წყალი შუმერულ და ქართველურ აზროვნების სისტემაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.09საკვანძო სიტყვები:
ძველი აღთქმა, შუმერული A იდეოგრამი, წყლის სემანტიკა, ცივილიზაციური კვლევები, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერებაანოტაცია
წყალი თავისი ბუნებით არის საზიარო ელემენტი ზეცასა და მიწას შორის, ალბათ ამიტომაც, ძველი სამყარო კაცობრიობის მარეგულირებელი დოგმების წარმოჩენას წყლის ფენომენით ახდენდა ხოლმე. ძველი აღთქმის ბიბლიური ტექსტების მიხედვით, ნოეს წარღვნამდე არსებული ადამიანი მოქცეულია წყლისა და წყევლა / წყალობის საერთო სემანტიკაში, რომლის გაცნობიერებაც ხდებოდა როგორც მწყალობელ ზეცასა და დაწყევლილ მიწას შორის გაწყვეტილი კავშირის შედეგი.
საყურადღებოა, რომ მხოლოდ ქართული ენა იძლევა წყლისა და ბიბლიური წყევლა-წყალობის სემანტიკური კავშირის გამოვლენის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ, წარმოაჩენს წარღვნამდე არსებულ აზროვნების სისტემის კავშირს მითო-ლინგვისტურ დუალისტური ბუნების გველის ფიგურასთან.
ქართული ენის მიხედვით, ცოდნის აღმნიშვნელი [წყ] ფუძე-სიტყვით იწარმოება წყალი, წყალობა, წყევლა. მეგრული ენის მიხედვით, წყეული იხმარება გველის მნიშვნელობით. ის, ვინც წყალობას მოითხოვს არის საწყალი; ვინც მას გაცემს კი არის მოწყალე.
მოწყალე არის კეთილი და მისი გაიგივება ოდითგანვე ხდებოდა სიტყვასთან მწყემსი, რომელიც მღვდელმთავრის, შემდგომ კი იესო ქრისტეს მნიშვნელობითაც იხმარებოდა. ძველი აღთქმით, მწყალობელიც და მწყელიც არის ერთი: ღმერთი-შემოქმედი, რომელმაც პირველმა წარმოთქვა წყევლა, რითაც წარწყმიდა მიწა (ქვეყანა) და გველი (ქვეწარმავალი).
დაბადების ტექსტების შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება არქაული აზროვნების სისტების გასაგებად. თაობათა შორის ცოდნის გადაცემა ხდებოდა სიტყვით ან წერილობით.
სტატიის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს ქართველურ ენებზე ცოდნის აღმნიშვნელი [წყ] ფუძე-სიტყვით ჩაწერილი წყლის, წყევლის და წყალობის წარმოჩენა მოახდინოს შუმერული წყლის აღმნიშვნელი A იდეოგრამის ბილინგვური წაკითხვით.
გველის პიქტოგრამით გადმოცემული წყლის შუმერული იდეოგრამი რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა კულტურების მიერ წყლის ჩანიშვნის მანერაზე, ამასთან, ის თანხვედრაშია ქართული ენის სტრუქტურასთან და საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სამნიშნიანი იდეოგრამის ბინარული წაკითხვა, როგორც გველი (ქვეწარმავალი) და მიწა (ქვეყანა). ქართული ენით შუმერული A იდეოგრამი მოექცევა ბიბლიური წყევლის სემანტიკურ ველში და დაუკავშირდება წარღვნამდე არსებულ აზროვნების სისტემას, როდესაც მოხდა ხე ცნობადის ნაყოფის დაგემოვნება და წარმოითქვა პირველად წყევლა. რის შედეგადაც პირველქმნილი კაცი, მწყემსი-კეთილი გახდა მიწის მუშაკი - ადამი, ჩადენილი ცოდვისთვის სასჯელად, მას მწუხარებით უნდა მიეღო ყოველდღიური საზრდო წყეული მიწიდან, მის ცოლ ევას კი, დაეკისრა მწუხარებითა და ტკივილით განემრავლებინა ადამის შთამომავლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ გველი წარმოადგენს წყლის მითოლინგვისტურ ფიგურას, წყლის შუმერული A იდეოგრამი წარმოაჩენს გეოგრაფიულ ადგილსამყოფელს მიწა- წყალს, სადაც კაცობრიობის პირველი შთამომავალნი, ევას შვილები დასახლდნენ და ისწავლეს წყლის მართვა საირიგაციო არხებით; განავითარეს სამიწათმოქმედო საქმე, როგორც ეს მოხდა ისტორიულ შუამდინარეთში, მარცვლის მწარმოებელ ხალხთა, სუმერთა დასახლების შედეგად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბაკელია ნინო (1997), სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, საქართველოს მეც. აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი.
ორბელიანი სულხან-საბა (1658 -1725), ლექსიკონი ქართული, https://www.nplg.gov.ge
მიქელაძე რუსუდანი (2024), გველის გრაფემა ქრისტიანულ მხატვრობაში და ქართულ ანბანურ დამწერლობებში, საქართველოს ბიბლიოთეკა, N°1-4 (94-97).
მიქელაძე რუსუდანი (2025), საერთო კავკასიური ძირ-ფუძე [ფს], პოვნიერი [სუ] და ტოპონიმო 'სუმერი', საქართველოს მეც. აკადემიის მაცნე.
რუხაძე გრიგოლი, კოპალაძე გვანცა (2008), ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა.
ქაჯაია ოთარი (2001), მეგრულ- ქართული ლექსიკონი, ISBN 99928-58-48-6
ჩუხუა მერაბი (2017), ქართულ -ჩერქეზულ -აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი, https://www.dspace.nplg.gov.ge




