გასტრონომიული კომპონენტის შემცველ ფრაზეოლოგიურ ერთეულთა სემანტიკური გარდაქმნის თავისებურებანი (ფრანგული ენის მასალაზე)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2026.11.02საკვანძო სიტყვები:
ფრაზეოლოგიზაციის პროცესი, სემანტიკური ვალენტურობა, სემანტიკური კომპოზიციონალურობის ხარისხი, სემანტიკური ნიშნის ექსტერიორიზაცია და ინდუქციაანოტაცია
ჩვენ ნაშრომში წარმოდგენილია ფრაზეოლოგიური ერთეულები გასტრონო-მიული კომპონენტით. ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ ფრაზეოსემანტიკურ ერთეულებში, რომლებშიც შედის ფრაზეოლექსი, ჩნდება სხვადასხვა ხარისხის აქტივობა. განვიხილოთ ეს დებულება მაგალითებით: ფრაზეოლოგიზმები аvoir du pain sur la planche / მრავალი საქმის, სამუშაოს ქონა, se battre pour un morceau de pain / ბრძოლა გადარჩენისათვის, travailler pour le pain quotidien / პურის ფულის გამომუშავება, briocher son avenir / კარგი მომავლის უზრუნველყოფა საკუთარი თავისათვის, ფლობენ შემდეგ მახასიათებლებს: ნაწილობრივი იდიომატურობა, ნაწილობრივი მოტივირებულობა, ფრაზეოლო-გიური მნიშვნელობა, რაც წარმოდ-გენილია შეცვლილი სახით (მოქმედების შესრულება, რომელიც მიმართულია ობიექტის მიმართ, აღნიშნული ფრაზეოლექ-სით, გადატანითი მნიშვნელობით).
როგორც კვლევამ აჩვენა, ფრაზეოლექსის სემანტიკა აქტიურია სხვადასხვა შემთხვევაში. ასეთი მოვლენა უკავშირდება: ა). ფრაზეოლოგიზაციის პროცესის სინტაგმატურ თავისებურებებს; ბ) მისი მრავალმნიშვნელობის პრობლემას. გამოვლინდა ამგვარი ტიპის, სემანტიკური კომპოზიციონალურობის სამი ვარიანტი. დაწვრილებით განვიხილოთ მიღებული შედეგები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ფრანგულ - ქართული 3 ტომიანი ლექსიკონი, გამომცემლობა “მედეა”, თბილისი, 1998 -2000 წ.
Dictionnaires Le Robert, Paris, 2017.
Charles Bally, Traité de stylistique française, Paris, 1953.




