ზედსართავი სახელების სწავლება ქართულში A1-C1დონეების მიხედვით (ენათა ევროპული ჩარჩოს შესაბამისად)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2026.36.26საკვანძო სიტყვები:
ქართული ენა, როგორც უცხო ენა, ზედსართვი სახელები, კომპოზიტები, სტილისტური ფერადოვნება, ზმნიზედურ-ზედსართავი წარმომავლობის ფორმები, მეტაფორული კონტექსტებიანოტაცია
ქართული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესში მეტყველების თითოეული ნაწილის გრადაცია მკაცრ მეთოდოლოგიურ ბადეს ეფუძნება. თუკი დამწყებ საფეხურებზე (A1-B1) აქცენტი ძირითადად მარტივ სტრუქტურებზე, მხოლობითი/მრავლობითი რიცხვის შეთანხმებასა და ძირითად თვისების გამომხატველ ზედსართავებზე კეთდება, B2 და C1 დონეებზე სურათი რადიკალურად იცვლება — მახვილი გადადის სინტაქსურ ნიუანსებზე, კომპოზიტებზე, სტილისტურ ფერადოვნებაზე, ზმნიზედურ-ზედსართავი წარმომავლობის ფორმებსა და მეტაფორულ კონტექსტებზე. ჩვენი სტატიის მიზანი კი ერთიანად ამ მეტყველების ნაწილის ფუნქციის, არისა და ქმედების ჩვენების მიზანია. ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებაში (სერია „ბილიკი“, „სემიტა.ენის სკოლა“) მეტყველების თითოეული ნაწილის გრადაცია მკაცრ მეთოდოლოგიურ ბადეს ეფუძნება. ზედსართავი სახელების წარდგენისა და ფუნქციური განშლის სისტემა ენათა ევროპული ჩარჩოს (CEFR) ექვსდონიანი სკალის შესაბამისად შემდეგნაირად გამოიყურება:
A1 დონეზე ყურადღება ეთმობა ძირითად თვისებებსა და კონკრეტულ ნიშნებს — უმარტივესი ფიზიკური მახასიათებლების, ფერების, ზომისა და გემოს გამოხატვას უშუალო გარემოში მარტივი ზედსართავი სახელების (დიდი, პატარა, წითელი, შავი, კარგი, ცხელი), ძირითადი ბრუნვებისა და არსებით სახელთან შეთანხმების გამოყენებით.
A2 დონეზე იზრდება მოთხოვნა საგნებისა და ადამიანების დეტალურ აღწერაზე, პირველად ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და შედარებით ხარისხზე, სადაც აქტიურად გამოიყენება შედარებითი ხარისხის წარმოება (უფრო დიდი, ყველაზე კარგი) და ხასიათის/განწყობის აღმნიშვნელი ფორმები (კეთილი, მეგობრული, დაღლილი).
B1 დონე უკვე მოიცავს აბსტრაქტულ ცნებებსა და მრავალკომპონენტიან აღწერებს, რთული ატრიბუტებისა და ხარისხობრივი ნიშნების გადმოცემას, სადაც ერთვება ფუძეწარმოქმნილი და რთული ზედსართავები, ზედსართავთა სუბსტანტივირება (არსებითივით გამოყენება: მშვენიერი / მშვენიერნი) და აბსტრაქტული ცნებები (რთული, ეფექტური, აუცილებელი).
B2 დონეზე ყურადღება გადადის სტილისტურ ნიუანსებზე, რთულ კომპოზიტებსა და ეპითეტებზე, რაც ემსახურება მხატვრული და პუბლიცისტური მეტყველების ელემენტების, ემოციური დამოკიდებულებისა და შეფასების ფაქიზი ნიუანსების ათვისებას მრავალფუძიანი კომპოზიტების (გულმოდგინე, თავდადებული), აფექტურ-ექსპრესიული შეფასებებისა და შემოკლებული ფორმების გამოყენებით.
C1 დონე წარმოადგენს აკადემიურ დისკურსსა და ნატიფ სემანტიკას, სადაც ენის სრულყოფილი ფლობა გულისხმობს აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში სემანტიკური წიაღსვლებისა და კონოტაციების სრულ კონტროლს მაღალი აკადემიური ტერმინოლოგიის, არქაული თუ იშვიათი ფორმების, რთული სინტაქსური კონსტრუქციებისა და ფაქიზი სინონიმური რიგების (გონივრული, საღი, ნააზრევი) მეშვეობით.
ზედსართავი სახელების ათვისება და მათი ენათა ევროპული ჩარჩოს (CEFR) დონეების შესაბამისად ტალღოვნად გადასვლა მომდევნო დონეზე გადამწყვეტია მეტყველებისთვის, რადგან ის დამწყები საფეხურის უმარტივესი ფიზიკური მახასიათებლებიდან აკადემიური დისკურსის ნატიფ სემანტიკამდე აფართოებს მსმენელის ენობრივ შესაძლებლობებს. სწორედ ამ მეტყველების ნაწილის მეშვეობით ხდება საგნების, მოვლენებისა და პიროვნული განწყობების ზუსტი იდენტიფიცირება, შეფასება და ემოციურ-ექსპრესიული ნიუანსების გადმოცემა, რაც უცხო ენის არა მხოლოდ გრამატიკულად გამართულ, არამედ სტილისტურად მდიდარ, ბუნებრივ და სრულყოფილ ფლობას უზრუნველყოფს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
1. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივნისი; დადგენილება # 394/დანართი 4 - ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა, თბილისი, 2020
2. ოძელი, მ., - ქართული ენის ფლობის დონეების აღწერილობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობრივექტი. თბილისი, 2016
3. შანიძე, ა., - თხზულებანი თორმეტ ტომად. ქართლი ენის გრამატიკის საფუძვლები. III ტომი, თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი, 1980
4. შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”. დონე I, A2. „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მეხუთე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2022 (2019, 2014, 2012, 2006).
5. შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”, დონე AI/A2, ,,სამუშაო რვეული”, მეორე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2013 (2008).
6. შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“, სერია ,,ბილიკი”. დონე AI/A2, ,,ქართული დიალოგები”. საკითხავი მასალა. მესამე გამოცემა. გამომცემლობა „ფორმა“. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2021 (2014, 2007).
7. შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”. დონე I, A 1, „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მეექვსე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2025 (2022, 2019, 2014, 2012, 2006).
8. შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”. დონე II, B1, „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მესამე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2023 (2013, 2008).
9. https://eqe.ge/ka/page/static/665/profesiuli-standartebi
10. http://www.geofl.ge/lego/doneebiLevel.php?parent=56
11. http://www.educationhause.ge/
12. https://www.coe.int/en/web/common-european-framework-reference-languages/level-descriptions
13. https://rm.coe.int/georgian-reference-level-descriptions-a1-a2-b1-b2-cefr/168077b6f5




