რიტმი ცხოვრებაში, რიტმი ენაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.625საკვანძო სიტყვები:
რიტმი, რიტმულ-ტონალური ჯფუფები, მახვილიანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია რიტმი, როგორც ჩვენი ცხოვრების თანმხლები ფენომენი. რიტმულობა გულისხმობს ერთი და იმავე მოქმედების, მოვლენის თანაბარ დროში გამეორებას ან მოხდენას. ნაშრომში გაანალიზებულია ინგლისური ენის გაბმული მეტყველება რიტმთან მიმართებაში. ინგლისური ენისათვის დამახასიათებელი რიტმი უცილობლად გულისხმობს ტექსტის დაყოფას რიტმულ (ტონალურ) ჯგუფებად, რომელთა გამოყოფა ეფუძნება მახვილიან და უმახვილო მარცვალთა დაჯგუფების პრინციპს, რომლის მიხედვითაც უმახვილო მარცვლები მიებმიან მახვილიან მარცვლებს და რიტმულ ერთეულებს ქმნის. ეს რიტმული ერთეულები ერთი და იმავე დროის მონაკვეთში წარმოითქმის. ნაშრომში პირველად არის პარალელი გავლებული ინგლისური ენის ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელ რიტმულ ერთეულებსა და მუსიკალური ნაწარმოების ტაქტებს შორის. ხაზგასმულია ინგლისური ზეპირმეტყველების მუსიკალურობა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Graham Carolyn, 1986, Small Talk, More Jazz Chants, Oxford University Press
Kelly Gerald, 2001, How to Teach Pronunciation, Longman
Tkemaladze Rusudan. 1999, The English Phonetics Handbook, Tbilisi
The Cambridge Encyclopedia of the English Language, 2003, Cambridge University Press