ოჯახისა და თემის მონაწილეობის პროგრამის პოზიტიური შედეგები გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.14საკვანძო სიტყვები:
ფოკუს-ჯგუფი, შედეგები, თემის სერვისები, ოჯახი, პერსონალი, აღსაზრდელიანოტაცია
სტატია ეხება ადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუმის სტანდარტის ერთ-ერთი მუხლის - სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობა - მიხედვით ჩატარებულ კვლევას - რომელიც ჩატარდა 2024 წელს, ერთი წლის წინ, თემაზე: ოჯახისა და თემის მონაწილეობის პროგრამის პოზიტიური შედეგები გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით. კვლევის მიზანია - წარმოაჩინოს ის არსებული გამოწვევები და საჭიროებები რომელიც ხელს უშლის ოჯახისა და თემის წარმომადგენლებს სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებში. ჩატარდა 3 ფოკუს-ჯგუფის დისკუსია, 7 სიღრმისეული ინტერვიუ. თვისებრივ კვლევაში ჩართული იყო 25 რესპონდენტი. მათ შორის 21 ქალი, 4 კაცი.
რესპონდენტების აზრით, ოჯახის მონაწილეობა ბავშვების სასწავლო პროცესზე, მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ძალიან სასიხარულო იყო ბავშვებისთვის, როდესაც კვირეულის ფარგლებში „მამა გვიკითხავს ზღაპარს“ ყველაზე მეტად კეთილდღეობის განცდა აქვთ ბავშვებს მაშინ, როდესაც მათ გვერდით მათთვის ძვირფასი ადამიანები არიან.
კვლევის დროს მშობლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ აქტივობაში ჩართულობის შედეგად გახდნენ მეტად თავდაჯერებულები, აქტიურები, მეტი ინფორმაცია მიიღეს ბაღის მუშაობის შესახებ, გააცნობიერეს, რამდენად შეესაბამება მათი შვილების მდგომარეობა ბავშვის განვითარების არსებულ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მუშაობს საბავშვო ბაღი.
რაც შეეხება თემთან თანამშრომლობას, თემის რესურსის სრულფასოვნად გამოყენება ბაღს ახალ შესაძლებლობებს უხსნის, ახალ გზებს აჩვენებს, როგორც საკუთარი ორგანიზაციის განვითარების თვალსაზრისით, ისე თანამშრომელთა პროფესიული ზრდის კუთხით, და რაც ყველაზე მთავარია, ამ ყოველივეს ბავშვების სასიკეთოდ გამოყენების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.
სტატიაში საუბარია ოჯახისა და თემის მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევებზე და საჭიროებების გენდერული პროფილზე, მოხემულია კვლევის შედეგეად მიღებული დასკვნები და აქვე არის მოცემული ამ კომპონენტის პოზიტიური ზეგავლენის გაუმჯობესებისთვის რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი.
დარწმუნებული ვართ ამ სტატიაში მოცემული კვლევის შედეგები, რეკომენდაციაბი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაამუჯობესებს ოჯახისა და თემის წვლილს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, რაც ხელ შეუწყობს ბავშვების უკეთ განვითარებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ადრეული და სკოლამდელი განათლები ხარისხის სახელმწიფო სტანდარტები 2023.საქართველო. თბილისი;
ბარქაია ც, ჯანელიძე ა, ჯიჯავაძე ნ. - ინკლუზიური განათლება (ნაწილი1, 2, 3) გაეროს ბავშვთა ფონდი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2019წ.
გაეროს ბავშვთა ფონდი-პოზიტიური მშობლობა-2021წ.
დოლიძე ხ, ბაქრაძე თ, ჯიჯავაძე ნ. - ”ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“, ნაწილი I და II. თბილისი 2020წ.
ჯიჯავაძე ნ., კუხალაშვილლი თ. - ადრეული სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი გაეროს ბავშვთა ფონდი 2019 წ.




