კვლევის ეთიკის საფუძვლები და ტრადიციული პედაგოგიური სააზროვნო მოდელი, როგორც გზამკვლევი
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.19საკვანძო სიტყვები:
კვლევის ეთიკა, პედაგოგიური სააზროვნო მოდელი გზამკვლევიანოტაცია
არსებობს კვლევის ეთიკის ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც სამეცნიერო ტექსტში გამჭვირვალობას, მასალის დამოწმების სიზუსტესა და ინდივიდუალიზმის მნიშვნელოვნებას გამოკვეთს, რაც ბუნებრივად გასაგები და გასაზიარებელი პრინციპებია, მაგრამ არის ამ ეთიკური ნორმების, განსაკუთრებით ინდივიდუალიზმის დამდგენი საზომები, რაც კვლევითი ტექსტის მაკულატურად ქცევას ეწინააღმდეგება და რაც, ჩვენი აზრით, პრინციპულად უპირატესია კვლევის ეთიკური ნორმების მდგენელ წინაპირობათა შორის. შესაბამისად, ჩვენი ინტერესის სფეროს ამ თემაზე ფიქრისას შეადგენს იმ საზრისის დადგენა თუ არა, მიახლოება მაინც, თუ როგორ ხდება პედაგოგიურ სააზროვნო ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდების კვალ კვლევის ეთიკის საფუძვლის, ინდივიდუალური, საავტორო ხმის დაბადება, დაკავშირებულია თუ არა ეს პროცესი მეთოდოლოგიასთან. ამ საკითხის გასარკვევად კი მოგვიწევს მივაკითხოთ დასავლური და ბუნებრივად ქართული ფიქრის ისტორიის საფუძველმდებარე პრინციპებს, სადაც ასეთი დებულებაა გაჟღერებული, რომ (პლატონი, 2019, გვ.58) აღნიშნული დებულების შინაარსი დიალექტიკის, არგუმენტირებული განსჯისა და მეცნიერული დასაბუთების აუცილებლობითაა ნასაზრდოები. ეს უკანასკნელი კი გამორიცხავს სასწავლო პროცეში, გამოთქმული სოფისტური ვარაუდების დაუსაბუთებლად მიღებასა და ლეგიტიმურად აღიარებას, რადგან გონება ეჩვევა მცდარი წანამძღვრების მართებულად მიღებას, რაც შედეგად ამახინჯებს რეალობას, აუარესებს როგორც სასწავლო პროცსს, ისე სახელმწიფოსა და უფრო დიდ დროსა და სურათში ხედვისას სამყაროსაც, სადაც შემეცნების სიხარულისთვის ადგილი აღარ რჩება. ზიანდება ცოცხალი ცოდნისა და ნამდვილი საქმის შექმნის საფუძველი.
აღნიშნულ სააზროვნო ტრადიციაში უმაღლესი ადგილი ეთმობა გონებას, ანუ ლოგიკურ განსჯას, შემდეგ ობიექტური რეალობის აღმოჩენას. სწორედ აქ გაიდება ხიდი შემეცნების სიხარულთან, რისი გამოწვევაც მხოლოდ აღნიშნულ სააზროვნო მოდუსს ძალუძს, რადგან ამ ტრადიციაში გონება დაწმენდილი და უკომპრომისოა. მხოლოდ მას შეუძლია გამოიწვიოს ადამიანში ღირსების სტრუქტურების გააქტიურება, აღფრთოვანება. ამ სქემას მიჰყვება ქართული ტრადიციული პედაგოგიური ილია-გოგებაშვილისეული საგანმანათლებლო თეორიათა მოდელიც, რაც უსათუოდ გასაცოცხლებელია და საბოლოოდ, კვლევის ეთიკურობის მდგენელი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ევერა, ს, მეთოდების სახელმძღვანელო პოლიტიკის მეცნიერებათა სტუდენტებისთვის, (მთარგნბელი ე. აკობია) თბილისი, კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2024, გვ157-158.
პლატონი, სახელმწიფო, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, წიგნი პირველი, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019, გვ43.
ჭავჭავაძე, ი. რჩეული წერიები, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, წიგნი პირველი, თბილისი, ილიას სახ. უნივერსიტეტი. 2019, გვ.509.




