ინტერტექსტუალობის სტრატეგიების კონტრასტული ანალიზი ბრიტანულ და ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.05საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური დისკურსი, ინტერტექსტუალობის სტრატეგიები, კონტრასტული ანალიზიანოტაცია
ნაშრომის მიზანია ბრიტანულ და ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსებში გამოყენებული ინტერტექსტუალობის მთავარი სტრატეგიების განსაზღვრა და ანალიზი, მათი რიტორიკული და იდეოლოგიური ფუნქციების დადგენა და იმის კვლევა, თუ როგორ უზრუნველყოფს ინსტიტუციური და კულტურული კონტექსტები მათ გამოყენებას. ორივე სახელმწიფო ფლობს საერთო კულტურულ და ლიტერატურულ მემკვიდრეობას. ორივე პოლიტიკური დისკურსი ფართოდ არის ცნობილი გლობალური მასშტაბით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო რიტორიკულ ნორმებზე. თუმცა ისინი მნიშვნელოვანწილად განსხვავდებიან პოლიტიკური ინსტიტუტების და რიტორიკული ტრადიციების თვალსაზრისით.
თეორიული დებულებებისა და შესაბამისი ემპირიული მასალის ინტეგრირება შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ ის სტრატეგიები, რომლებსაც პოლიტიკოსები მიმართავენ დამაჯერებელი, ავტორიტეტული და რეზონანსული მესიჯების ჩამოსაყალიბებლად წინარე ტექსტების გარდაქნის საფუძველზე. ნაშრომში წარმოდგენილია ინტერტექსტუალობის ექვსი სტრატეგია: ავტორიტეტული ტექსტის ექსპლიციტური დასახელება; ისტორიული ალუზია; ოპონენტის გამონათქვამის რეკონტექსტუალიზაცია; ინტერდისკურსული სინთეზი; პაროდიული და ირონიული აპროპრიაცია; საერთო კულტურული ღირებულებების აქცენტირება. თითოეული სტრატეგიის მაგალითი აღებულია ბრიტანული და ამერიკული კონტექსტებიდან და მიუთითებს როგორც რიტორიკულ ფუნქციაზე, ისე იდეოლოგიურ ეფექტზე.
საკვლევი მასალის ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი მსგავსება-განსხვავებები: როგორც ბრიტანულ, ისე ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში აღნიშნული სტრატეგიები ატარებს ურთიერთდაკავშირებულ რიტორიკულ ფუნქციებს: ლეგიტიმაცია (ავტორიტეტული ტექსტის ექსპლიციტური დასახელება, ისტორიული ალუზია), დელეგიტიმაცია (ოპონენტის გამონათქვამის რეკონტექსტუალიზაცია, პაროდია) და სოლიდარობის ჩამოყალიბება და განმტკიცება (ინტერდისკურსული სინთეზი, საერთო კულტურული ღირებულებების აქცენტირება). მეორე მხრივ, ბრიტანეთის საპარლამენტო რიტორიკა, მეტწილად, კონცენტრირდება კონფრონტაციულ რეკონტექსტუალიზაციასა და ირონიულ აპროპრიაციაზე; აშშ-ის პოლიტიკოსების ორატორული ხელოვნება კი, ძირითადად, ორიენტირებულია დიდ ისტორიულ ფრეიმებსა და ფუნდამენტურ ისტორიულ დოკუმენტებზე, რაც ინსტიტუციური სტრუქტურის და დებატების ფორმატის თვალსაზრისით არსებულ მნიშვნელოვან კონტრასტებს ასახავს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Fairclough N., Discourse and Social Change. Polity Press, 1992.
Hutcheon L., A Theory of Parody: The Teachings of Twentieth-Century Art Forms. Methuen, 1985.
Kristeva J., Desire in Language: A Semiotic Approach to Literature and Art. Columbia University Press, 1980.
Nora P., Between Memory and History: Les Lieux de Mémoire. Representations, (26), 7–24, 1989.
Van Leeuwen T., Discourse and Practice: New Tools for Critical Discourse Analysis. Oxford University Press, 2008.




