სენტიმენტალიზმი დრამატურგიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.19საკვანძო სიტყვები:
სენტიმენტალიზმი, დრამატურგიაანოტაცია
ისტორიიდან ცნობილია რომ, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ინგლისში, ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება – სენტიმენტალიზმი, რომელიც დაუპირისპირდა კლასიციზმს და შეიმუშვა ესთეტიკური პროგრამა, სადაც გრძნობას და არა გონებას მიენიჭა გადამწყვეტი როლი. ფრანგული - Sentimentalisme და ინგლისური - Sentimentalism - წარმოადგენენ თვით სიტყვის წარმოშობის ეტიმოლოგიურ ფუძეს, თუმცა მიმართულების სათაური აღებულია ლორენს სტერნის რომანიდან „სენტიმენტალური მოგზაურობა“. სენტიმენტალისტებმა გრძნობის და წარმოსახვის კულტი შექმნეს და ყოველივე ეს დაუპირისპირეს განმანათლებლური კლასიციზმის რაციონალისტურ საფუძვლებს, რომელშიც გონებრივი საწყისი მთლიანად განსაზღრავდა ხელოვნების ნაწარმოების არსს.
სად და როგორ დაიწყო სენტიმენტალიზმის ჩამოყალიბება? ინგლისში, მაგრამ საწყის ეტაპზე იგი იმდენად იყო დაკავშირეული განმანათლებლური კლასიციზმის საერთო დინებასთან, რომ ახალი ნიშნების შემჩნევა შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ ტენდენციების სახით. ჯერ ჯოზეფ ტომსონს თავის პოემაში „წელიწადის დროები“ შემოყავს სოფლის იდილიის თემა, რომელმაც შეიძლება მოგვაგონოს ბაროკალური ლიტერატურის და დრამატურგიის თავისებურ გადმონაშთს – თუნდაც პასტორალურ დრამას. მოგვიანებით ედუარდ იუნგი თავის „წითელ წიგნში“ წერს „ღამის ფიქრებს,“ სადაც პოეტი, სასაფლაოს ფონზე გვიხატავს თავის მელანქოლიურ განწყობას და სიკვდილის მიმართ ლტოლვას. ამ პოემის ნაწილმა საფუძველი დაუდო ე.წ. „სასაფლაოს ლირიკას“, ტრადიციულ ინგლისურ პასტორალს, რომელშიც დაპირისპირება სოფლის იდილიისა და ქალაქური ცხოვრებისა რჩება (ისევე, როგორც XVI ს. მეორე ნახევრის იტალიური ბაროკოსათვის) დამახასიათებელ მთავარ თემად.
საზოგადოების კრიტიკა ამ ნაწარმოებებში ითავსებს ასევე მოტივს პატრიარქალური წყობის იდეალიზაციისა, თუმცა კონკრეტული ყოფითი დეტალები და ნიუანსები უკვე მოწმობენ იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა ტრადიციულ პასტორალთან არამედ სრულიად ახალ სენტიმენტალურ სოფლის იდილიასთან. გრძნობის კულტს მიყავდა ხელოვნება ადამიანის შინაგანი სამყაროს უფრო ადეკვატურ გახსნამდე; ინდივიდუალური სახის შექმნამდე, რაც ნიშნავდა ფსიქოლოგიური ანალიზის გაღრმავებას: სენტიმენტალისტებს ახასიათებდა ისეთი დამოკიდებულება ბუნებასთან, რომელშიც პეიზაჟიც კი ხდებოდა პირადი განცდის მეგზური. აქედან სხვაგვარი ხედვაა ემოციებით გაჟღენთილ სიტყვის მიმართ, რომელიც უკვე წარმოადგენს თავისებურ ნორმას და შლის ხელოვნების განვითარების სრულიად ახალ პერსპექტივებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Bentley Eric; The Modern Theatre; American Academy of Arts and Sciences. 2010.
История западноевропейской литературы. Л.1981




