კავკასიელთა ქალღვთაებები დედა-ღვთაების არქეტიპის ჭრილში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.13საკვანძო სიტყვები:
კავკასიელთა ქალღვთაებები, დედა-ღვთაება (Magna Mater), ქალბატონი (Potnia), რწმენა- წარმოდგენები, საერთოკავკასიური ძირიანოტაცია
წინამდებარე კვლევა ეფუძნება კომპლექსურ მეთოდოლოგიურ მიდგომას და განიხილავს კავკასიელთა ფოლკლორში წარმოდგენილი ქალღვთაებების დედა-ღვთაების კულტთან კავშირს. კავკასიელთა მთავარ ღვთაებას, მსოფლიოს სხვა ხალხების მსგავსად, „დედა“ უნდა რქმეოდა. ამაზე მიუთითებს შედარებითი მასალის საფუძველზე გამოვლენილი მითოსური სახის ერთგვაროვნება და სახელთა იდენტურობა კავკასიის ხალხთა გადმოცემებში − ქალღვთაების სახელწოდება ნანა საერთოკავკასიურ ძირს (-ნან-//-ან) უკავშირდება, რომელიც „დედის" სემანტიკას ატარებს.
კავკასიელთა მეხსიერებას შემორჩენილი ქალღვთაებები, სხვა ძველი ცივილიზაციების რწმენა-წარმოდგენათა მსგავსად, დიფერენცირებულები არიან თავიანთი ფუნქციითა თუ მოქმედების სფეროთი. მათ სახელებში მეორდება შემდეგი ეპითეტები: „ქალბატონი“, „დედოფალი“, „დედა“, „დიასახლისი“, ასევე, დედის აღმნიშვნელი ძირი „ნანა“ (ჩეჩნ. „უ-ნანა“ და „ხი-ნანა“, აფხაზ. „ანცვა“, „ანანა-გუნდ“ა და სხვ.). ტიტული „ქალბატონი" დიდი დედა ნანას არ ახასიათებს, თუმცა ქართული მითოლოგიური გადმოცემებით, ნანა „ბატონების" დედაა. სვანურში კი ნანა (ნან) მნიშვნელოვანი სემანტიკური დატვირთვის მქონე ტერმინია, რომელიც არა მხოლოდ „დედას", არამედ „ქალბატონსაც" აღნიშნავს.
ქალის ანთროპომორფული ფიგურები, რომლებიც დიდი დედის გამოსახულებებად მიიჩნევა, კავკასიას ნაყოფიერების კულტის გავრცელების ერთ-ერთ უძველეს კერად წარმოაჩენს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რაჭის სოფელ ღებში ნაპოვნი ბრინჯაოს ბალთა, რომელზეც ამოტვიფრულია ირმების წყვილს შორის აღმართული ქალღვთაების ფიგურა – ეს იკონოგრაფიული სქემა ზუსტად იმეორებს მედიტერანული ქალღვთაებების (კიბელე, იშთარი) გამოსახვის ტრადიციას, სადაც ღვთაება ლომების ან სხვა ცხოველთა წყვილს შორის არის წარმოდგენილი.
შესაბამისად, კავკასიური დიდი დედის კულტი წარმოადგენს არა იზოლირებულ, შემორჩენილ რელიქტს, არამედ მედიტერანული სამყაროს რწმენა-წარმოდგენების ორგანულ შემადგენელ ნაწილს, რომელმაც ადგილობრივი თავისებურებები შეიძინა, თუმცა შეინარჩუნა არსებითი ფუნქციები და სემანტიკა. ამ კულტის ელემენტები დღემდე ვლინდება კავკასიელ ხალხთა ფოლკლორულ მეხსიერებაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ახვლედიანი, ნ.− კვლავ ტოპონიმ ,,ბოდიში''-ს შესახებ, „თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები“, გვ. 12-17, თბილისი. 2025.
პაპუაშვილი, რ. − ანთროპომორფული გამოსახულებები ცაიშიდან, „კულტურულ საისტორიო ძიებანი“, გვ. 46-58. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2010.
სიხარულიძე, ქ. – კავკასიური მითოლოგია. თბილისი: კავკასიური სახლი. 2006.
ფანცხავა, ლ. – კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლები. თბილისი: მეცნიერება. 1988.
ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I. თბილისი. 1955.
ჩოთალიშვილი, ლ. – ქალღმერთები თებეს B ხაზოვან წარწერებში. ქართველოლოგია, ტ. 1, გვ. 15-23. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2017.
ჩუხუა, მ. – იბერიულ-იჩქერიურ ენათა შედარებითი გრამატიკა. თბილისი. 2018.
წერეთელი მ. – ხეთის ქვეყანა, მისი ხალხები, ენები, ისტორია და კულტურა. კონსტანტინოპოლი. 1924.
ხიდაშელი, მ. – ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ისტორიისათვის ანტიკურ საქართველოში. თბილისი: მეცნიერება. 1972.
Arrianus. – Periplous Euxeinou Pontou. In K. Müller (Ed.), Geographi Graeci minores (Vol. 1). Paris: A. Firmin Didot. 1855.
Burkert, W. – Griechische Religion der archaischen und klassischen Epoche. Stuttgart, Berlin, Köln, Mainz. 1977.
James, E. O. – The Cult of the Mother Goddess: An Archaeological and Documentary Study. London: Thames and Hudson. 1959.
Roller, Lynn E. – In Search of God the Mother: The Cult of Anatolian Cybele. Berkeley: University of California Press. 1999.
Russell, James R. – Zoroastrianism in Armenia. Harvard University Press. 1987.
Ventris, M., Chadwick J. – Documents in Mycenaean Greek (2nd edn.). Cambridge: Cambridge University Press. 1973.
Vermaseren, M. J. – Cybele and Attis: The Myth and the Cult. London: Thames and Hudson. 1977.
Марр, Н. Я. – Боги языческой Грузии по древне-грузинским источникам. Записки Восточного Отделения Императорского Русского Археологического Общества, т.XIV, вып. II-III. С-Петербург: Типография Императорской Академии Наук. 1902.
Тревер, К. – Очерки по истории и культуре Кавказской Албании в IV до н. э. -VII в. н. э. Москва-Ленинград. 1959.




