აუდიოვიზუალური ტექსტების ინტეგრირება გერმანული ენის სწავლების პროცესში (ლინგვოდიდაქტიკური ასპექტი)

აუდიოვიზუალური ტექსტების ინტეგრირება გერმანული ენის სწავლების პროცესში (ლინგვოდიდაქტიკური ასპექტი)

ავტორები

  • ნინო შარაშენიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.27

საკვანძო სიტყვები:

აუდიოვიზუალური ტექსტები, გერმანული ენის სწავლება, ლინგვოდიდაქტიკური ასპექტი

ანოტაცია

უცხო ენის შესწავლის გლობალურ მიზანს თავისუფალი კომუნიკაცია წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მიზანშეწონილია ვიდეოსავარჯიშოების გამოყენება, რომლებიც ააქტიურებენ ინფორმაციის აღქმის სხვადასხვა არხს, კერძოდ აუდიო, ვიზუალური და კინესიკური არხებს.

დიალოგში ჟესტი ან მიმიკა არც თუ იშვიათად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვერბალურად გამოხატული აზრი. გარდა ამისა ვიდეოსიუჟეტის ვიზუალური მხარე ძალიან დიდ როლს თამაშობს უცხო ენის გაკვეთილის/ ლექციის სტრუქტურულ აგებაში და სწავლის პროცესს გაცილებით ეფექტურსა და საინტერესოს ხდის. ეს განსაკუთრებით ეხება Z და Alpha თაობების წარმომადგენლებს, რომელთა პიროვნული ჩამოყალიბება მჭიდროდ უკავშრდება ბოლო წლებში განვითარებულ ტექნიკურ პროგრესს.

        ვიდეოსავარჯიშოების ინტეგრაცია გერმანული ენის სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს არ არის უბრალოდ თვალსაჩინო საშუალება, არამედ მძლავრი დიდაქტიკური რესურსია, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციური კომპეტენციის ენობრივი, სოციოკულტურული და სტრატეგიული კომპონენტების კომპლექსურ განვითარებას.

       სწავლების მეთოდიკის თალსაზრისით ვიდეოსავარჯიშოების გამოყენება მნიშვნელოვანია, ვინაიდან აუდირების მეშვეობით სტუდენტები იოლად ეჩვევიან გერმანული ენის ტემპს, ტიპურ ინტონაციას, წარმოთქმას და სასაუბრო ენის სხვადასხვა თავისებურებას. ვიდეოსავარჯიშოები ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა ლექსიკა, გერმანული ენის კლიშეები, მოდალური ნაწილაკები და მისთ. მიღებულია გაცნობისას, მუშაობისას, მაღაზიაში, თხოვნის ან საკუთარი შეხედულების გამოხატვის დროს. ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისება უნდა ხდებოდეს არა იზოლირებულად, არამედ კონკრეტულ სიტუაციაში, რაც პრინციპულია უცხო ენის მაღალ დონეზე შესწავლისთვის. სტატიაში მოყვანილია კონკრეტული სავარჯიშოების მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს საინტერესო და ეფექტურ სასწავლო პროცესს და ასევე ვიდეოკლიპები, რომლებიც სტუდენტებმა თავად შექმნეს გერმანულ ენაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. Benő, E. – Kreatives Schreiben im DaF-Unterricht. Schreiben zu und nach literarischen Texten. - In: Neue Didaktik (2011) 1, S. 79-96 - URN: urn:nbn:de:0111-opus-74778 - DOI: 10.25656/01:7477

2. McCrindle, M. Research – Generation Alpha: Mark McCrindle Q&A. 2009. https://mccrindle.com.au/article/topic/generation-alpha/generation-alpha-mark-mccrindle-q-a-with-the-new-york-times/?utm_source=chatgpt.com (abgerufen am 9.11.2026).

3. Vester, F. – Denken, Lernen, Vergessen. Deutscher Taschenbuch Verlag GmbH& Co. KG, München: 23. neu überarbeitete Auflage. 1996. 250 Seiten.

4. Dieses lustige Studentenleben https://www.youtube.com/watch?v=iQxJ911l2bM&t=16s (abgerufen am 9.11.2026).

5. Eine Liebe in Kuba (2026, 00:19-00.24). https://www.youtube.com/watch?v=8UcEAS51mso (abgerufen am 9.11.2026).

6. Knallerfrauen mit Martina Hill. Alle sind eingeladen. https://www.google.com/search?q=Knallerfrauen+mit+Martina+Hill.+(n.d.)+Alle+sind+eingeladen.&oq=Knallerfrauen+mit+Martina+Hill.+(n.d.)+Alle+sind+eingeladen.&gs_lcrp=EgZjaHJvbWUyBggAEEUYOTIHCAEQABjvBTIHCAIQABjvBTIHCAMQABjvBTIHCAQQABjvBTIHCAUQABjvBdIBBzgwOWowajeoAgCwAgA&sourceid=chrome&source=chrome.ob&ie=UTF-8#fpstate=ive&vld=cid:2dfe6654,vid:hs3IMwcN384,st:0 (abgerufen am 9.11.2026).

7. Knallerfrauen mit Martina Hill. Und wieso? Die 3. Staffel. https://www.google.com/search?q=7.+Knallerfrauen+mit+Martina+Hill.+Und+wieso%3F+Die+3.+Staffel.&oq=7.%09Knallerfrauen+mit+Martina+Hill.+Und+wieso%3F++Die+3.+Staffel.&gs_lcrp=EgZjaHJvbWUyBggAEEUYOTIHCAEQIRiPAjIHCAIQIRiPAtIBBzgyMGowajeoAgCwAgA&sourceid=chrome&source=chrome.ob&ie=UTF-8#fpstate=ive&vld=cid:f02779f2,vid:cRy51X2miig,st:0 (abgerufen am 9.11.2026).

8. Kommissar Rex. Stadt in Angst. (n.d., 00:30–00:35). https://www.youtube.com/watch?v=YhorgjqtlIM (abgerufen am 9.11.2026).

9. Menschen vs. Technik https://www.youtube.com/watch?v=qWAD1FWARGY&t=19s (abgerufen am 9.11.2026).

10. Oh, diese launischen Frauen https://www.youtube.com/watch?v=o4oTLP0tRQk&t=6s (abgerufen am 9.11.2026).

11. Oh, diese Männer https://www.youtube.com/watch?v=dOOfWt6BaMA&t=9s (abgerufen am 9.11.2026).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-18

როგორ უნდა ციტირება

შარაშენიძე ნ. (2026). აუდიოვიზუალური ტექსტების ინტეგრირება გერმანული ენის სწავლების პროცესში (ლინგვოდიდაქტიკური ასპექტი). ენა და კულტურა, (36), 193–198. https://doi.org/10.52340/lac.2026.36.27

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...