სინგაპურის სწავლების მეთოდი ისტორიული რაკურსით

სინგაპურის სწავლების მეთოდი ისტორიული რაკურსით

ავტორები

  • იმერ ბასილაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო ჭოხონელიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.35.20

ანოტაცია

XXI საუკუნეში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, კვლავ ჩნდება კითხვები, თუ როგორ გარდავქმნათ ამჟამინდელი სწავლების მეთოდები ისეთ მეთოდებად, რომლებიც უფრო მიმზიდველს გახდის სწავლების პროცესს.

 პედაგოგიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესისა და შემოქმედებითობის განვითარება, რადგან საგანმანათლებლო პროცესში ინტერესი და შემოქმედებითობა ძლიერი ინსტრუმენტებია, რომლებიც მოსწავლეებს სასწავლო კურსში უფრო  საფუძვლიანად  ჩაღრმავებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისკენ უბიძგებს.

ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზად  სინგაპურული სწავლების მეთოდის საგანმანათლებლო პროცესში დანერგვას მიიჩნევენ, რაც საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ სწავლების ფორმებისა და საშუალებების დივერსიფიკაცია, სტუდენტების შემოქმედებითი აქტივობის გაზრდა.

მკვლევართა აზრით, სინგაპურული სწავლების მეთოდის  გამოყენება შესაძლებლობას იძლევა ეფექტური საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებისთვის, რომლებიც ჯგუფურ და წყვილებში მუშაობაზეა დაფუძნებული.

ნაშრომში ისტორიულ ჭრილში განხილულია სინგაპურის საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ეტაპების, რეფორმების ლოგიკისა და მათი შედეგების ანალიზი, რათა გამოვლინდეს ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა ქვეყნის წარმატება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ურთიერთაქტივობის გზით, სინგაპურული სწავლების მეთოდი ხელს უწყობს ისეთი სიტუაციის შექმნას, როდესაც მოსწავლეები გაკვეთილზე მასწავლებელთან შედარებით უფრო მეტს მუშაობენ. მოსწავლეები ამუშავებენ ინფორმაციას, რეფლექსიას ახორციელებენ მასზე და ამყარებენ კავშირს უკვე არსებულ ცოდნასთან.

სინგაპურული სწავლების მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები ბავშვებში კომუნიკაციას, თანამშრომლობას, კრიტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებითობას ავითარებს და, რაც მთავარია, საგნისადმი ინტერესს უვითარებს, რაც წარმატებულ სწავლას უწყობს ხელს.

სინგაპურული სწავლების მეთოდი იძლევა საშუალებას, მოსწავლეს განუვითარდეს კომუნიკაციის უნარები, რაც მოსწავლეებს სასწავლო მასალასთან თანამშრომლობისკენ   უბიძგებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Goh, C. T. (1997). Thinking schools, learning nation. Prime Minister’s Office, Singapore.

Ministry of Education (2017b). Co- Curricular Activities. URL: https://www.moe.gov.sg/edu-cation/programmes/co-curricular-activities (Zugriff 24.01.2017).

Fasching Julia (2018), Vorbild Singapur? Bildungssystem, Mathematikunterricht und MathematiklehrerIn-nenausbildung als potentielle Einflussfaktoren des Erfolgs bei PISA, Klagenfurt, 2018.

Wong, K. & Lee, N. (2009). Singapore Education and Mathematics Curriculum. In K. Wong, P. Yee, K. Berinderjeet, P. Foong and S. Ng (Hrsg.), Mathematics Education. The Singa-pore Journey. Singapore: Series on Mathematics Education Vol. 2, 13-47.

Tan, C. (2017). Learning from Singapore: The power of paradoxes. Routledge.

Peter Struck(2018) Die Singapur-Methode, Stand:12.12.2025.

Бабкина (2021), Бабкина Маргарита, Описание сингапурской методики (2021).

Мосина М., Жданова С., (2022), ИСПОЛЬЗОВАНИЕ СИНГАПУРСКОЙ МЕТОДИКИ ДЛЯ РАЗВИТИЯ УМЕНИЙ 21 ВЕКА (2022).

https://mel.fm/blog/olga-katayeva/48053-singapurskaya-sistema-obucheniya-komandnoye-tvorchestvo.

https://mel.fm/blog/olga-katayeva/48053-singapurskaya-sistema-obucheniya-komandnoye-tvorchestvo.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-19

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...