არქაიზმად ქცეული სტატიკური ზმნები „ვისრამიანში“

არქაიზმად ქცეული სტატიკური ზმნები „ვისრამიანში“

ავტორები

  • ვიოლა ხარაბაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.10

საკვანძო სიტყვები:

ზმნური არქაიზმი, „ვისრამიანი“, სტატიკური ზმნა

ანოტაცია

ნაშრომი მიზნად ისახავს „ვისრამიანში“ გამოვლენილი არქაიზმად ქცეული სტატიკური ზმნების სემანტიკური და გრამატიკული თავისებურებების შესწავლას, მათი კონტექსტური მნიშვნელობების განსაზღვრასა და თანამედროვე ქართულში შემორჩენილ ფორმებთან შედარებას. კვლევის საფუძველს წარმოადგენს 1938 წელს გამოცემული ტექსტი, რომლის ელექტრონული ვერსია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ საცავშია ხელმისაწვდომი. ენობრივი მასალა დაჯგუფებულია ზმნური ფორმებისა და მათი სემანტიკის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზმნებს „ძეს“, „მიდგან“, „უჩს“ და „მაქუს“. ანალიზმა აჩვენა, რომ „ძეს“ ძირითადად საგნის სივრცობრივ მდებარეობას გამოხატავს და თანამედროვე ქართულში მას შეესაბამება „დევს“, „ძევს“ ან „მდებარეობს“. ფორმა „მიდგან“ კონტექსტის მიხედვით აღნიშნავს ყოფნას, არსებობასა და სიცოცხლის შენარჩუნებას; მისი მნიშვნელობა დღეს ნაწილობრივ შენარჩუნებულია გამოთქმაში „სული მიდგას“. ზმნა „უჩს“ სუბიექტის აღქმასა და შეფასებას გადმოსცემს და თანამედროვე ქართულში „ეჩვენება“ და „მიაჩნია“ ფორმებით გამოიხატება. „მაქუს“ კი ფლობის მნიშვნელობას ინარჩუნებს, როგორც კონკრეტულ საგნებთან, ისე აბსტრაქტულ ცნებებთან მიმართებით, თანამედროვე ფორმით „მაქვს“. კვლევა ცხადყოფს, რომ არქაიზაცია ყოველთვის არ გულისხმობს სემანტიკური მნიშვნელობის გაქრობას: ზოგი ფორმა მცირედი ფონეტიკური ან მორფოლოგიური ცვლილებით შემორჩა, ზოგის ფუნქცია კი სხვა ლექსიკურმა ერთეულებმა გადაიბარეს. შესაბამისად, ძველი ქართული ტექსტების შესწავლისას არსებითია ზმნური ფორმების კონტექსტური ანალიზი და მათი ისტორიულ-შედარებითი განხილვა. ფორმათა შესწავლა წარმოაჩენს სტატიკურობის სემანტიკურ მრავალფეროვნებას და ადასტურებს, რომ ერთი ზმნური ფორმის ფუნქცია მხოლოდ ლექსიკური მნიშვნელობით ვერ განისაზღვრება. მასზე გავლენას ახდენს სინტაქსური ფუნქცია და ტექსტის შინაარსი.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. აბულაძე, 1973: აბულაძე ილია, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი. 1973.

2. ბარამიძე, 2008: ბარამიძე ლელი, „ქართული ენის ისტორიული გრამატიკის საკითხები“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი. 2008.

3. დათუკიშვილი, 1996: დათუკიშვილი ქეთევან, „ვნებითის ყალიბის მქონე სტატიკური ფორმები ქართულში“, საენათმეცნიერო ძიებანი, ტ.V, თბილისი.1996.

4. დანელია, 1996: დანელია ნანა, „უნიშნო ვნებითის მწკრივთა წარმოების ზოგი საკითხისათვის საშუალ ქართულში“, საენათმეცნიერო ძიებანი, ტ.V, 1996.

5. ვისრამიანი, 1938: რომანი. ალ. ბარამიძის, პ.ინგოროყვას, კ. კეკელიძის რედაქციითა და შესავალი წერილით. ლექსიკონი ი. აბულაძისა. მეორე გამოცემა. ტფილისი: სახელგამი, ძველი ქართული მხატვრული მწერლობა, 420 გვ. 1938.

6. იმნიშვილი,1996: იმნაიშვილი ივანე, იმნაიშვილი ვახტანგ, „ზმნა ძველ ქართულში“, ნაწილი I, მაინის ფრანკფურტი. 1996.

7. საღინაძე, 2008: საღინაძე რუსუდან, „ძველი ქართული ენა“ (V-XI საუკუნეები), თბილისი. 2008.

8. სუხიშვილი,1976: სუხიშვილი მურმან, სტატიკური ზმნები ქართულში, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი.1976.

გამოქვეყნებული

2026-11-17

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...