ქალაქი, როგორც ქაოსის მეტაფორა (ზურაბ ქარუმიძის “ღვინომუქ ზღვაში“ მორჩილაძის „მადათოვის ტრილოგიაში”)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.15საკვანძო სიტყვები:
ზურაბ ქარუმიძე, „ღვინომუქი ზღვა“, ურბანული ლიტერატურაანოტაცია
XX საუკუნის მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა კრიზისებმა და შეიარაღებულმა კონფ-ლიქტებმა შვა მსოფლიო ურბანული ლიტერატურა. ქართული ლიტერატურაც ჩადგა ახალი ქრონოტოპის ძიების რეჟიმში - ქრონოტოპისა, რომელიც გაპარტახებულ, ამორფულ სივრცეს გარკვეულ მხატვრულ წესრიგს მიანიჭებდა. ასეთ ქრონოტოპად, საყრდენ ბერკე-ტად, ისევე როგორც მსოფლიო ლიტერატურაში, ქართულ ლიტერატურაშიც იქცა ქალაქი.
ნაშრომი იკვლევს ქალაქს, როგორც ქაოსის მეტაფორას ზურაბ ქარუმიძის რომანში „ღვინომუქი ზღვა“. ზურაბ ქარუმიძის პოსტმოდერნული რომანი XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2000 წელს გამოიცა. ნაწარმოები გამოცემისას რადიკალურ ექსპერიმენტად მოინათლა, რადგან მასში ნარატივი, ამბავი ფაქტობრივად უარყოფილია. ეს არის მეტა-ტექსტების, გამოცანების, ალეგორიების, ალუზიებისა და მისტიფიკაციების, ერთი შეხედ-ვით, ამორფული ნაზავი, თავისი ეზოთერიკით, ფიზიკითა და მეტაფიზიკით.
ღვინომუქი ზღვა თბილისია, გამოგონილი თუ რეალური პერსონაჟებით, უცნაური ფანტასმაგორიებითა და ფანტომებით. ამ რომანში, რომელსაც თხრობის ხაზი არა აქვს და ალუზიებისა და მისტიფიკაციების უცნაურ ნაზავს წარმოადგენს, თბილისი არის ღერძი, რომლის ირგვლივაც ტრიალებენ, ერთი შეხედვით, დანაწევრებული ამბები. თბილისი არის წონასწორობის წერტილი. თავდაპირველად თბილისის აღწერა მშრალად იწყება და შემდეგ პოსტმოდერნულ ექსპერიმენტში გადადის.
რომანში მხატვრული სივრცე, ანუ თბილისი, იდეალიზებული კი არ არის, არამედ პირი-ქით, ქაოსის, ალოგიკურობისა და ირაციონალობის მეტაფორაა. თავად ტექსტიც ასეთია - ერთი შეხედვით, ამორფული რომან-ექსპერიმენტი, რომელშიც ამბები ქრონოლოგურად და ლოგიკურად არ მიჰყვება ერთმანეთს. და ასეთივეა ეპოქა, რომელსაც, სავარაუდოდ, ალეგორიულად უნდა ეხებოდეს „ღვინომუქი ზღვა“ – 90-იანი წლები, ყველაზე გადაუაზრებელი, ქაოსური და დამანგრეველი „პერესტროიკის“ პერიოდი, რომელმაც კოლაფსი და ომები მოიტანა. ქალაქის, როგორც ლიტერატურული ქრონოტოპის არჩევამ „ღვინომუქი ზღვისთვის“ განსაზღვრა მთელი მისი ნაწარმოების საერთო ხაზი. რომანი, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველაფერზე და არაფერზეა, გამოდის, რომ ყველაზე მეტად მაინც თბილისზეა. ამ ნაწარმოებში პოსტმოდერნიზმის პრიზმაშია დანახული ქალაქის ისტორია, მითოსური ქსოვილი, წარსული და აწმყო და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაანალიზებულია უახლესი წარსული და მისი გავლენა ქალაქის მომავალზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ავალიანი ლ., - ჭაბუა ამირეჯიბიდან აკა მორჩილაძემდე. თბილისი: გამომცემლობა „თეთრი გიორგი“. 2005
ქარუმიძე ზ., - პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდრნიზმი, „არილი“, ივნისი. 2010
ქარუმიძე ზ., - ღვინომუქი ზღვა, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2000
წიფურია ბ., - ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში, თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2016




