ხალხური „არსენას ლექსისა“ და აკაკი წეერეთლის პიესის ურთიერთმიმართებისთვის
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.17საკვანძო სიტყვები:
აკაკი წერეთელი, დრამა, ხალხური ეპოსიანოტაცია
ქართული სალიტერატურო კრიტიკა არასოდეს დარჩენილა გულგრილი აკაკი წერეთლის შემოქმედების მიმართ, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, გაცილებით ნაკლები იყო მეცნიერთა ინტერესი მისი ადრეული ნაწარმოებების და, კერძოდ, რუსულენოვანი პიესების მიმართ. აკაკი წერეთლის -„Разбойник Арсений“ თავისი სტრუქტურითა და მრავალშრიანობით ძალზე საინტერესო თხზულებაა. შინაარსობრივად მისი მეორე თავი მხოლოდ ჰგავს ხალხურ „არსენას ლექსს“, არამედ პირდაპირ მასზეა დაშენებული, თუმცა არსებითი ხასიათის განსხვავებაც არაერთი შეიძლება დაიძებნოს.
მიუხედავად იმისა, რომ პიესაზე მუშაობისას აკაკი სრულიად ახალგაზრდაა - დაახლოებით 25 წლისა - ის ახერხებს ძალიან ღრმააზროვანი ნაწარმოების შექმნას. მასში ავტორი არა მხოლოდ ხალხური „არსენას ლექსის“ გმირის ლიტერატურულ რეინკარნაციას ახდენს, არამედ აგებს დრამას, რომელიც პასუხობს მარადიულ კითხვებს: სად გადის ზღვარი სამართლიან ბრძოლასა და ტირანიას შორის? რა არის გმირის აღსასრულის ნამდვილი მიზეზი - ადამიანური ღალატი თუ ღვთიური სამართალი.
ხალხური ეპოსი არსენას მითოსურ სამოსელში ახვევს - მისი შობა სასწაულებრივია, მისი ძალა კი ამირანისეული (ეს საკითხი შესანიშნავადაა დამუშავებული ზურაბ კინაძის ნარკვევში „არსენას ეპოსი“). აკაკი წერეთელი ამ მითს ერთგვარად მიწაზე აბრუნებს და საკითხი სოციალურ-ფსიქოლოგიურ ჭრილში გადააქვს. პიესაში არსენა აღარ არის მხოლოდ „ღმერთის ნათლული“, ის არის ადამიანი, რომელმაც იტვირთა სამართლიანობის აღმდგენის მისია, მაგრამ მიზნის მიღწევამდე საკუთარი თავი დაკარგა. აკაკის არსენა უფრო რეალისტურია, ვიდრე მითოსური, თუმცა მისი აღსასრული მაინც მეტაფიზიკურ ხასიათს ატარებს.
თუ ხალხურ არსენას ლექსში ქალი, რომლის გამოც დაიწყო ყველაფერი, ისე „ქრება“, რომ მასზე აღარაფერი ვიცით, აკაკი ყურადღებით ამუშავებს ნინოს სახეს და მის სიკვდილსაც მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Гакстгаузен, А. - Закавказский край, ч. I, Санкт-Петербург.1857.
კიკნაძე ზ.,- ქართული ხალხური ეპოსი IV. არსენას ეპოსი (პოეზია და სინამდვილე) http://saunje.ge/index.php?id=1446. წვდომის დრო: 12.05.2026.
წერეთელი აკ., - თხზულებათა სრული კრებული (თხუთმეტ ტომად), ტ. XV. თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. 1963.




