ესთეტიკური ინტელექტი და მხატვრული ლიტერატურის ფუნქცია ენის სწავლებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2026.36.24საკვანძო სიტყვები:
ესთეტიკური ინტელექტი, ლიტერატურა, ენის სწავლება, მრავალმხრივი ინტელექტიანოტაცია
სტატია ეხება მხატვრული ლიტერატურის გამოყენების მნიშვნელობას ენის სწავლების პროცესში. სტატიაში აღნიშნულია, რომ მხატვრული ლიტერატურა ენის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი სფეროა. იგი ავთენტური მასალაა და ამდენად შემსწავლელისთვის საინტერესო. ამავე დროს მხატვრული ლიტერატურა რესურსია, საიდანაც კულტურულ ინფორმაციას მოიპოვებს მკითხველი. იგი ფილოსოფიური შეხედულებების გამომხატველია, რაც პიროვნების ზრდას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები თითქმის ყოველთვის ამოღებულია დღევანდელი ენის ზოგადი კურსის სილაბუსებიდან. სტატიაში მხატვრული ლიტერატურის შესწავლის მნიშვნელობა განხილულია ჰაუად გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ჭრილშიც. ვასაბუთებთ, რომ მხატვრული ლიტერატურა თავისი სპეციფიკით მასალაა, რომელიც სხვადასხვა განსხვავებული ინტელექტის მქონე მოსწავლის საჭიროებებზეა ბუნებრივად მორგებული, მათ შორის განსაკუთრებული დანიშნულებისაა ესთეტიკური ინტელექტი, რომელიც ცალკე გამოყოფილი არ არის გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაში, თუმცა მიმოფანტულია და მოიაზრება სხვადასხვა ინტელექტის სფეროში. ესთეტიკური ინტელექტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო პიროვნების განვითარებაში, ვთვლით, რომ ესთეტიკური ინტელექტი ცალკე უნდა დაემატოს ან ქვეპუნქტად უნდა გამოიყოს ცალკეულ ინტელექტში და ასე შევიდეს გარდნერის მიერ შექმნილი ინტელექტების ჩამონათვალში. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ ახსნილია მხატვრული ლიტერატურის, როგორც ვერბალური ხელოვნების, როლი ესთეტიკური ინტელექტის განვითარებაში.
მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების დამატება ადვილად შეიძლება უკვე შემუშავებული უცხო ენის სილაბუსზე. ეს საშუალებას მისცემს მასწავლებელს გახადოს სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და დააკმაყოფილოს იმ მოსწავლეთა ინტერესი, ვისთვისაც ხელოვნება უპირველესი მნიშვნელობის საგანია, გაზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია და დაეხმაროს ყველა ტიპის მოსწავლეს ლინგვისტურ-ესთეტიკური ინტელექტის განვითარებასა და ენის შესწავლაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
1. გურამიშვილი დ., – ,,დავითიანი“. თბილისი: გამომცემლობა ,,პალიტრა“. 2021. გვ.352
2. Camus A., O'Brien Justin (Translator), – The Myth of Sisyphus, and Other Essays. New York: Vintage Books. 1991, 170 გვ.
3. Collie J., Slater S., – Literature in the Language Classroom, A resource book of ideas and activities. Cambridge: Cambridge University Press. 2001. 279 გვ.
4. Gardner H., – Frames of Mind, The Theory of Multiple Intelligences. New York: BasicBooks. 1993. 481 გვ.
5. Gardner H., – Frames of Mind : The Theory of Multiple Intelligences. New York: Basic Books. 2011. 529 გვ.
6. Ganrdner H., – Intelligence Reframed - Multiple Intelligences for The 21st Century. New York: Basic Books. 1999. 283 გვ.
7. Gardner H., – Multiple Intelligences, The Theory in Practice, A Reader. New York: Basic Books. 1993. 403 გვ.
8. Metzler, M., – Gardner’s Theory of Multiple Intelligences, (ელექტრონული რესურსი): https://www.simplypsychology.org/multiple-intelligences.html. მოპოვებულია 29.08.2026
9. Read H., – Education Through Art. New York: Pantheon Books, A Division of Random House. 1943. 422 გვ.




