ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებელი, როგორც პერუს მიკროკოსმოსი და მისი ძალადობრივი სამყარო, მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები” მიხედვით

ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებელი, როგორც პერუს მიკროკოსმოსი და მისი ძალადობრივი სამყარო, მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები” მიხედვით

ავტორები

  • ნინო ჯოხაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6231-6391

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.35.18

საკვანძო სიტყვები:

მარიო ვარგად ლიოსა, „ქალაქი და ძაღლები“, ძალადობა, პერუ

ანოტაცია

მარიო ვარგას ლიოსას პირველ რომანში „ქალაქი და ძაღლები“ (1963), ორი სივრცე – სასწავლებელი და ქალაქია აღწერილი. მოქმედება ლიმის მთავარ სამხედრო სასწავლებელში, ლეონსიო პრადოში მიმდინარეობს, რომელიც პერუს მიკროკოსმოსს წარმოადგენს. მეტაფორულ სასწავლო სივრცეში, პერუში მცხოვრები  ყველა სოციალური ფენის, რასისა და წარმომავლობის ადამიანი იყრის თავს. გაბატონებულია სამხედრო დისციპლინა, იგივე ფარისევლური, მაჩისტური და იერარქიული სამყარო, რომელიც ლიმაში დომინირებს.

 რომანი მიიჩნევა იმ მხატვრულ-ლიტერატურულ ტექსტად, სადაც ძალადობა მკვეთრად დომინირებს. ნაწარმოები არ განეკუთვნება რომანს დიქტატორის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დიქტატორი არაა რომანის მთავარი პერსონაჟი, ავტორი მკაფიოდ გვიჩვენებს დიქტატორული მმართველობის შედეგებს საზოგადოებასა და ინდივიდზე. სასტიკი, ძალადოვრივი რეალობა, ინდივიდის გადარჩენის აუცილებელ პირობაა. სურვილის მიუხედავად, რომანის მთავარ პერსონაჟებს, კადეტებს, გარემო ძალადობისკენ უბიძგებს. მწერალი გამოხატავს ისტორიულ და თანამედროვე პერუს რეალობას და გვიჩვენებს მოზარდობის პერიოდში მისი თვალით დანახულ პატივისცემას, დისციპლინასა და პატიოსნებას, აღწერს ისეთ ინსტიტუტებს როგორიცაა ოჯახი, პოლიტიკა და სამხედრო სისტემა. რომანში ნაჩვენებია იზოლაცია, კონფლიქტი და კონტრასტი სხვადასხვა სოციალურ ფენას შორის.

რომანში აღწერილი ძალადობა, ავტორის მოზარდობის პერიოდის პერუში არსებულ რეჟიმს ეხმიანება, ე. წ. ოდრიას „რვაწლედს“ (1948-1956), მანუელ აპოლინარიო რვაწლიან დიქტატორულ მმართველობას. რომანის შექმნის პერიოდში ავტორის მისწრაფება სოციალიზმისაკენ, თავისთავად გულისხმობდა კრიტიკულ დამოკიდებუ-ლებას დამკვიდრებული კონსერვატორული სისტემის მიმართ, რომელიც რეპრესიებით, ძალადობით, სოციალური და რასობრივი უთანასწორობითა და მაჩიზმით ხასიათდებო-და. ავტორი რომანში სწორედ ამ ძალადობრივ სამყაროს გვიჩვენებს, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს ინდივიდის ჩამოყალიბებაზე. სტატიაში გაანალიზებულია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებელი, როგორც პერუს მიკროკოსმოსი და აღწერილი და გაანალიზებულია რომანში გამოხატული ძალადობის ფორმები და მნიშვნელობა, რომელსაც ავტორი პირადი პროტესტის გამოსახატავად იყენებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ვარგას ლიოსა, მ., - ქალაქი და ძაღლები. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“. 2017. გვ. 23, 27, 28, 36, 163, 164.

Cercas, J., - 2012. La Pregunta de Vargas Llosa. Real Academia Española. 2012. p. 486 Rae.es https://www.rae.es/sites/default/files/Epilogo_Javier_Cercas_La_pregunta_de_Vergas_Llosa.pdf (ბოლო წვდომა: 01.03.2026)

Delgado Del Aguila, J. M., - Protagonismo violento y modos de representación en La Ciudad y los Perros (1963). Tesis para optar el Título Profesional de Licenciado en Literatura. Lima: Universidad Nacional Mayor de San Marcos. 2017. p. 379, 404, 435

Hancock, J., - Animalization and Chiaroscuro Techniques: Descriptive Language in "La ciudad y los perros" ("The City and the Dogs"). JSTOR. 1975. p. 40 https://www.jstor.org/stable/20118982?read-now=1&refreqid=excelsior%3Ab17cdc859bd4a434d47c341ff906add9&seq=1#page_scan_tab_contents (ბოლო წვდომა: 01.03.2026)

Jairo Junieles, J., - Cosas de niños y nada más: Violencia y sociedad en La ciudad y los perros, de Mario Vargas Llosa. Espéculo. Revista de estudios literarios. Universidad Complutense de Madrid. 2006. webs.ucm.es https://webs.ucm.es/info/especulo/numero34/cperros.html (ბოლო წვდომა: 01.03.2026)

Nunn, F. M., - "Mendacious Inventions", Veracious Perceptions: "The Peruvian Reality of Vargas Llosa's La ciudad y los perros" JSTOR. 1987. p. 463 https://www.jstor.org/stable/1007189?Search=yes&resultItemClick=true&searchText=La&searchText=ciudad&searchText=y&searchText=los&searchText=perros&searchUri=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3DLa%2Bciudad%2By%2Blos%2Bperros&ab_segments=0%2Fbasic_SYC-4946%2Fcontrol&refreqid=search%3A944706bcfcdec106342f14faa4115f2a&seq=1 (ბოლო წვდომა: 01.03.2026)

Payne, J. A., - Anima Rejection and Systemic Violence in "La ciudad y los perros". JSTOR. 1991. p. 45 https://www.jstor.org/stable/29740323?Search=yes&resultItemClick=true&searchText=La&searchText=ciudad&searchText=y&searchText=los&searchText=perros&searchUri=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3DLa%2Bciudad%2By%2Blos%2Bperros&ab_segments=0%2Fbasic_SYC-4946%2Fcontrol&refreqid=search%3A944706bcfcdec106342f14faa4115f2a&seq=1 (ბოლო წვდომა: 01.03.2026)

Salazar Jaque, B., - La Violencia como temática en La Ciudad y los Perros de Mario Vargas Llosa. Seminario para optar al grado de licenciado en Lengua y Literatura Hispánica con mención en Literatura. Santiago. Universidad de Chile. 2005. p. 23.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-19

როგორ უნდა ციტირება

ჯოხაძე ნ. (2026). ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებელი, როგორც პერუს მიკროკოსმოსი და მისი ძალადობრივი სამყარო, მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები” მიხედვით. ენა და კულტურა, (35), 124–133. https://doi.org/10.52340/lac.2025.35.18

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...