საქართველოს ებრაელთა მულტილინგვიზმი
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2026.36.03საკვანძო სიტყვები:
ქართველი ებრაელები, მულტილინგვიზმიანოტაცია
საქართველოში მაცხოვრებელი ებრაელები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ: ქართველი ებრაელი, აშქენაზები და მიზრახთა განშტოებანი - ქურთისტანელი ე.წ. ლახლუხი ებრაელები და მთიელი, ე.წ. ყუბელი ებრაელები. ბუნებრივია, ისინი სხვადასხვა ენას ფლობდნენ, რომლებსაც შერჩევითად იყენებდნენ და იყენებენ განსხვავებულ სიტუაციებში მათი ეთნიკური წარმომავლობისა და საცხოვრებელი გარემოს შესაბამისად.
ქართველი ებრაელების ძირითადი ენა საქართველოში უმეტესად ქართული იყო. თემის შიდა საკომუნიკაციო ებრაელთა ქართულს იყენებდნენ, ხოლო ებრაული იყო რელიგიისა და ლოცვის ენა. რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ მათ დიდ ნაწილს რუსულზე გადასვლის საშუალება მისცა. აფხაზეთის, ცხინვალის, ახალციხისა და სამეგრელოს ტერიტორიებზე მოსახლე ებრაელებმა დაბალი ან საშუალო კომპეტენციით იცოდნენ აფხაზური, ოსური, სომხური, მეგრული.
აშქენაზი ებრაელებისათვის მშობლიური ენა უმეტესად იყო რუსული, უფროსი თაობისათვის იდიშიც რუსულთან ერთად. მათ შედარებით დაბალი კომპეტენციით იცოდნენ ქართული. ქართულის ცოდნის დონე განსახლების ადგილზეც იყო დამოკიდებული. ცხინვალსა და აფხაზეთში მოსახლეებმა საშუალო ან დაბალი კომპეტენციით ოსური და აფხაზურიც იცოდნენ.
მიზრახთა ერთ-ერთი განშტოების ქურთისტანელი ე.წ.ლახლუხების საოჯახო ენა იყო ნეო-არამეული (სალმასის დიალექტი), უფროსმა თაობამ ასევე იცოდა სპარსული და ზოგჯერ არაბული. საქართველოში მათ საკმაოდ კარგად შეისწავლეს რუსულიცა და ქართულიც.
მთიელი, ე.წ. ყუბელი ებრაელების მშობლიურ ენად საქართველოში რუსული ითვლებოდა, თუმცა ბევრი მათგანი საოჯახო ენად იყენებდა ჯუხურს, ხოლო ლოცვის ენად ებრაულს.
ისრაელსა და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში მიგრირების შემდეგ იერარქიის სათავეში მოექცა იმ სახელმწიფოს ოფიციალური ენა, რომელშიც ცხოვრობენ: ისრაელში ებრაული, ამერიკაში ინგლისური, ავსტრიაში - გერმანული, რუსეთში -რუსული და ა. შ. სხვადასხვა ქვეყანაში მაცხოვრებლებმა ასევე კარგად იციან ივრითიც.
ქართული და რუსული, ასევე ზოგჯერ იდიში, ჯუხური, ნეო-არამეული დარჩა მემკვიდრეობით ენად. თუმცა ინგლისურის როგორც ლინგვა ფრანკას ზეწოლამ და აქტიურმა გლობალიზაციამ ძალიან შეამცირა და თითქმის აღარ ხდება ახალ თაობაზე მემკვიდრეობითი ან საოჯახო ენების გადაცემა. აფხაზური, ოსური, მეგრული, სომხური, სპარსული მთლიანად დაიკარგა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბაბალიკაშვილი ნ. 1971 ებრაული ეპიგრაფიკა საქართველოში (XVIII-XIX საუკუნეები), დისერტაციის ავტორეფერატი,თბილისი.
კ. დუმბაძე, ლექსიკური ებრაიზმები ქართულ ქალაქურ ჟარგონში, ჯევანმარდი 2, თბილისი 1979, გვ. 28-37
Габриелова А.Г. 1969 - Образец арамеикой речи салмазсских есреев, Восточная филологиа, Тбилиси
გოგოლაშვილი გ. 2009 -ქართული სალიტერატურო ენა (ისტორია და თანამედროვეობა). თბილისი. გამომცემლობა „მერიდიანი“.
გულედანი ლ, კურტანიძე თ. 2014. -Guledani & Kurtanidze 2014: Lali Guledani & Tamar Kurtanidze. “Pronouns and Pronominal Suffixes in the Neo-Aramaic of Jews from Salmas.” The 10th Congress of the EAJS, Paris, 20–24 July.
გულედანი ლ. 2019 აშქენაზები საქართველოში, მესამე საერთაშორისო კონფერენციის “სემიტოლოგიური ძიებანი”თეზისები, თბილისი 25-26
გულედანი ლ. ლომთაძე თ. 2019 Guledani, Lali, and Tamar Lomtadze,2019 ‘Going Up/Aliyah to Israel (On the Structure and Origin of the Expression)’, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 13/03 (2019), 123–29
გულედანი და სხვები 2022. ქართველ ებრაელთა მეტყველება ისრაელში (გულედანი ლ. ენოხი რ. კვირიკაშვილი ა. ლომთაძე თ (რედაქტორი), ჯანჯღავა ც, ჯაიანი რ.) თბილისი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
Enoch, Reuven. 2008. Tavsili: The Traditional Oral Translation of the Bible in Judeo Georgian (Genesis). Jerusalem: Magnes Press.
კვირიკაშვილი ა. ლომთაძე თ. 2024. Kvirikashvili, A. & Lomtadze, T. 2024. “Lexical Influences of Modern Hebrew on Judeo-Georgian”. International Journal of Linguistics and Communication, 12(1), pp. 1-14
კურტანიძე თ. 2020 - Kurtanidze T., Neo-Aramaic speaking jews in Georgia. .” The 10th Congress of the EAJS, Paris, 20–24 July.
Крупники И., Куповецки М. 1988 – «Лахлухи» — курдистанские евреи в СССР, Советская этнография, 1988, №2, გვ. 102–111.
ლევინი ზ. კონსტანტინოვი ვ. 2025 - Levin & Konstantinov 2025: Zeev Levin & Viacheslav Konstantinov. Native, but Unique: Jews of Georgia, Azerbaijan, Uzbekistan and Their Neighbors Revealed Through Their Twentieth Century Demographic Profiles.” Central Asian Survey, 44/2: 162-182.
ლომთაძე თ. 2005, ქუთაისური ქართული. ქუთაისი. აწსუ გამომცემლობა.
ლომთაძე თ. 2018 - Lomtadze 2018: Tamari Lomtadze. ““Russicisms in Judeo-Georgian Speech”. Languages. Cultures. Translation, Issue 6. Selected Papers from the International Conference Languages. Cultures. Translation. Moscow: Moscow State University Press, 329-335
ლომთაძე თ. ენოხი რ. 2019. Lomtadze, Tamar, and Reuven Enoch , ‘Judeo-Georgian Language as an Identity Marker of Georgian Jews’, Journal of Jewish Languages, 7 (2019), 1–26
ლომთაძე თ. 2020 ქართველ ებრაელთა ლინგვისტური რეპერტუარი. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XLVIII.
ლომთაძე თ. 2021 - Lomtadze 2021. “Russophone Georgian Jews.” New Trends in Slavic Studies: Selected Papers from the 5th International Conference Andalusian Slavic Studies Workdays, 322-331.
ლომთაძე თ. 2022 - Lomtadze 2022. “The Languages of Ethnic Minorities in Post-Soviet Georgia.” Minorities in the Post-Soviet Space Thirty Years After the Dissolution of the USSR. Eds. Paola Bocale, Daniele Brigadoi Cologna, & Lino Panzeri. “Ledizioni” LediPublishing, 145-161.
ლომთაძე თ. გულედანი ლ. 2022 - Lomtadze, Tamar, and Lali Guledani, Linguistic Competencies of the Ethnic Subgroups of the Jews in Georgia”. IJLC8 Jewish Languages Conference, Jerusalem 08/02-04/.2022
ლომთაძე თ. კვირიკაშვილი ა. 2024 - Lomtadze, Tamari, and Ani Kvirikashvili, ‘The Dual Status of Judeo-Georgian’, Forum for Linguistic Studies, 6/5 (2024), 83–93
Лопотинский Л.1894- Евреиско-Арамеиские тексты, Заметка к ним. Сборник материалов для описания местней племион Кавказа, Тифлис
მამისთვალაშვილი ეю 1995. ქართველ ებრაელთა ისტორია, თბილისი, 1995, გვ. 22
პაპისმედოვი ი. 1945 - საქართველოს ებრაელთა აღებ-მიცემის ისტორიისათვის, საქ. ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, ტ. 3, თბილისი
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ 1, რედაქტორი აკად. გ. მელიქიშვილი, თბილისი, 1970, გვ. 452-453
ქართლის ცხოვრება - ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, I, თბილისი, 1955, გვ. 15-16.
ქართლის ცხოვრება - ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტექსტი დადგენილი ყველა ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, 4, თბილისი, 1973, გვ. 53.
ზ. ჭიჭინაძე, ქართველი ებრაელები საქართველოში. თბილისი 1970




