ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ პრობლემატიკის გააზრებისთვის

ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ პრობლემატიკის გააზრებისთვის

ავტორები

  • ნანა ფრუიძე საქართველოს უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.15

საკვანძო სიტყვები:

ილია ჭავჭავაძე, ქალთა საკითხი, ქრისტიანული ზნეობა

ანოტაცია

ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ ხშირად განიხილება სოციალური უთანასწორობის, ბატონყმობის ნაშთებისა და ეროვნული ტკივილების კონტექსტში, მაგრამ ამ თხზულებაში ავტორი უდავოდ აყენებს ქალის მდგომარეობის, მისი უუფლებობის საკითხსაც.

პირველ რიგში, ამ მოთხრობაში ვხედავთ უსიყვარულოდ დარჩენილი საზოგადოების ტრაგედიას.  ტრაგედიას ადამიანებისა, რომლებიც თავს ქრისტიანული რწმენის აღმსარებლებად მიიჩნევენ, მაგრამ წარმოადგენა არ აქვთ, რას ნიშნავს უფლის, მოყვასის და, ზოგადად, ადამიანის სიყვარული. სიტყვა სიტყვად რჩება და მას საქმე, როგორც წესი, არ მოსდევს.

ილია ნაწარმოებში ძალიან კომპლექსურად აჩვენებს, თუ როგორ ითრგუნება ქალი არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ ზოგჯერ იმავე დამონებული საზოგადოების შიგნით არსებული მყარი, ბრმა ტრადიციების მიერ. ქალის მიმართ ძალადობა აქ არ არის გამონაკლისი - ის ნორმაა, რომელსაც სოციალური წესრიგი ამართლებს.

ილია „გლახის ნაამბობში“  მხოლოდ ზოგად სოციალურ უსამართლობაზე როდი საუბრობდა -  მან ერთ-ერთმა პირველმა დაინახა ის ღრმა გენდერული ტრაგედია, რომელიც მომდევნო ათწლეულების ქართულ რეალიზმში მთავარ მტკივნეულ თემად იქცა.

ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობში“ თამროს ხვედრი ქართულ რეალისტურ პროზაში ქალთა საკითხის საწყისი ხაზია. მიუხედავად იმისა, რომ ილიასთან თამროს  ბედი უცნობი რჩება, ტექსტის შინაგანი ლოგიკა და ეპოქის დაუნდობელი სოციალური წნეხი მკითხველს ზუსტად იმავე ტრაგიკულ ფინალს უწინასწარმეტყველებს, რასაც ათწლეულების შემდეგ ეგნატე ნინოშვილი სრული მხატვრული დამაჯერებლობით აჩვენებს „ქრისტინეში“. თამრო და ქრისტინე ერთი და იმავე პატრიარქალური და სოციალური მანქანის მსხვერპლნი არიან - ქალები, რომლებსაც სისტემა არა მხოლოდ არ იცავს, არამედ კოლექტიური მსჯავრითა და თანაგრძნობის სრული დეფიციტით საბოლოოდ განწირულებისკენ უბიძგებს. ბოროტების ბოროტებით დამარცხების მცდელობა კი მხოლოდ აგრძელებს ძალადობის იმ ჯაჭვს, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს როგორც ინდივიდს, ისე - მთელ საზოგადოებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. მინაშვილი ვ., - ილია ჭავჭავაძე, თსუ-ს გამომცემლობა, 1995.

2. ჭავჭავაძე ი., თხზულებათა სრული კრებული (ოც ტომად), ტ. II, თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1988.

3. ჭავჭავაძე ი., თხზულებათა სრული კრებული (ათ ტომად), ტ. X თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1964.

4. რუსთველი შ., - ვეფხისტყაოსანი (რედ. ა, ჭინჭარაული), თბილისი, 2011

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-18

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...