კოდების გადართვა და ზმნის ლექსიკალიზაციის ნიმუშები მეგრული ენის კორპუსში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.02საკვანძო სიტყვები:
კოდების გადართვა, ლექსიკალიზაცია, მეგრული ზმნაანოტაცია
პუბლიკაციაში საუბარია, თუ როგორ გამოიყურება ენათა კონტაქტებით მიღებული შედეგები თანამედროვე მეგრელთა მეტყველებაში. კერძოდ, განხილულია კოდების გადართვის ისეთი ნიმუშები, რომლებიც დაკავშირებულია ლექსიკალიზაცი-ასთან. იგი გულისხმობს მორფოსინტაქსური ნიშნების გაზიარებას ენებს შორის და აყალიბებს ჰიბრიდულ ნაერთებს ან მორფოლოგიურად ინტეგრირებულ ფორმებს, რომლებიც მეგრულ ენაზე მეტყველებისას ბუნებრივი ხდება. პუბლიკაციაში განხილულია გრამატიკული ფუნქციის მქონე ბმული მორფემების შერევის საკითხი მეგრული ზმნის მაგალითზე. ანალიზი ეყრდნობა მეგრული ენის კორპუსში (MLC) წარმოდგენილ L2 ზმნებს, რომლებიც, იძებნება 2021–2024 წლებში ველზე, სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში, მოპოვებულ ტექსტებში.
მეგრულის ზმნურ ფორმებში ძირეული და აფიქსური მორფემების გაზიარების ორი განსხვავებული ნიმუში გვხვდება: ა) ჩასმა - როცა L2-ის მორფემები (ძირი, ფუძე ან აფიქსი) უცვლელად ჩასმულია მეგრული ზმნის მატრიცაში; ბ) მორფოლოგიური ინტეგრირება - როცა L2-ის მორფემები ზიარდება მეგრულის ზმნის მატრიცაში ცვლილებებით, რასაც აპირობებს მისთვის დამახასიათებელი ფონოტაქტიკური და მორფოტაქტიკური თავისებურებები. ანალიზი აჩვენებს, რომ ნასესხები ლექსიკური ერთეულები და კოდები მორფოსინტაქსურ დონეზე მოცემული ენის მატრიცაში მაინც ამ ენით წინასწარგანსაზღვრულ ფორმას იღებს.
ანალიზით დგინდება, რომ კოდების შერევა მეგრულში არ ნიშნავს მხოლოდ ნასესხები სიტყვებისა თუ კალკების გამოყენებას, არამედ წარმოადგენს საკმაოდ დინამიკურ პროცესს, რომელსაც აქვს საკუთარი ლექსიკური და გრამატიკული წესები, რაც გულისხმობს წყარო ენიდან მომდინარე ენობრივი ელემენტების (ძირი, ფუძე, ზოგჯერ - აფიქსი) მიმღები ენის მორფოსტრუქტურაში ინტეგრირებას. ასეთი ნიმუშები აჩვენებს ენის ტენდენციას ინტეგრირებული ნიმუშებიდან L2-ის მთლიანი ფორმის ჩანაცვლებამდე. ზოგადად, ამგვარი ტენდენციები და მათი შედეგები კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ენის გაქრობის საფრთხის მარკერები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გერსამია, რ., ლობჟანიძე, ი., - მეგრული ენის კორპუსი (MLC) (ვერსია 1) [მონაცემთა ბაზა]: https://xmf.iliauni.edu.ge/ (რედ. 2022 წლის 4 აპრილი).
გერსამია, რ., ლობჟანიძე, ი., - მეგრული ენის ფორმალური გრამატიკა FLEx-ში (ელექტრონული ფორმატი ხელნაწერის უფლებით). 2026.
კარტოზია გ., გერსამია რ., ლომია მ., ცხადაია თ., - მეგრულის ლინგვისტური ანალიზი. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“, 2010. 699 გვ.
ქირია, ჭ., ეზუგბაია, ლ., მემიშიში, ო., ჩუხუა, მ., - ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I. მორფოლოგია. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“. 2015. 1070 გვ.
Auer, J. C. P., Muhamedova R., - ‘Embedded language’ and ‘matrix language’ in insertional language mixing: Some problematic cases: Rivista di Linguistica. 17.1. 2005. pp. 35-54
Gersamia, R., - The morphonemics of verbal prefixes in Megrelian. In Nora Boneh, Daniel Harbour, Ora Matushansky, and Isabelle Roy, editors, Construire sur les décombres de Babel: Building on Babel’s Rubble. Presses Universitaires de Vincennes (PUV), Paris 8. 2022. pp 37– 59.
Gumperz, J. J., - Discourse Strategies. Cambridge: Cambridge University Press. 1982
Myers-Scotton, C., - Social Motivations for Codeswitching: Evidence from Africa, Oxford: Clarendon Press. 1993.
Poplack, Sh., - Sometimes I’ll Start a Sentence in Spanish y Termino en Espanol: Toward a Typology of Code-switching.” Linguistics 18(233-234). 1980. 581-618.




