დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების უწყვეტი ციკლი სკოლამდელიდან უმაღლეს განათლებამდე
საბავშვო ბაღის, სკოლისა და უნივერსიტეტის კოორდინირებული თანამშრომლობა
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2026.36.20საკვანძო სიტყვები:
დემოკრატიული კულტურა, განათლების უწყვეტი ციკლი, სკოლამდელი აღზრდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, კრიტიკული აზროვნება, მედიაწიგნიერებაანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების უწყვეტ ციკლს სკოლამდელიდან უმაღლეს განათლებამდე. სტატიაში განხილულია საბავშვო ბაღის, სკოლისა და უნივერსიტეტის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა ღირებულებების, ემპათიის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების პროცესში. გაანალიზებულია განვითარების ფსიქოლოგიისა და ნეიროპედაგოგიკის როლი ადრეულ ასაკში დემოკრატიული პრინციპების ემპირიულად შესწავლაში, აგრეთვე ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებზე არსებულ გამოწვევებსა და ტრანსფორმაციის გზებს პესტელის (PESTEL) ანალიზის გამოყენებით. წარმოდგენილია სისტემური ხარვეზების კუმულაციური ეფექტი პირობითი პერსონაჟის (ლუკას) მაგალითზე, რაც ცხადყოფს, რომ დემოკრატიული კომპეტენციები წარმოადგენს არა ცალკეულ საგანს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში გასავლელ ცხოვრების წესს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა (III თაობა). თბილისი.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტი.




