მწერლის მსოფლმხედველობის და პოეტიკის ზოგიერთი თავისებურების ურთიერთგანპირობებულობა უილიამ ფოლკნერის ნოველაში ,,იყო ერთი დედოფალი“

მწერლის მსოფლმხედველობის და პოეტიკის ზოგიერთი თავისებურების ურთიერთგანპირობებულობა უილიამ ფოლკნერის ნოველაში ,,იყო ერთი დედოფალი“

ავტორები

  • ნინო დონდოლაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.13

საკვანძო სიტყვები:

მწერლის მსოფლმხედველობა, პოეტიკა, უილიამ ფოლკნერი, ნოველა ,,იყო ერთი დედოფალი“

ანოტაცია

უილიამ ფოლკნერის რომანის პოეტიკის ერთერთი მთავარი მახასიათებელია, რომ მწერლის მსოფლმხედველობრივი მომენტები ზესემანტიკურ დონეზე აისახება მისი რომანების მხატვრულ ქსოვილში. ამ მხრივ, გამონაკლისს უილიამ ფოლკნერის არცერთი რომანი არ წარმოადგენს. თუმცა ადრეულ რომანებში მახასიათებელი – მსოფლმხედველობრივი მომენტის გამოხატვა წინადადების აგებულებით ჩანასახის სახით შეიმჩნევა. ფოლკნერის რომანში წინადადების თავისებური სტრუქტურით, სიტყვების ნიუანსირებული გამოყენებით მწერალი გამოხატავს თავის ისეთ მნიშვნელოვან სათქმელს, როგორიცაა დროის კონცეფცია, ის, რომ ცოდვიანი საწყისი მარცხდება, შეხედულებას, რომ ადამიანი გადარჩება და გაიმარჯვებს. უილიამ ფოლკნერი თავად წერდა, ვცდილობ ყველაფერი ერთი წინადადებით ვთქვაო. იგივე თავისებურებით ხასიათდება ფოლკნერის მცირე პროზაც. სტატიაში ნაჩვენებია, რომ. ნოველის პირველივე აბზაცის მხატვრულ ქსოვილში აირეკლება დროის ხანგრძლივი მონაკვეთი და უილიამ ფოლკნერის დროის კონცეფცია. სტრუქტურული ალუზიით (ბიბლიის ტექსტზე) გამოიხატება შეხედულება, რომ წარსულის სამყარო არ ტოვებს ადამიანებს და ისიც, რომ ადამიანი არა მხოლოდ გადარჩება, არამედ გაიმარჯვებს. რომ არა რელიგიური პლანი, რთული იქნებოდა ამ ნოველის პირქუშ გარემოში ადამიანის გამარჯვების რწმენის დანახვა. ნოველაში დროის ხანგრძლივი მონაკვეთი ხდება გმირის ამწუთიერი მდგომარეობის განმსაზღვრელი, მისი აწმყო. იგივე ხდება უილიამ ფოლკნერის ცნობილ მოთხრობაში ,,ვარდი ემილისათვის.“ განსაკუთრებით საინტერესოა ასევე პირველი წინადადება უილიამ ფოლკნერის ნოველისა ,,მიღმა“. ეს წინადადება საკმაოდ გრძელია და დროითი პლასტების ზედდებით გამოხატავს უილიამ ფოლკნერის დროის კონცეფციას. უილიამ ფოლკნერის შემოქმედებითი მეთოდის ეს თავისებურება, რომ მწერლის მსოფლმხეველობა განაპირობებს წინადადების აგებულებას ისევე როგორც ტექსტის ზოგიერთ მორფოლოგიურ თავისებურებას ახასიათებს როგორც მწერლის რომანებს ასევე მოთხრობებს.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. დონდოლაძე, ნ. – უილიამ ფოლკნერის მსოფლმხედველობის გამომხატველი ვერბალური საშუალებები. საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდ "ინტელექტის" ჟურნალი ,,ინტელექტი”, N2(46); გვ.134-138. თბილისი. 2013.

2. კობახიძე, თ. – დროისა და სივრცის აგებულება ფოლკნერის მოთხრობაში ,,ვარდი ემილისათვის“. ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში ,,სჯანი“, N18, გვ.110–129. თბილისი. 2017.

3. ფოლკნერი, უ. საუბრები. მთარგმნ. ჩხეიძე პ., ჩხეიძე რ., თბილისი:.გამომცემლობა ,,ნაკადული“. 1984. 216 გვ.

3. Faulkner, W. – Absalom, Absalom!. Moscow: Progress Publishers. 1982.

4. Faulkner, W. – Collected Stories of William Faulkner. New York: Vintage.Books, A Division of Random House Inc. 1995. 912გვ.

5.Faulkner,W.– Banquet speech. [ელექტრონული რესურსი] <https://www.nobelprize.org/ prizes/literature/ 1949/faulkner/speech/ – მოპოვებულია 31.08.2026

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-18

როგორ უნდა ციტირება

დონდოლაძე ნ. (2026). მწერლის მსოფლმხედველობის და პოეტიკის ზოგიერთი თავისებურების ურთიერთგანპირობებულობა უილიამ ფოლკნერის ნოველაში ,,იყო ერთი დედოფალი“. ენა და კულტურა, (36), 102–108. https://doi.org/10.52340/lac.2026.36.13

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...