ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება და თანამედროვეობა
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.14საკვანძო სიტყვები:
ყაზბეგი, თხზულებები, გლობალური პრობლემებიანოტაცია
ალექსანდრე ყაზბეგი კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომად-გენელია, რომელიც ობიექტურ სინამდვილეს ასახავს და არა სასურველს.
თხზულებების შექმნისას ყაზბეგი ეყრდნობა სამ წყაროს: ისტორიულ ფაქტებს, ეთნოგრაფიულ საფუძვლებსა და ფოლკლორულ მასალას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ-ერთ პატარა ჩანაწერში, რომელსაც „ქალის თავისუფლება“ ეწოდება, ყაზბეგი მოგვითხრობს შვეიცარიაში გამართული თავყრილობის შესახებ, რომელსაც რამდენიმე ქართველი მამაკაცი და ქალბატონი ესწრებოდა. ისინი საუბრობდნენ ქალის თავისუფლების შესახებ, თუმცა, ყაზბეგი საუბრის შინაარს არ გადმოგვცემს.
ყაზბეგის შემოქმედებაში ნაჩვენებია თემის რღვევასთან, სოციალური წყობის შეცვლასა და რუსეთის ბატონობის დამკვიდრებასთან ერთად როგორ შეიცვალა ქალის მიმართ დამოკიდებულება.
ეთნოგრაფიული ხასიათის წერილშიც „მოხევეები და იმათი ცხოვრება“ ყაზბეგი აღწერს ხევში ქალის მდგომარეობას. „მოხევეებში ქალი სრულებით სხვა მდგომარეობაში არის, ვიდრე ირგვლივ მყოფ მეზობელ ხალხში. აქ ქალი არც ისე დამალული და საქმეში მონაწილეობა მიუღებელი რჩება, როგორც ოსებსა და ჩერქეზებში. არც იმგვარი გამაქალბატონებელი მდგომარეობა აქვს, როგორც ქართლში“.
ბევრ მოთხრობას სათაურად ქალის სახელი აქვს შერჩეული მწერლის მიერ, სადაც იგი მოგვითხრობს ქალის ტრაგიკული ბედის, ოჯახსა და საზოგადოებაში მათი უთანასწორო მდგომარეობის შესახებ. ისინი ხმას ვერ იმაღლებენ უსამართლობის წინააღმდეგ და ბედს ემორჩილებიან. თუმცა, შინაგანად კარგად გრძნობენ თავიანთ უნუგეშო მდგომარეობას. მწერალს თითქოს სურს, გამოაფხიზლოს, პროტესტის გრძნობა გაუღვივოს, დუმილი დაარღვევინოს მათ.
აღნიშნული საკითხი თანამედროვე საზოგადოებაშიც აქტუალურია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ანდრონიკაშვილი ნ., - ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი. 1984. 215 გვ.
ბენაშვილი დ., - ალექსანდრე ყაზბეგი. გამომცემლობა „სახელგამი“. თბილისი. 1948. 56 გვ.
კაპანელი კ., - ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი. გამომცემლობა „ზარია ვოსტოკა“. თბილისი. 1928. 171 გვ.
ყაზბეგი ა,. - თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. 5. გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“. თბილისი. 1950. 556 გვ.
ყაზბეგი ა. - მოთხრობები. გამომცემლობა „ნაკადული“. თბილისი. 1976. 344 გვ.
ყაზბეგი ა. - რჩეული. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი. 1974. 844 გვ.
ვარდოშვილი ე., - პოეტური თანხვედრანი. წიგნი II. პოლიგრაფიული ცენტრი „ბარტონი“. თბილისი. 2014. 103 გვ.
Vardoshvili E., - Faces of women victims of inequality in the prose of Alexander Kazbegi. Balkanistic Worlds. I (2). pp. 306-313, Publishing house Balkanistic Worlds. Bulgaria. 2025.




