ეფექტური სტრატეგიები ინგლისური ენის სწავლის გასაუმჯობესებლად სასწავლო გარემოში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.23საკვანძო სიტყვები:
ეფექტური სტრატეგია, ინგლისური ენა, სასწავლო გარემოანოტაცია
სტატიაში განხილულია ინგლისური ენის შესწავლის ეფექტური სტრატეგიები თანამედროვე სასწავლო გარემოში, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ენობრივი კომპეტენციის განვითარებას, ისე მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებას. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კომუნიკაციურ მეთოდს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საშუალებად მიიჩნევა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ინგლისური ენის გამოყენება რეალურ სიტუაციებში და არა მხოლოდ გრამატიკისა და ლექსიკის მექანიკური დამახსოვრება. სტატიაში ხაზგასმულია მოტივაციისა და ემოციური ჩართულობის მნიშვნელობა უკეთესი შედეგების მისაღწევად. მასწავლებლებს მოეთხოვებათ შექმნან პოზიტიური და მხარდამჭერი გარემო, სადაც შეცდომის დაშვება აღიქმება როგორც განვითარების საშუალება. დამატებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კულტურული ელემენტების ინტეგრაციას, რაც ენის შემსწავლელებს ეხმარება არა მხოლოდ ენის, არამედ ინგლისურენოვანი სამყაროს ღირებულებებისა და ტრადიციების უკეთ გააზრებაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Deci/Ryan 2000- Self-Determination Theory and the Facilitation of Intrinsic Motivation
Kuhl J. 1987- Action Control: The Maintenance of Motivational State
Oxford R.-2010- Adult Language Learning: Personality type, Strategy
www.researchgate.net




