დაკვირვება და მონაცემების შეგროვება სკოლამდელ ასაკში

დაკვირვება და მონაცემების შეგროვება სკოლამდელ ასაკში

ავტორები

  • იაგორ ბალანჩივაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბაია ბალანჩივაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.19

საკვანძო სიტყვები:

დაკვირვება, შეფასება, შეგროვება, ფორმალური, არაფორმალური, ჩანაწერები, კითხვარები, ინტერვიუ

ანოტაცია

სტატიაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობს დაკვირვება და მონაცემების შეგროვება სკოლამდელ ასაკში. ბავშვზე დაკვირვება უკეთ გაცნობთ ბავშვის ხასიათს, თვისებებსა თუ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ორი პროცესი: მონაცემთა შეგროვება და ბ) მონაცემთა შეფასება. პორველი არის ობიექტური დაკვირვების გზით შეგროვებული და დოკუმენტირებული ინფორმაცია ბავშვზე, ხოლო მეორე მოიცავს შეგროვებული მონაცემების სინთეზს, ინტერპრეტაციას, ანალიზს და შესაბამის დასკვნებს. ამ პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია - დაკვირვების და მონაცემთა შეგროვების დაგეგმვა, რომლის დროსაც აღმზრდელ-პედაგოგი განსაზღვრავს დასაკვირვებელ საკითხს და შესაბამის მეთოდებს არჩევს.

ინფორმაციის შეგროვების და დაკვირვების ორი მეთოდი არსებობს: ფორმალური და არაფორმალური. ფორმალური მეთოდებია სტანდარტიზებული ტესტები და კვლევის ინსტრუმენტები. არაფორმალური მეთოდებია კითხვარები, ცხრილები, ჯგუფში ბავშვებზე დაკვირვება, ჩანაწერების წარმოება, ბავშვების ნამუშევრების ნიმუშების შეგროვება, მშობლებთან ინტერვიუ, ბავშვებთან საუბარი, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფოტოები.

დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების მეთოდის შერჩევის სამი მოსაზრება არსებობს. პირველი, მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ქცევის, საკითხის ტიპზე, რა გაინტერესებს, რისი დაკვირვება გსურს და რამდენად დეტალური ინფორმაცია გჭირდება. მეორე,  ერთ ბავშვზე იღებ მონაცემებს თუ მთელ ჯგუფზე. მესამე, რა ოდენობის ყურადღებას საჭიროებს დასაკვირვებელი საკითხი.

ადრეული განათლების პროგრამებში სხვადასხვა საშუალებები გამოიყენება მონაცემების შესაგროვებლად და დასაკვირვებლად. ესენია: ჩანაწერები (შემთხვევის ჩანაწერი, მიმდინარე ჩანაწერი, ჟურნალი, რეფლექსური დღიური), კითხვარები (ჩეკლისტები, რეიტინგული სკალები), ცხრილები (მონაწილეობის ცხრილი, სიხშირეების დათვლა, დროის გაზომვა), ბავშვების ნამუშევრები (მაგ. ნიმუშები, ნახატები), ფოტოსურათები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. აღმზრდელებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ მშობლებთან ინტერვიუ მონაცემების შესაგროვებლად.

ბავშვებზე დაკვირვებითა და მონაცემების შეგროვებით ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომლებიც მნიშვნელოვანია შეფასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისთვის. ბავშვების ინტერესების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესახებ მიღებული ინფორმაცია გვაძლევს სრული სურათის დანახვის საშუალებას. პროცესის გაანალიზების შემდეგ ვიცით, რა ტიპის აქტივობები, რესურსები შევთავაზოთ ბავშვებს მათი შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობების, მასალების, ინტერაქციის პრაქტიკაში განხორციელების შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ ბავშვებზე დაკვირვებას და ვგებულობთ, რამდენად წარმატებულია დაგეგმილი პროცესი და პასუხობს თუ არა ის ბავშვების საჭიროებებს. ეს ეტაპიც შეფასებით სრულდება, შემდგომი კი კვლავ იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ ეს მუდმივი და შრომატევადი პროცესია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. გორგაძე ნათია - „ბილინგვური განათლების შეფასების გზამკვლევი“. თბილისი, 2020წ.

2. დოლიძე ხათუნა, ცინცაძე ნინო, კუხალეიშვილი თამთა, ჯიჯავაძე ნინო, ბალანჩივაძე იაგორ, გრიგოლია ირმა, აბაკელია ნუგზარ - ,,ბაგა-ბაღის აღზმრდელი პედაგოგის სახელმძღვანელო“ თბილისი, 2015წ.

3. დოლიძე ხათუნა, ბაქრაძე თამარ, ჯიჯავაძე ნინო - ”ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“, თბილისი 2020წ.

4. ნიაური ნათია - ,,სკოლამდელი ბავშვის ასაკის შეფასების ფორმა“ 2011წ.

5. როლუნიდი გეი, ჯეიმსი მერლინ - „ფოკუსირებული დაკვირვება“ როგორ დავაკვირდეთ ბავშვებს შეგასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისას. თბილის, 2013 წ

6. საიფერი სტეფენ, ბალანჩივაძე იაგორ, ბაქრაძე თამარ, გაბისონია თამარ, ლაბარტყავა ნინო, ფრუიძე ნინო, ლორია თამარ - ,,სასკოლო მზაობის პროგრამა, თამაში სწავლისა და განვითარებისთვის, აღზმრდელის სახელმძღვანელო“ თბილისი, 2015წ.

7. Riley-Ayers, Shannon, Judi Stevenson-Garcia, Ellen Frede, and Kimberly Brenneman. The Early Learning Scale Guidebook. Carson, CA: Lakeshore Learning, 1011.

8. Snow, Kyle P. Developing Kindergarten Readiness and other Large-Scale Assessment Systems: Necessary Considerations in the Assessment of Young Children. Washington, DC: National. Association for the Education of Young Children, 2011

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-18

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...