ზედსართავი სახელების სწავლება ქართულში A1, A2 და B1 დონეების მიხედვით (ენათა ევროპული ჩარჩოს შესაბამისად)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.26საკვანძო სიტყვები:
ქართული, როგორც უცხო ენა, უცხო ენის შემსწავლელი სტრატეგიები, სწავლების გზა, მიდგომები, გამოყენებული მეთოდები, ხერხებიანოტაცია
ქართულის, როგორც უცხო ენისადმი ინტერესი ამ საუკუნიდან განსაკუთრებით აღინიშნება. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც, ქართველებს, გვაქვს სახელმძღვანელოები, რომლებიც უკვე გაწერილია დონეების მიხედვით, დასაწყისიდან უმაღლეს დონემდე. დამწყები საფეხურის დაბეჭდილი წიგნები უკვე მრავლად არსებობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია „ქართუ-ლი სახლი“ და მათ მიერ შექმნილია სახელმძღვანელოთა ინტერნეტვერსია - https://geofl.ge/
მსოფლიოში გავრცელებული და დადგენილია უცხო ენის შემსწავლელი სტრატეგიები, სწავლების გზა, მიდგომები, გამოყენებული მეთოდები, ხერხები. ეს ჩვენთვის იყო შესაძლებობა გამოგვეყენებინა, აგვითვისებინა, ჩაგვეტარებინა კვლევა და შევჯერებოდით ამ მიდგომებს. აუცილებელად უნდა გაგვეთვალისწინებინა ქართული ენის სტრუქტურა, მეთოდური ბადე. სხვა შემთხვევაში, შედეგს ვერ მივაღწევდით. სახელმძღვანელოებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ. სახელმძღვანელოს ვარგისიანობას მომხმარებელი ადგენს, ეს წარმატება წლებითა და წიგნის გამოცემის რაოდენობით იზომება, თან ქართული ენა მსოფლიო მასშტაბის არენაზე მოთხოვნის მიხედვით ვერ დაიკვეხნის.
ანუ, ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა არსებობს ქართულ ენაზე A1 დონიდან C1 დონის ჩათვლით. აქ განსაზღვრულია ქართული ენის ფლობა მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის შესაბამისი კატეგორიებით. ინგლისურ ენაზე ყველასთვის ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შესრულებულია ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების რეკომენდაციათა საერთო ევროპული ჩარჩოს CEFR ექვსდონიანი სისტემის − A1, A2, B1, B2, C1, C 2 −საფუძველზე. ქართული ენის შინაგანი სტრუქტურის გათვალისწინება, ქართული ენის შეფასების ინდიკატორებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობა უმნიშვნელოვანესია, რადგან თითოეული სახელმძღვანელოს შედეგები დარდება და დგინდება ენის ფლობის დონეებთან.
„სემიტა.ენის სკოლა“ უკვე სთავაზობს მომხმარებელს ქართულის, როგორც უცხო ენის სახელმძღვანელოთა სერიას „ბილიკი“, რომელშიც წარმოდგენილია ყველა დონე - A1, A2, B1, B2, C1. ზოგადად, სახელმძღვანელოთა აგებულებაზე, შიგთავსსა და სტრუქტურაზე ვისაუბრეთ წინა სტატიებში, დონეების მიხედვით განვსაზღვრეთ ზმნათა უღლების სერიებიც.
ამჯერად, ჩვენი საკვლევი თემაა ზედსართავი სახელი. მისი წარდგენა სწავლების კიბის მიხედვით. ჩვენი ინტერესია დავადგინოთ, თუ რას ეძლევა უპირატესობა ქართულ ენაში დონეებით ზედსართავი სახელის არჩევისას; როგორაა მისი ფუნქციები წარმოდგენილი; აგრეთვე, საინტერესოა შინაარსისა და ფუნქციების განშლა; როგორ ავლენს ქართული სისტემა ამ მეტყველების ნაწილით გრძნობების შეფასებას, დამოკიდებულების განსაზღვრას; მნიშვნელოვანია CEFR აღწერილობასთან შედარება, დადგენა, თუ რას აძლევა უპირატესობა - ფორმას, შედგენილობას თუ შინაარსს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივნისი; დადგენილება # 394/დანართი 4 - ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა, თბილისი, 2020
ოძელი, მ., - ქართული ენის ფლობის დონეების აღწერილობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობრივექტი. თბილისი, 2016
შანიძე, ა., - თხზულებანი თორმეტ ტომად. ქართლი ენის გრამატიკის საფუძვლები. III ტომი, თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი, 1980
შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”. დონე I, A2. „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მეხუთე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2022 (2019, 2014, 2012, 2006).
შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”, დონე AI/A2, ,,სამუშაო რვეული”, მეორე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2013 (2008).
შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“, სერია ,,ბილიკი”. დონე AI/A2, ,,ქართული დიალოგები”. საკითხავი მასალა. მესამე გამოცემა. გამომცემლობა „ფორმა“. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2021 (2014, 2007).
შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”. დონე I, A 1, „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მეექვსე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2025 (2022, 2019, 2014, 2012, 2006).
შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”. დონე II, B1, „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მესამე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2023 (2013, 2008).
https://eqe.ge/ka/page/static/665/profesiuli-standartebi
http://www.geofl.ge/lego/doneebiLevel.php?parent=56
https://www.coe.int/en/web/common-european-framework-reference-languages/level-descriptions
https://rm.coe.int/georgian-reference-level-descriptions-a1-a2-b1-b2-cefr/168077b6f5




