პიროვნების მახასიათებელი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ასპექტები თანამედროვე ფრანგული და ინგლისური ენების იდიომატურ გამონათქვამებში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.624საკვანძო სიტყვები:
იდიომები, ფრაზეოლოგია, ხატები, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტებიანოტაცია
იდიომები რჩებიან თავისებურ, ენის ლექსიკური შედგენილობის სპეციფიურ ერთეულებად, რომლებიც განსხვავდებიან სიტყვებისაგან. სიტყვის გამოყენება იდიომატურ ერთეულში – სპეციფიური გამოყენებაა. მოცემული ერთეულების ცალკე გაფორმება ქმნის განსაკუთრებულ (სიტყვისაგან განსხვავებულ) შესაძლებლობებს მისი ემოციონალურ-ექსპრესიული მიზნით გამოყენებისათვის. იდიომატური გამონათქვამები არის სტაბილური კომბინაციები, რომლებიც ამშვენებს მეტყველებას. მათ აქვთ ლექსიკური მნიშვნელობა, განსაზღვრავენ ფენომენებს, თვისებებს, მდგომარეობებს და ნიშნებს. მათ უწოდებენ ისეთ მონაცვლეობებს, რომლებიც თავისუფლად იყოფა ნაწილებად. უფრო მეტიც, ეს ელემენტები დამოუკიდებელია და გარკვეული მნიშვნელობა აქვთ.იდიომატური გამონათქვამები წარმოდგენილნი არიან ისეთი სიტყვათა ჯგუფების სახით, რომლებიც ხშირად წინასწარ განუსაზღვრელია სტრუქტურისა და განსაკუთრებით მნიშვნელობის მიხედვით.ჩვენი კვლევის მასალა შერჩეულია ფრანგული და ინგლისური განმარტებითი და ფრაზეოლოგიური ლექსიკონებიდან.ფრაზეოლოგიური ერთეულები ასახავენ სინამდვილის არა იმ ფრაგმენტს, რომლებიც დასახელებულია სიტყვა-კომპონენტებით, არამედ გვაძლევენ ინფორმაციას იმ სამყაროზე, რომელიც მიიღება მეორადი ნომინაციის შედეგად. ფრაზეოლოგიურ ერთეულთა და იდიომატი-ზირებული ლექსიკის უმაღლეს ფუნქციას წარმოადგენს ექსპრესიულობა. ფრაზეოლოგიზმები, ძირითადად, ემსახურებიან ენის ემოციურ სფეროს.როგორც ფრანგული და ინგლისური, ასევე სხვა ენების იდიომატურ ერთეულთა წარმოშობის წყაროები მრავალფეროვანია. მათი ხატები მიღებულია ხალხთა მატერიალური, კულტურული და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროსაგან. მათში ასახულია ხალხთა ისტორია, ყოფა და კულტურა, მათი სულიერებისა და აზროვნების სახეობები. ფრაზეოლოგიზმები ითვლებიან ენის ნაციონალურ-კულტურული სპეციფიკის ერთ-ერთ ყველაზე მეტად ნათელ გამოვლინებლებად.იდიომები დადებითი შეფასებით (ანუ ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც აღნიშნავენ ადამი-ანსა და მის დადებით მახასიათებელ მხარეებს) გამოიყენებიან ჩვეულებრივ გამონათქვამებში, წარმოადგენენ რა სხვა ადამიანის აღწერას ან დახასიათებას. ადამიანის მახასიათებელი იდიომები, უმეტესად, ისტორიულად განპირობებულნი არიან. უმეტესად ეს იდიომები ატარებენ პიროვნების ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტთა ნეგატიურ შეფასებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Гак В.Г. Беседы о французском слове. Москва, 2010.
Назарян А.Г. Фразеология современного французского языка. Москва, 1989.
Farr, William E. The Reservation Blackfeet: A Photographic History of Cultural Survival. Foreword by James Welch. Seattle: University of Washington Press, 1984.
Knappe, Gabriele, Idioms and Fixed Expressions in English Language Study before 1800. Peter Lang, 2004
გვარჯალაძე ი., მიქელაძე კ., „ფრანგული ანდაზები და ხატოვანი თქმანი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.1981
სახოკია თ., „ქართული ანდაზები“, თბილისი. 1967
Dictionnaires and Websites:
https://www.collinsdictionary.com
https://idioms.thefreedictionary.com
Dictionnaire d’expressions idiomatiques. URL:http://www.cnrtl.fr/dictionnaires/ expressions idiomatiques/concepts. php.
Les expressions françaises décortiquées. URL: http://www.expressio.fr/toutes_ les_ expressions .php