ფერის თვისებათა სპარსულ სახელწოდებათათვის

ფერის თვისებათა სპარსულ სახელწოდებათათვის

ავტორები

  • ფატმან ანთაძე-მალაშხია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი, საქართველო
  • გიორგი ჯგერენაია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი, საქართველო

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.02

საკვანძო სიტყვები:

ფერის ზედსართავები, ფერის სპარსული ზედსართავები

ანოტაცია

ფერის ზოგად თვისებათა შესაბამისი სპარსული ზედსართავები ორი ჯგუფითაა წარმოდგენილი:

I - ნათლის, ბრწყინვალების, გამჭვირვალობის, უფერულობისა (35 ერთეული) და II - სიბნელე-სიმუქის, სიმქრქალის (21 ერთეული) აღმნიშვნელი სახელწოდებებით.

ეს სიტყვები განხილულია ეტიმოლოგიური წარმომავლობის, მორფოლოგიური სტრუქტურის, სტილისტური მარკირებისა და პოლისემიურობის მიხედვით.

ორივე ჯგუფში ერთიანად წარმოდგენილია 23 არაბიზმი, 16 არქაიზმი, 4 კოლოკვიალიზმი, 12 სუფიქსური დერივატი, 2 კომპოზიტოიდი და  12 კომპოზიტი.

I ჯგუფი 30 პოლისემანტს მოიცავს. მათ შორის 11 გრამატიკული და 10 თემატური პოლისემანტია. II ჯგუფში წარმოდგენილ 17 პოლისემანტთა მწკრივში 6 ერთეული გრამატიკულ, 14 კი თემატურ პოლისემანტად გვევლინება.

გრამატიკული პოლისემანტები მეტწილად აერთიანებენ არსებითისა და ზედსართავის მნიშვნელობებს. იშვიათად გვხვდება ზმნიზედური მნიშვნელობაც (მაგალითად, صاف [sāf] ზედ. სახ. 1) „ნათელი; სუფთა; გამჭვირვალე“; 2) „უბოროტო“; არს. სახ. 3) სასაუბრო „ანკარა და უნალექო/შეუმღვრეველი ღვინო“; ზმნზდ. 4)  სასაუბრო „პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე; ღიად, გულწრფელად“).

საკვლევ სახელწოდებათა გაარსებითებისას გვხვდება ანთროპონიმიზაციის შემთხვევებიც (მაგალითად, ქალის საკუთარი სახელი  تابان [tābān] „ნათელი; მბრწყინავი;  ელვარე“; მამაკაცის საკუთარი სახელი فرمند [farmand] 1) „კაშკაშა, მბრწყინავი, ელვარე“; 2) „მცოდნე, ბრძენი“).

მცირედად დასტურდება შეზღუდული ვალენტობის ზედსართავებიც (მაგალითად,داج  [dāj] მოძვ. „უკუნი, კუნაპეტი, ძალიან ბნელი (ითქმის ღამეზე)“.

ნათელი და ელვარე თემატური პოლისემიის შემთხვევებში ასოცირებულია გამჭვირვალობასთან, ზოგადად ღია ფერთან, სითეთრესთან, ასევე ნაცრისფერ-ფერფლისფერთან, წითელთან და მწვანესთან (მაგალითად, اشهب [ašhab] მოძვ. 1)  „ნათელი; თეთრი“; 2) „შავ-თეთრი, ნაცრისფერი“; افروخته [afruxte] 1) „ნათელი, ანთებული“; 2) „აწითლებული - ბრაზისგან“; سرسبز [sarsabz] 1) „მწვანე; ამწვანებული;  2) მოძვ. „ნათელი, ელვარე“).

  არათემატური ტიპის პოლისემიურ კავშირებში ჩანს ნათლისა და ელვარეს მიმართება დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციის სიტყვათმნიშვნელობებთან (მაგალითად, صاف [sāf] 1) „ნათელი; სუფთა; გამჭვირვალე“; 2) „უბოროტო;“; 3) „გლუვი“).

ნათლისა და ელვარების მნიშვნელობათა საფუძველზე განვითარებულ სიტყვათმნიშვნელობებში იშვიათად ჩანს უარყოფითი კონოტაცია  آذر‏رنگ [āzarrang] 1) ზედ. სახ.  „ნათელი, ელვარე“; 2)  არს. სახ. „დარდი; ტანჯვა“. აქ  დარდისა და ტანჯვის მნიშვნელობა ეფუძნება ნათლისა და ელვარების ასოციაციას ცეცხლთან, წვასთან).

 თემატური ტიპის პოლისემიისას სიბნელე და სიმუქე ასოცირებულია სიმქრქალესთან, შავ, მუქ ლურჯ,  ნაცრისფერ, ხორბლისფერ და ასევე მწვანე ფერებთან (მაგალითად, خشین [khašin] 1) „მუქი ლურჯი; 2) „შავი“; 3) „ნაცრისფერი“; 4) „მუქი ფერის“; سبزارنگ [sabzārang] მოძვ.  1) „მწვანე“; 2) „შავგრემანი; ხორბლისფერი“). გვაქვს ენანტიოსემიის შემთხვევაც – گندمی [gandomi] 1) „თეთრსა და მწვანეს შორის“, ანუ ღია, ბაცი; 2) „მუქი“.

სიბნელისა და სიმუქის აღმნიშვნელ ზედსართავებში არათემატური პოლისემიის საფუძველი სიბნელისა და სიმუქის ასოციაციაა უარყოფითი შინაარსის სხვადასხვა ცნებებთან (მაგალითად, مظلم [mozlem] მოძვ. 1) „ბნელი“; 2) „პირქუში, საშიში“).

დასტურდება ერთი შემთხვევა, როცა სიბნელე და სიმუქე ასოცირდება დადებით კონოტაციასთან – موژان [mužān] მოძვ. 1) „ბნელი, მუქი“ (ითქმის თვალზე); 2) „მიბნედილი; კეკლუცი“.

 ნაცრისფრისა და მწვანის პოლისემიური  კავშირი ანტონიმური შინაარსის ნათელთან და მუქთან ასახავს ამ ორი სახელწოდების მიმართებას  ფერის როგორც ნათელ, ასევე მუქ ტონალობებთან.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. აბადისი – Abadis Dictionary https://abadis.ir

2. ანვარი (2002) – Anvari, H.(Ed.), Sokhan Comprehensive Dictionary (فرهنگ بزرک سخن), vol. I-VIII, Tehran, 1381/2002.

3. რუბინჩიკი, ი. (1985) – Рубинчик, Ю. Персидско-русский словарь, т. I-II, Москва: Русский язык.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-17

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...