“ბედნიერი ტანჯულები“ ოთარ ჭილაძის ესეისტიკაში

“ბედნიერი ტანჯულები“ ოთარ ჭილაძის ესეისტიკაში

ავტორები

  • ნინო გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.35.12

საკვანძო სიტყვები:

ოთარ ჭილაძის ესეისტიკა, ბედნიერი ტანჯული, ფიროსმანი, ტერენტი გრანელი

ანოტაცია

2003 წელს გამოიცა ოთარ ჭილაძის კრებული “ბედნიერი ტანჯული.” ეს სახელწოდება არ წარმოადგენს მხოლოდ სტილისტურ ოქსიმორინს ან მოულოდნელობის ეფექტზე დამყარებულ მეტაფორას - იგი ასახავს მწერლის შემოქმედებით პარადიგმას - პოეტური ცნობიერების იმ ფორმაში, სადაც ტანჯვა ტრანსფორმირდება ესთეტიკურ  ბედნიერებად და სულიერ გამოცდილებად.

საინტერესოა, თუ როგორ იკვეთება “ბედნიერი ტანჯულის” მოდელი ოთარ ჭილაძის ესეისტიკაში და როგორ ვლინდება იგი მის ინტელექტუალურ თვითრეფლექსიაში. სწო-რედ ამ რაკურსით იკითხება მწერლის თვალით დანახული ქართული კულტურის გამორჩეული წარმომადგენლები - ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთე ლი, ფიროსმანი, ტერენტი გრანელი, გალაკტიონ ტაბიძე-ერთ მეტაფორულ ჭრილში გააზ-რებულ შემოქმედთა ერთ რიგში, რომელთაც სულიერი მისიის სიმძიმე და შინაგანი დრამატიზმი აერთიანებს. 

ოთარ ჭილაძე მსოფლიომ რომანებით გაიცნო, მაგრამ მის შინაგან სამყაროს ბოლომდე პოეტური ცნობიერება მართავს. ეს პოეტურობა თანაბრად ვლინდება მწერლის როგორც  დიდ პროზაში, ისე მცირე ფორმებშიც. ოთარ ჭილაძის ესეებში შემოქმედის შეცნობა-შე-ფასება სათაურიდანვე იწყება. სათაური აქ არა მხოლოდ სახელდებაა, არამედ ინტერპრე-ტაციის გასაღები. ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ესეს სათაური”სხვა ვარსკვლავი”,  წინასწარ განსაზღვრავს არა მხოლოდ ესეს ემოციურ ტონალობას, არამედ ჭილაძისეულ ხედვას ილიას ღვაწლისა.

ო. ჭილაძის ესეების გაცნობისას მკითხველი არ შემოიფარგლება მხოლოდ მიძღვნის ადრესატის-მწერლის მიერ გამორჩეული შემოქმედის-გაცნობით; იგი მოწმე ხდება ავტორის შინაგანი სამყაროს ფორმირების, მისი სულიერი თვითრეფლექსიისა და ესთეტიკური თვითდამკვიდრების პროცესისა.

ო. ჭილაძის ესეისტიკაში „ბედნიერი ტანჯულის“ მოდელი სცილდება ერთი კონკრე-ტული პიროვნებისა და ეპოქის ფარგლებს და ყალიბდება როგორც უნივერსალური შემოქ-მედებითი არქეტიპი, რომელიც ასახავს ხელოვანის სულიერი არსებობის პარადოქსულ ბუნებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჭილაძე, თ.,(2010), კიდევ ერთი ბედნიერი ტანჯული, “კრიტიკა” #5, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი;

ჭილაძე, ო., (2003), ბედნიერი ტანჯული(ესე, პუბლიცისტიკა, ინტერვიუ), გამომცემლობა: “ლოგოს პრესი”, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-19

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...