უდაბნო როგორც ეგზისტენციალური შემეცნების სივრცე ინგა ბახტაძის ნოველაში „თალხი პერანგი“
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.13საკვანძო სიტყვები:
უდაბნო, ეგზისტენციალიზმი, სიმბოლიკა, არსებობის საზრისი, ინგა ბახტაძე, თალხი პერანგიანოტაცია
სტატია ეძღვნება ნოველის „თალხი პერანგი“ ანალიზს ეგზისტენციალური და კულტუროლოგიური პერსპექტივიდან. კვლევის მიზანია, დაადგინოს, თუ როგორ ფუნქციონირებს უდაბნო ტექსტში როგორც სიმბოლური და ფილოსოფიური სივრცე და რა როლს ასრულებს იგი ადამიანის არსებობის საზრისის გააზრების პროცესში.
კვლევა ეფუძნება ინტერპრეტაციული ანალიზის მეთოდს და ეყრდნობა ეგზისტენციალური ფილოსოფიის თეორიულ ჩარჩოს, ასევე ნაშორმში გათვალისწინებულია ქართული ლიტერატურათმცოდნეობის მიდგომები, რომელთა მიხედვითაც ადამიანის არსებობა განისაზღვრება შინაგანი კრიზისის, თავისუფლებისა და არჩევანის გამოცდილებით, რაც თანაბრად რელევანტურია როგორც ეგზისტენციალური ფილოსოფიისთვის, ისე ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი პარადიგმებისთვის.
კვლევამ აჩვენა, რომ ნოველაში უდაბნო წარმოდგენილია როგორც მრავალშრიანი სიმბოლური სივრცე, რომელიც აერთიანებს სულიერი სიცარიელის, იზოლაციისა და ლიმინალური გამოცდილების მნიშვნელობებს და გვევლინება არა მხოლოდ როგორც ფიზიკური გარემო, არამედ როგორც სულიერი სიცარიელის, იზოლაციისა და თვითშემეც-ნების სივრცე.
უდაბნო ტექსტში ფუნქციონირებს როგორც ,,ეგზისტენციალური ლანდშაფტი“, სადაც პერსონაჟი პირისპირ დგება საკუთარ არსებობასთან და გადის შინაგანი ტრანსფორ-მაციის პროცესს. ამ კონტექსტში იგი იქცევა სემანტიკურ ბირთვად, რომლის მეშვეობითაც იკითხება ტექსტის ფილოსოფიური პრობლემატიკა.
სტატიის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ „თალხი პერანგი“ განიხილება არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ კულტუროლოგიურ და ფილოსოფიურ ჭრილში, სადაც სივრცე გარდაიქმნება ეგზისტენციალური გამოცდილების გამოხატვის ფორმად. კვლევა აჩვენებს, რომ თანამედროვე ქართული პროზა აქტიურად ერთვება გლობალურ ინტელექ-ტუალურ დისკურსში და ქმნის უნივერსალური ფილოსოფიური პრობლემების ორიგინალურ ინტერპრეტაციას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ასათიანი გ., - რჩეული თხზულებანი 4 ტომად. ტ. 4: უკეთეს დროთათვის. თბილისი: ნეოსტუდია, 2002, 469 გვ
ბაქრაძე ა., - სულის ზრდა : [კრიტიკული წერილები]. - თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭ. საქართველო“, 1986. 411 გვ.
ბაქრაძე ა., - მწერლობის მოთვინიერება. დოკუმენტური ნაშრომი (ავტორი). თბილისი: გამომცემლობა: ,, სარანგი”, 1990. 226გვ
ბახტაძე, ი., - თალხი პერანგი, ნოველები, ესეები. თბილისი, 2023. 351 გვ.
გობიანი, გ., - ზღვის დამტევი „ჩურჩული“ - იდუმალი სამყაროს შეცნობის გზა (ინგა ბახტაძის „ღამის ჩურჩული“), გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეციერო ელექტორნული ჟუნრალი ,,ფილოლოგიური კვლვები “ N X, 2025. გვ. 402-408.
გობიანი, გ., - ადამიანად ყოფნის ფილოსოფია ინგა ბახტაძის ესეისტიკაში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეციერო ელექტორნული ჟუნრალი ,,ფილოლოგიური კვლვები “ N VIII, გვ. 2024. 283-290.
სირაძე რ., - ქართული ლიტერატურის ესთეტიკა. თბილისი: გამომცემლობა ,,ხელოვნება “, 1978. 425 გვ.
კამიუ, ა., - „სიზიფეს მითი“, თბილისი: გამომცემლობა ,, აგორა“, (მთარგმნელი მარინა ბალავაძე), 2017. 166 გვ.
Sartre, J.-P. (2007). Being and nothingness. London: Routledge.




