პიროვნული იდენტობის დეფორმაცია და ზნეობრივი გაორება ვაჟა-ფშაველას ,,ახუნდის“ მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2026.36.14საკვანძო სიტყვები:
ვაჟა-ფშაველა, პოემა ,,ახუნდი“, პიროვნული იდენტობა, ზნეობრივი გაორებაანოტაცია
ვაჟა-ფშაველას პოემა ,,ახუნდი“ ნაშრომში განხილულია პიროვნული იდენტობის დეფორმაციისა და ზნეობრივი გაორების ჭრილში. შევეცადეთ წარმოგვედგინა ადამიანის შინაგანი სამყაროსა და ღირებულებითი კონფლიქტის დაპირისპირება, რაც სცილდება გმირის ფსიქოლოგიური მდგომარეობის უბრალო აღწერასა და პირდაპირ ერწყმის ვაჟა-ფშაველას მსოფლხედველობრივ პრობლემატიკას.
სტატიაში წარმოდგენილია ახუნდის, როგორც საზოგადოებრივი იმიჯისა და რელიგიური ავტორიტეტის მქონე პირის, ადამიანური საზრისის რღვევა. შევეცადეთ გვეჩვენებინა შეუთავსებლობა საზოგადოებისათვის შექმნილ სახესა და პერსონაჟის შინაგან მისწრაფებებს შორის.
პოემაში პერსონაჟის მიერ სარწმუნეობრივი დოგმების უგულებელყოფა და ახუნდის ავაზაკად გარდასახვა იწვევს მისი რეპუტაციის შელახვას, სიწმინდის იდეალის გაქრობას. ეს მორალურ-ეთიკური დეგრადაცია არღვევს გმირის პიროვნულ მთლიანობას და იწვევს სულიერ მარცხს. ამავე დროს, ნაწარმოების კითხვისას იგრძნობა, რომ ასეთი ორმაგი სახის ტარება, ურთიერთგამომრიცხავი ნიღბის მორგება, სრულიად ბუნებრივია მისთვის.
ვაჟა-ფშაველას ხედვის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ტექსტში გამოყენებული გროტესკი უფრო მასშტაბური ხასიათისაა, განზოგადებულია, რადგან გვიჩვენებს არა მხოლოდ კონკრეტული პერსონჟის, არამედ საზოგადოებაში არსებული ყალბი ავტორიტეტების სახეებსაც.
სტატიაში განხილულია იდენტობის კრიზისის შრეები, რომელშიც ფარისევლობა წარმოდგენილია, როგორც პიროვნული იდენტობის რღვევის უმთავრესი სახე.
მწერლის მხატვრული მიზანი ეყრდნობა მკვეთრ ირონიასა და სატირულ ხედვას, რაც ამავე დროს, ააშკარავებს პესონაჟის ფასადურ კეთილშობილებასა და მის შინაგან სამყაროს შორის არსებულ სხვაობას.
პოემის ფინალურ ნაწილში შეჯამებულია გმირის ხასიათში არსებული განსხვავების დამანგრეველი შედეგები.
ნაშრომში შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ვაჟა-ფშაველას პოემა ,,ახუნდი“ მნიშვნელოვანია პიროვნების ბუნების კვლევის თვალსაზრისით, რადაგან ის გვიჩვენებს ადამიანის გაორების ურთულეს სურათს, რაც თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით დისკურსში მეტად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
1. კიკნაძე, გრ., -ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. თბილისი: ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.1989. 26 გვ.
2. ჩხენკელი, თ., მშვენიერი მძლევარი. თბილისი: ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“. 1989. 174 გვ.
3. Бердяев, Н., О Назначении Человека (Опыт парадоксальной этики), Москва: издательство ,,Астрель”. 2010. стр. 93.
1. ვაჟა-ფშაველა, ახუნდი https://tagiweb.wordpress.com/2012/02/27/akhundi/ 2.09.2026
2. კარლ გუსტავ იუნგი https://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2063882445?profile=original 11.10.2026.
3. კარლ გუსტავ იუნგი https://jungpage.org/learn/jung-lexicon#persona 3.11.2026
4. კარლ გუსტავ იუნგი https://jungpage.org/learn/jung-lexicon#shadow 3.11.2026




