მეტაკოგნიტური უნარების განვითარებზე ორიენტირებული სწავლება
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.22საკვანძო სიტყვები:
მეტაკოგნიტური უნარები, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, შემოქმედობისა და თვითრეგულირების უნარებიანოტაცია
მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება თანამედროვე განათლების ერთ–ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას წარმოადგენს. იგი მოსწავლეს საკუთარი აზროვნების პროცესის გააზრების, დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ უნარებზე დაფუძნებით ვითარდება კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის, შემოქმედობისა და თვითრეგულირების უნარები, რომლებიც განსაზღვრავს როგორც აკადემიურ წარმატებას, ისე პიროვნულ ეფექტიანობას.
მეტაკოგნაციის განვითარება არ უნდა განიხილებოდეს როგორც ცალკეული აქტივობების გამოყენება, არამედ როგორც სწავლების ორგანიზების ზოგადი პრინციპი, რომელიც მოიცავს სასწავლო პროცესის ყველა კომპონენტს – მიზნების გაცნობიერებას, მოქმედებების დაგეგმვას, შესრულების პროცესის კონრტროლს, შედეგების ანალიზსა და მიღებული გამოცდილების გააზრებას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აქტივობის წინა და შემდგომ მეტაკოგნიტურ პაუზებს, მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოკვეთას, თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას.
მასწავლებელი ამ პროცესში ასრულებს ფასილიტატორის როლს. იგი უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები არ შემოიფარგლონ მხოლოდ შესრულებული მოქმედებების აღწერით, არამედ გააცნობიერონ საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძვლები, წარმატებისა და სირთულეების მიზეზები და მომავალში უფრო ეფექტიანი სტრატეგიების შერჩევის შესაძლებლობები. ამგვარად მეტაკოგნიტური უნარების მიზანმიმართული განვითარება ქმნის საფუძველს დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი და თვითრეგულირებადი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
• ლობჟანიძე ს., ფიჩხაძე მ., რატიანი მ., ლომიძე ნ., ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში (მასწავლებლის წიგნი), 2016, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი
• ანთაძე ლ., სწავლების თანამედროვე მეთოდები, 2024, თბილისი
• მეტაკოგნაცია, დ. პერკინსის ეფექტური სწავლების მეთოდები, https://www.scribd.com/document/816535845/10




