ქმედება თუ ხდომილება თეატრალურ ენაზე

ქმედება თუ ხდომილება თეატრალურ ენაზე

ავტორები

  • თამარ ცაგარელი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-1703-216X

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.16

საკვანძო სიტყვები:

თეატრი, ეპოქა, ქმედება, რეალობა, ხდომილება

ანოტაცია

XXI საუკუნის ქართული თეატრი პარადოქსულობით გამოირჩევა. მასში აისახა დრო, რომელმაც შექმნა რეალობა და დრო, რომელიც აღზევდა სცენაზე.

მართლაც, რომ პარადოქსულია ჩვენი სინამდვილე. კლასიკურ ღირებულებათა რევიზიამ, თითქმის, ჯვაროსნული ლაშქრობის სახე მიიღო. თავგზააბნეული ადამიანი კრიზისის მიზეზს ტრადიციულ ღირებულებათა წიაღში დაეძებს, რათა თავი გაიმართლოს, საკუთარი უუნარობითაც რომ გააქრო პირველქმნილი ჰარმონია. ადამიანი გაუცხოვდა საკუთარი არსისგან და აგრესიული გახდა. საზოგადოება ვალდებულია გააცნობიეროს რეალობა და განჭვრიტოს პერსპქტივა, მაშინ, „როცა შიმშილის საფრთხე რეალურია, როცა განათლება პრივილეგიაა და არა უფლება, როცა თვითგამოხატვა პროპაგანდაა თან მაშინ, როცა ნამდვილი პროპაგანდა რეალობას გვიყალბებს, როცა არტისტები კულტურული შიმშილით კი არა პურის შიმშილით იღუპებიან“ – „ნუღარ გამოხვალ ოთახიდან“ (დრამატურგი და რეჟისორი ქეთევან სამხარაძე)

ჰოდა, სანამ არ იმოქმედებ, ეს „ნაგავიც“ სრულიად დაგაკმაყოფილებს, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს იქით, არც ევროპაა, არც აზია - ჩვენს იქით უიმედობაა და სანამ ჩვენ ვეღარ ვიყიდით პურს და ვეღარ გავაკეთებთ ტყუილ სუპს, ევროპული ოჯახი უარგვყოფს და დავიღუპებით!

ამჯერად კი, ვისაუბროთ პოლიტიკურ ფარსზე და მის შემადგენელ ნაწილებზე, რომელიც, 2025 წლის 6 ივნისს, ქალაქის თეატრმა ქეთევან სამხარაძის  რეჟისორობით წარმოგვიდგინა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. Artau, Antonin., - The Theatre and Its Double, New York, 1938.

2. Berger, J., - The Sense of Sight, New York, 1985.

3. ინტერნეტრესურსები:

4. Antonin Artaud, The Living Theatre, https://www.britannica.com/topic/The-Living-Theatre 09/04/2026

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-18

გამოცემა

სექცია

ხელოვნებათმცოდნეობა
Loading...