ღირებულებითი განათლება და კონსტრუქტივიზმი (PROVE)

ღირებულებითი განათლება და კონსტრუქტივიზმი (PROVE)

ავტორები

  • ნათია გაბაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო მოდებაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.35.21

საკვანძო სიტყვები:

ღირებულებითი განათლება, სწავლა/ სწავლების მეთოდი, ღირებულებები

ანოტაცია

ადამიანური ღირებულებების როლი ფუნდამენტურია ადამიანის ცხოვრების განვითარებისთვის, რადგან ისინი ჩვენი გამოცდილების, ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების დამაკავშირებელი ელემენტებია. ისინი ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენი იდენტობის შექმნაზე ზოგადად განვითბაზე.

ადამიანური ეთიკური და მორალური პრინციპები წარმოადგენს იდეალურ სტანდარტს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებისა და არსებობისთვის. ღირებულებითი განათლება კი არის სწავლებისა და სწავლის მეთოდი, რომელიც ცოდნის შეძენასთან ერთად, ავითარებს სტუდენტებში ღირებულებებს, ხდის სწავლის პროცესს საინტერესოს და ხელს უწყობს სწავლისა და სწავლების მიზნების მიღწევას.

ნაშრომში მოცემულია ძირითადი მიზეზები, თუ რატომაა  ღირებულებითი განათლება მნიშვნელოვანი და აუცილებელი თანამედროვე განათლებაში. განხილულია კონსტრუქტივიზმის არსი, მნიშვნელობა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც  ცოდნის შეძენა, აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება არ უნდა იყოს გარეგანი მიმართულების, არამედ ბავშვის მიერ უნდა იყოს კონსტრუირებული საკუთარი შინაგანი სამყაროს ფარგლებში. ღირებულებითი განათლების მთავარ ქვაქუთხედს წარმოადგენს ცოდნისა და ღირებულებების ინტეგრაცია, ეს გულისხმობს ინდივიდისათვის არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემას, არამედ მის ჰოლისტურ განვითარებაზე ზრუნვას, რაც მისი მომავალი კარიერული და პიროვნული წინსვლისათვის მთავარი იარაღია.

ჩვენი მიზანია აღვზარდოთ მომავალი თაობა, რომლებიც წარმატებულები არიან არა მხოლოდ აკადემიური მოსწრებით, არამედ ხასიათითაც და  გვჯერა, რომ ნამდვილი წარმატება დაბალანსებულ განვითარებაშია. ღირებულებითი განათლება კი ამ ბალანსის მიღწევის განუყოფელი ნაწილია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

შავერდაშვილი, ე. მოსიაშვილი, თ. 2018. ცოდნა და ღირებულებითი განათლება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი.

Ryan R.M and Deci, E,L. (2017).Self-Determination Theory. Basic Psychological needs in motivation, development, and wellness. New York. The Guilford Press.

Schwartz, S. H. (1992). Universals in the content and structure of values: Theoretical advances and empirical tests in 20 countries. Advances in Experimental Social Psychology.

UNESCO Publishing. (2015). Global citizenship education: Topics and learning objectives. Paris: UNESCO Publishing.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-20

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...