გამეორება, როგორც ექსპრესიულობის გამოხატვის სტილისტური ფიგურა კრისტა ვოლფის მოთხრობაში "რა რჩება"
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2026.36.08საკვანძო სიტყვები:
გამეორება, ექსპრესიულობა, კრისტა ვოლფი, მოთხრობა „რაც რჩება“ (Was bleibt)ანოტაცია
ნაშრომში განხილულია გამეორება, როგორც ექსპრესიულობის გამოხატვის მნიშვნელოვანი სტილისტური ფიგურა კრისტა ვოლფის მოთხრობაში „რაც რჩება“ (Was bleibt). კვლევის მიზანია ნაწარმოებში გამოყენებული გამეორების სხვადასხვა ფორმის გამოვლენა, მათი სტრუქტურული თავისებურებებისა და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა. კვლევა ეფუძნება ტექსტის ლექსიკურ, მორფოლოგიურ-სიტყვათწარმოებით და სინტაქსურ დონეებზე განხორციელებულ სტილისტურ ანალიზს.
ნაშრომში გაანალიზებულია გამეორების ისეთი ფორმები, როგორიცაა ეპიცეუქსისი, ანადიპლოზისი, კიკლოსი, ანაფორა, ეპიფორა, პოლიპტოტონი, figura etymologica და სინტაქსური პარალელიზმი, მათ შორის იზოკოლონი. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული სტილისტური ფიგურები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ფორმალური სტრუქტურით, ისე ფუნქციური დატვირთვით, თუმცა მათ აერთიანებთ ტექსტის ექსპრესიულობის გაძლიერებისა და მკითხველის ყურადღების კონცენტრირების ფუნქცია. გამეორების საშუალებით ავტორი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სიტყვებსა და აზრობრივ ერთეულებს, აძლიერებს ემოციურ ინტენსივობას, ქმნის ტექსტის რიტმულ ორგანიზაციას და უზრუნველყოფს მის შინაგან კოჰეზიას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამეორების ფსიქოლოგიურ ფუნქციას. ნაწარმოებში გამეორებითი სტრუქტურები მჭიდროდ უკავშირდება პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას და გამოხატავს შიშს, დაძაბულობას, გაუცხოებას, დაურწმუნებლობასა და თვითრეფლექსიას. ერთი და იმავე სიტყვების, ფრაზებისა და სინტაქსური კონსტრუქციების გამეორება ხშირად ქმნის მონოტონურ, წრიულ ან დაძაბულ რიტმს, რომელიც პერსონაჟის ფსიქოლოგიურ გამოცდილებას ენობრივად ასახავს. ამდენად, გამეორება ქრისტა ვოლფის ინდივიდუალური სტილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად გვევლინება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწარმოების ემოციური და მხატვრული მთლიანობის შექმნაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
1. Fleischer, W; Michel (1993): Stilistik der deutschen Gegenwartssprache. Frankfurt am Main, Berlin, Bern, New York, Paris, Wien.
2. Luukkainen, M. (1997): These, Antithese, Synthese: zu Wandel und Beständigkeit des Sprachstils im Werk von Christa Wolf 1961-1996. Buske Verlag, Tübingen.
3. Stephan, A. (1991): Christa Wolf. Stuttgart.
4. Wolf, Ch. (2007): Was bleibt. Frankfurt am Main.
5. Dudenredaktion: „Anadiplose“. Duden online. https://www.duden.de/rechtschreibung/Anadiplosis (abgerufen am: 08.11.2026).
6. Dudenredaktion: „Anapher“. Duden online. https://www.duden.de/rechtschreibung/Anapher (abgerufen am: 08.11.2026).
7. DWDS: „Epiphora“. Digitales Wörterbuch der deutschen Sprache. https://www.dwds.de/wb/Epiphora (abgerufen am: 08.11.2026).
8. Dudenredaktion: „Polyptoton“. Duden online. https://www.duden.de/rechtschreibung/Polyptoton (abgerufen am: 08.11.2026).
9. Dudenredaktion: „Figura etymologica“. Duden online. https://www.duden.de/rechtschreibung/Figura_etymologica (abgerufen am: 08.11.2026).
10. Dudenredaktion: „Isokolon“. Duden online. https://www.duden.de/rechtschreibung/Isokolon (abgerufen am: 08.11.2026).11. Dudenredaktion: „Parallelismus“. Duden online. https://www.duden.de/rechtschreibung/Parallelismus (abgerufen am: 08.11.2026).




