მასწავლებლის როლი უცხო ენის სწავლებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.22საკვანძო სიტყვები:
მასწავლებელი, როლი, უცხო ენის გაკვეთილიანოტაცია
სტატია ეხება მასწავლებლის როლს თანამედროვე ენის გაკვეთილზე. ცხადია, რომ ენის სწავლება და კვლევა უაღრესად დაჩქარებული ტემპით განიცდის პროგრეს. წინათ მიიჩნევდნენ, რომ ერთადერთი მთავარი ინსტრუმენტი რასაც უცხოური ენის მასწავლებელი საჭიროებდა იყო ენის მყარი ცოდნა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ლინგვისტიკა არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც ენის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესწავლილი. აღიარებულ იქნა სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში და პედაგოგიკაში ინტენსიური მომზადების აუცილებლობა. ამ დისციპლინების მნიშვნელობას დავინახავთ, თუ გავაანალიზებთ 3 ძირითად სფეროს, რომლებშიც ენის სწავლებისადმი დამოკიდებულება ბოლო დროს საგრძნობლად შეიცვალა.
აქცენტი ინდივიდუალურ მოსწავლეზე. თითოეული მოსწავლე განიხილება, როგორც ინდივიდი გამორჩეული საჭიროებებით, სწავლის სტილითა და დამოკიდებულებით. არა მხოლოდ სხვადასხვა მოსწავლეებს გააჩნიათ ერთმანეთისგან განსხვავებული სწავლის სტილი, არამედ თითოეულ ინდივიდს აქვს განსხვავებული მიდგომა სწავლისადმი სწავლების პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე.
ეკლექტიზმი. იმის გაანალიზების საფუძველზე, რომ თითოეულ მოსწავლეს გააჩნია გამორჩეული კოგნიტური და პიროვნული თვისებები, შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთი სწავლების მეთოდოლოგია ვერ იქნება მორგებული ყველა სტუდენტზე. ბოლოდროინდელი ტენდენცია არის ორიენტირებული ეკლექტიზმზე, რაც მდგომარეობს მასალებისა და მეთოდების შერჩევაში სხვადასხვა წყაროებიდან. ეს ბევრად მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მასწავლებელს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ის უნდა იცნობდეს და იყენებდეს მასალების, სავარჯიშოებისა და აქტივობების უფრო ფართო სპექტრს.
კომუნიკაცია სოციალურ კონტექსტში.
იმისათვის, რომ შედგეს კომუნიკაცია და შევძლოთ სათანადოდ რეაგირება, საჭიროა გვქონდეს შესაბამისი წარმოდგენა ენის კულტურაზე. ბოლოდროინდელი კვლევა გვიჩვენებს, რომ კომუნიკაციური მიდგომით ენის სწავლება ითვლება ერთერთ ყველაზე წარმატებულ მეთოდად ენის შემსწავლელთა კომუნიკაციური უნარების გასაძლიერებლად, რადგანაც აქცენტი კეთდება რეალურ გარემოში კომუნიკაციაზე და სტუდენტთა ჩართულობაზე.
დასკვნის სახით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უცხოური ენის მასწავლებლის როლი არც ისე მარტივია, როგორც ერთ დროს იყო. მასწავლებლისთვის აუცილებელია გარკვეული ფონური ცოდნა, თავისი სტუდენტების სოციალური გარემოსა და ენის სოციალურ კულტურული ასპექტების შესახებ, ასევე პედაგოგიური მეთოდების ფლობა, რადგანაც ენა ბევრად უფრო მეტია ვიდრე ლექსიკა და გრამატიკული წესების ერთობლიობა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Canale, Michael, and Merrill Swain. “Theoretical Bases Of Communicative Approaches To Second Language Teaching And Testing.” Applied Linguistics, I, no. 1, 1 Mar. 1980, pp. 1-47, doi:10.1093/applin/i.1.
Cheryl L. Champeau de Lopez. “The Role of The Teacher in Today’s Language Classroom”. Teacher Development. Selected Articles from the English Teaching Forum, edited by Thomas Kral, 1994, pp. 9-17.
Hymes, Dell H. “On Communicative Competence.” Sociolinguistics: Selected Readings, edited by John Bernard Pride and Janet Holmes, Penguin, 1985, pp. 269-293.
Paulston, Christina Bratt. Linguistics and Communicative Competence: Topics in ESL. Multilingual Matters, 1992
Cheryl L. Champeau de Lopez. “The Role of The Teacher in Today’s Language Classroom”. Teacher Development. Selected Articles from the English Teaching Forum,
edited by Thomas Kral, 1994, pp. 9-17.




