (Hg): Bergunden – Erklären – argumentieren. Tübingen 2017
მროცეკ-ბეკერ, მიხაელ/ შნაიდე, ფრანკ/ტეტლინგ, კლაუზ - Becker-Mrotzek, Michael/ Schneider, Frank/ Tetling, Klaus: Argumentierendes Schreiben – lehren und lernen. Vorschläge für einen systematischen Kompetenzaufbau in den Stufen 5 bis 8. In: Fachliche Unterrichtsentwicklung Deutsch | Einführung. https://dev-schulentwicklung.qua-lis.de/cms/upload/netzwerk_NfUE/deutsch/argumentieren_einfuehrung_kurz.pdf (10.03.2021)
როშტაინ ბიოერნ - Rothstein, Björn: Wissenschaftliches Arbeiten für Linguisten (Narr Studienbücher). Narr Verlag, Tübingen 2011
ტოულმინ, სტეფან -Toulmin, Stephen: Der Gebrauch von Argumenten. Weinheim. Beltz Athenäum 1996
ჰაუზენროფ, ჰეიკე/ უტო ქვეშტჰოფ - Hausendorf, Heiko/ Uta Quasthoff: Sprachentwicklung und Interaktion. Eine linguistische Studie zum Erwerb von Diskursfähigkeiten. Opladen: Westdeutsche Verlag 1996
წულაძე ლია, - აკადემიური წერა (ინტესიური სემინარი სოციალური მეცნიერებების მაგისტრანტებისთვის). გამომცემლობა ,,სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“. თბილისი. 2006. 76 გვ.