ალერსობითი მიმართვის ზმნური ფორმიდან მიმართვის ტერმინებამდე (მეგრული და ლაზური ენების მასალის ანალიზი)

ალერსობითი მიმართვის ზმნური ფორმიდან მიმართვის ტერმინებამდე (მეგრული და ლაზური ენების მასალის ანალიზი)

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.35.03

საკვანძო სიტყვები:

ალერსობითი ზმნური მიმართვა, სინტაქსი, პრაგმატიკა, პრედიკატი, ვოკატივი, შორისდებული

ანოტაცია

ქართველური ენებისათვის ნიშანდობლივი გენაცვალე, შემოგევლე, ჭირიმე ტიპის ზმნური ალერსობითი მიმართვის ფორმები ტიპოლოგიურად იშვიათი მოვლენაა. მათი მნიშვნელობა უკავშირდება სიყვარულის, სითბოსა და მზრუნველობის გამოხატვას. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამგვარ ფორმებს სიტყვათა განსხვავებულ კლასებს აკუთვნებენ, კერძოდ, მიიჩნევენ ზმნებად, სახელებად ან შორისდებულებად.  წინამდებარე პუბლიკაციაში საკითხი განიხილება მხოლოდ მეგრული და ლაზური ენების მასალის გამოყენებით. ანალიზით ირკვევა, რომ ალერსობითი მიმართვის ზმნური თუ ნაზმნარი ფორმები  განსხვავდებიან მათი სინტაქსური  გარემოს მიხედვით და ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას. ისინი განსხვავებულ კონტექსტებში შეიძლება ფუნქციონირებდეს როგორც: ზმნები, სახელები და შორისდებულები. ფუნქციურად გამიჯვნისთვის ღირებულია მეთოდი, რომელიც გულისხმობს მათ შემოწმებას იმის მიხედვით, სინტაქსურ კონსტრუქციაში წარმოადგენენ მიმართვის ბმულ თუ თავისუფალ ფორმებს. ყველა ფორმა ლექსიკურად ზმნური შინაარსის მქონეა, იმ განსხვავებით, რომ პრედიკატებში შენარჩუნებულია ზმნური ნიშნები, ხოლო მიმღეობებში - სახელური. აღნიშნული ფორმები მიმართვის თავისუფალ ფორმებად ყალიბდებიან, როდესაც ვოკატიურ ფუნქციას იძენენ. უფრო კონკრეტულად, განკერძოებული ზმნური შინაარსის ალერსობით სიტყვებად და გამოთქმებად ყალიბდებიან, როდესაც  კარგავენ ბმას სინტაქსური კონსტრუქციის სხვა წევრებთან და ვოკატიურ ფუნქციას იძენენ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აფრიდონიძე, შ., – მიმართვის ფორმები ახალ ქართულში: სტრუქტურა და ფუნქციონირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა. 2023.

გერსამია, რ., გოგია, თ., - მიმართვის ფორმათა კლასიფიკაცია მეგრულსა და ლაზურში. ენა და კულტურა, 33. 2025

გუდავა, ტ., - ქართული ხალხური სიტყვიერება (მეგრული ტექსტები). თბილისი. 1975. განთავსებულია მეგრული ენის კორპუსში: https://xmf.iliauni.edu.ge/early

ზექალაშვილი, რ., - ქართული ეთნოკულტურული რეალიები ქართულ-გერმანულ ლექსიკონში. ქართველური მემკვიდრეობა, 25. 2021: 123-132.

კალანდია, თ., - ლაზური ტესტები, თბილისი: არტანუჯი. 2008

კვაჭაძე, ლ., - ქართული ენა, თბილისი: ცოდნა. 1961

ლევიძე, მ., - კომუნიკაციის ეთნოსტილი და მიმართვის საალერსო ფორმები ქართულსა და ინგლისურ ენებში, სადოქტორო ნაშრომი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2019

შანიძე, ა., თხზულებანი: 12 ტომად. ტ. III: ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. თბილისი: თსუ. 1980

MLC - გერსამია, რ., ლობჟანიძე, ი., მეგრული ენის კორპუსი: https://xmf.iliauni.edu.ge/early. 20 ივლისი, 2025

Boeder, W., - Über einige Anredeformen im Kaukasus. Georgica 11, 1988: 11-20

Braun, F., – Terms of address: Problems of patterns and usage in various languages and cultures. Berlin: De Gruyter. 1988.

Gogia, T., - “Endearment Terms of Adress: Empirical Insights from Georgian, Megrelian, and Laz”. International Conference: From Tradition to transformation: rethinking Addressivuty, rethinking forms of address (INAR 8. Lisabon, Portugal. 16-18 July, 2025. Boock of abstracts: https://cecc.fch.lisboa.ucp.pt/sites/default/files/2025-07/Book%20of%20Abstracts%20Draft%202-INAR%208.pdf

Levinson, S. C. (1983). Pragmatics. Cambridge University Press.

Svennung, J., - Anredeformen. Vergleichende Forschungen zur indirekten Anrede

in der dritten Person und zum Nominativ für den Vokativ [= Skrifter utgivna av K. Humanistiske Vetenskapssamfundet i Uppsala/Acta Societatis Litterarum Humaniorum Regiae Upsaliensis 42]. Uppsala: Almqvist & Wiksell/Wiesbaden: Harrassowitz. 1958

Tschenkéli, K. Georgisch-Deutsches Wörterbuch. Bearbeitet von Yolanda Marchev. Zürich: Amirani-Verlag, 1965 -1974.

Zwicky, A. M., - “Hey, Whatsyourname!”. In: Papers from the Tenth Regional Meeting of the Chicago Linguistic Society (CLS 10). Chicago: Chicago Linguistic Society. 1974: 787–801

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-19

როგორ უნდა ციტირება

გოგია თ., & გერსამია რ. (2026). ალერსობითი მიმართვის ზმნური ფორმიდან მიმართვის ტერმინებამდე (მეგრული და ლაზური ენების მასალის ანალიზი). ენა და კულტურა, (35), 20–24. https://doi.org/10.52340/lac.2025.35.03

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...