Лексика русского языка как иностранного в национальной аудитории вуза
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.25საკვანძო სიტყვები:
პასიური ზმნის კონსტრუქციები, პოლიტიკური დისკურსი, სიძულვილის ენა, ზიზღის ენაანოტაცია
რუსულის როგორც უცხო ენის სწავლება უმაღლესი სასწავლებლის ნაციონალურ აუდიტორიაში გულისხმობს სასწავლო მასალის შინაარსის რაციონალიზაციას, ისევე, როგორც მისი პრეზენტაციის სისტემის, ყოველი სემესტრის პირობებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენი თვალსაზრისით, უცხოენოვანი სტუდენტების (ბაკალავრების) სწავლების პირველი ეტაპი, როდესაც მიმდინარეობს გამეორება, აღდგენა და, ხშირ შემთხვევაში, უცხო ლექსიკის ათვისების ელემენტარული სამეტყველო უნარების ხელახალი ფორმირება. ამდაგვარად, ზეპირი პროპედევტიკური კურსი უნდა იყოს მეორე (არამშობლიური) ენის ათვისების კანონზომიერი ეტაპი ნაციონალური აუდიტორიაში. სწორედ ამ კურსის სწავლების პროცესში ხდება ბილინგვების მიერ უცხო ლექსიკის ზეპირი (პედაგოგის მეტყველება, აუდიო ჩანაწერი) აღქმის, ამოცნობის, დამახსოვრების უნარების ფორმირება და შემდეგი უბრალო ლექსიკური ნიმუშების პროდუცირება, თარგმნა და მათი ოპერირება ზეპირი მასალის მომდევნო გართულების მოტივაციით. ენის ლექსიკური მასალის პრეზენტაცია ხდება ზეპირი ფორმით ვიზუალურ – მხედველობითი და პირობითი – გრაფიკული თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით (უცხო ანბანის ცოდნა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გოლეთიანი გ. ქართულ – რუსული სასაუბრო. – თბილისი, 1982.
ქაჯაია ნ. მეტყველების განვითარება (რუსული ენის პრაქტიკული გრამატიკა კითხვა–პასუხებში). I, II ნაწილი. – ქუთაისი, 2009–2010.
Асадуллин А.Ш. Вводный устный курс русского языка. - Казань, 1964.
Гогебашвили Я. Государственный язык в грузинских начальных школах. – Тбилиси, 1905.
Казесалу Т. А. Научные основы и методика отбора грамматического минимума для начального обучения русскому языку: АКД. - Москва, 1972.
Стрельчук Е.Н. Русский язык как иностранный. Теория и практика. Учебное пособие для иностранных студентов – нефилологов. Издательство "Флинта". Издательство "Наука". - Москва, 2011.




