თემი როგორც სოციალურ-კულტურული და სივრცითი პროცესი და მისი როლი ამერიკულ საზოგადოებაში

თემი როგორც სოციალურ-კულტურული და სივრცითი პროცესი და მისი როლი ამერიკულ საზოგადოებაში

ავტორები

  • თინათინ გოგინავა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი, საქართველო

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.17

საკვანძო სიტყვები:

თემის ცნება, თვითორგანიზება, ამერიკული საზოგადოება, სოციალური მოძრაობები, სოციალურ-კულტურული პროცესი

ანოტაცია

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში „თემის“ ცნება მნიშვნელოვან კონცეპტუალურ ტრანსფორმაციას განიცდის: გეოგრაფიულად შემოსაზღვრული და შედარებით სტატიკური ერთეულის ნაცვლად, თემი სულ უფრო მეტად განიხილება როგორც დინამიკური სოციალურ-კულტურული და სივრცითი პროცესი. ამ პერსპექტივით, თემი არ განისაზღვრება მხოლოდ ტერიტორიული სიახლოვით ან წინასწარ მოცემული სოციალური კავშირებით; იგი ყალიბდება და გარდაიქმნება საერთო ნარატივების, ღირებულებების, იდენტობების, სიმბოლოებისა და კოლექტიური პრაქტიკების მეშვეობით. შესაბამისად, თემის თანამედროვე გააზრება აუცილებლად მოითხოვს კულტურასთან მისი ურთიერთმიმართების ანალიზსაც.

სტატიის მიზანია, თემის ცნების თეორიული გააზრება ამერიკული საზოგადოების ისტორიული გამოცდილების ანალიზის მეშვეობით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემის ფორმირების მრავალფეროვან მექანიზმებსა და იმ სოციალურ-კულტურულ პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც იქმნება კოლექტიური კავშირები, იდენტობები და სოლიდარობის ფორმები.  იმის დასტურად თუ როგორ იქცევა სივრცე პოლიტიკური მოქმედებისა და წინააღმდეგობის არეალად, ხოლო სიმბოლოები და კოლექტიური ნარატივები - სოციალური კავშირებისა და საერთო იდენტობის ფორმირების საშუალებებად, სტატიაში განხილულია შავკანიანთა სოციალური მოძრაობები და ის გზები, რომელთა საშუალებითაც მარგინალიზებული ჯგუფები სტრუქტურული უთანასწორობის პირობებში წინააღმდეგობის და სოლიდარობის სივრცეებს ქმნიან.

სტატიაში ასევე გაანალიზებულია ამერიკულ საზოგადოებაში თვითორგანიზების და „ვოლუნტარიზმისა“ ტრადიციები, როგორც თემის ფორმირების მნიშვნელოვანი მოდელები. ამასთანავე, ყურადღება ეთმობა ციფრული და ვირტუალური თემების განვითარებას, რომლებიც სოციალური ურთიერთქმედებისა და საზოგადოებრივი აქტივიზმის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. Fenn, J., D. Blandy, T. J. Arnold, et al. “Training Community-Engaged Culture Workers at a Public University.” The Journal of American Folklore 128, no. 509 (2015): 351–68.

2. Lefebvre, Henri. The Production of Space. Translated by Donald Nicholson-Smith. Blackwell, 1991.

3. McMillan, David W., and David M. Chavis. “Sense of Community: A Definition and Theory.” Journal of Community Psychology 14, no. 1 (1986): 6–23.

4. Nisbet, Robert A., and Robert G. Perrin. The Social Bond. 2nd ed. Alfred A. Knopf, 1977.

5. Noyes, Dorothy. “Group.” The Journal of American Folklore 108, no. 430 (1995): 449–78.

6. Putnam, Robert D., Lewis M. Feldstein, and Don Cohen. Better Together: Restoring the American Community. Simon & Schuster Paperbacks, 2004.

7. Tocqueville, Alexis de. Democracy in America. Harper & Row, 1966. Originally published in 1835.

8. Turner, Victor. The Ritual Process: Structure and Anti-Structure. Cornell University Press, 1966.

9. Walsh, J., and S. High. “Rethinking the Concept of Community.” Social History 32, no. 64 (1999): 258-70

10. Warner, W. Lloyd. Democracy in Jonesville: A Study in Quality and Inequality. Harper, 1949.

11. White, Leslie A. The Science of Culture: A Study of Man and Civilization. Farrar, Straus & Cudahy, 1949.

12. Wuthnow, Robert. Communities of Discourse: Ideology and Social Structure in the Reformation, the Enlightenment, and European Socialism. Harvard University Press, 1989.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-18

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ამერიკისმცოდნეობა
Loading...