არაფორმალური განათლების როლი კრიტიკული აზროვნების განვითარებაში: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირების სტუდენტური კლუბის მაგალითზე
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2026.36.23საკვანძო სიტყვები:
კრიტიკული აზროვნება, არაფორმალური განათლება, ფორმალური განათლება, სტუდენტური კლუბი, უმაღლესი განათლებაანოტაცია
სტატიაში განხილულია არაფორმალური განათლების როლი კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, აშშ-ის მონტკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირების (Model United Nations – MUN) სტუდენტური კლუბის მაგალითზე.
ნაშრომის მიზანია, გააანალიზოს, რა როლს ასრულებს კრიტიკული აზროვნება კლუბის საქმიანობაში, რამდენად ეხმარება იგი სტუდენტებს და რა შესაძლებლობებს ქმნის არაფორმალური საგანმანათლებლო გარემო მისი პრაქტიკული გამოვლენისთვის. კვლევა ეფუძნება თვისებრივი შემთხვევის შესწავლის მიდგომას. ემპირიული მასალის შესაგროვებლად გამოყენებულია კლუბის 40 წევრთან ჯგუფური ზეპირი გასაუბრება, რომლის ფარგლებშიც თითოეულ მონაწილეს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდა, აგრეთვე კლუბის საქმიანობაზე დაკვირვება. კვლევა განიხილავს სამ ძირითად მიმართულებას: არაფორმალური საგანმანათლებლო გარემოს მნიშვნელობას, ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთკავშირს და კრიტიკული აზროვნების პრაქტიკულ გამოყენებას. ნაშრომი წარმოაჩენს MUN-ის კლუბს, როგორც საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც სტუდენტები იკვლევენ საერთაშორისო საკითხებს, აფასებენ ინფორმაციას, განიხილავენ განსხვავებულ პოზიციებს, აყალიბებენ არგუმენტებს და მონაწილეობენ მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებების შემუშავებაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
1. Andreucci-Annunziata, P.; Riedemann, A.; Cortés, S.; Mellado, A.; del Río, M. T.; Vega-Muñoz, A. “Conceptualizations and Instructional Strategies on Critical Thinking in Higher Education: A Systematic Review of Systematic Reviews.” Frontiers in Education, 2023, Vol. 8, Article 1141686. https://www.frontiersin.org/journals/education/articles/10.3389/feduc.2023.1141686/full
2. Facione, P. A. Critical Thinking: A Statement of Expert Consensus for Purposes of Educational Assessment and Instruction. Research Findings and Recommendations. Prepared for the Committee on Pre-College Philosophy of the American Philosophical Association. California Academic Press, 1990. ERIC Document ED315423. https://files.eric.ed.gov/fulltext/ED315423.pdf
3. Hammond, A.; Albert, C. D. “Learning by Experiencing: Improving Student Learning Through a Model United Nations Simulation.” Journal of Political Science Education, 2020, Vol. 16, No. 4, pp. 441–458. https://doi.org/10.1080/15512169.2018.1548967.
4. Ho, S. S. Y.; Cowan, N.; Bache, S.; Nagtzaam, G. “Beyond Diplomats: Why Model UNs Should Be for Everyone—to Advance Education for Sustainable Development and Build Capacity for Intergovernmental Engagement.” Sustainable Earth Reviews, 2025, Vol. 8, Article 9. https://doi.org/10.1186/s42055-025-00111-3.
5. Jesuit, D. K.; Strachan, J. C. “Student Engagement and Learning Outcomes in the Model United Nations.” Journal of University Teaching & Learning Practice, 2021, Vol. 18, No. 8. https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ1340544.pdf?utm_source
6. Shevardnadze, K., Moralishvili, S., & Tkeshelashvili, R. (2021). Constructive application of critical thinking skills in higher education Tbilisi Open Teaching University. Language and Culture, (26), 159–167. https://doi.org/10.52340/lac.2021.681 https://journals.4science.ge/index.php/enadakultura/article/view/681/695
7. Moralishvili, S., Shevardnadze, K., & Tkeshelashvili, R. (2019). Towards critical thinking and its perception in Georgia (Tbilisi Open Teaching University case). Proceedings of the 18th International Conference on Social Sciences, Lisbon, Portugal, May 17–18, 2019.




