მონომითი ჰერმან მელვილის რომანში „მობი დიკი“ ანუ „თეთრი ვეშაპი“
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.12საკვანძო სიტყვები:
მონომითი, არქეტიპი, ინდივიდუაცია, გმირიანოტაცია
სტატიაში განხილულია ჯოზეფ კემპბელის გმირის მოგზაურობის მოდელის მხატვრული ხორცშესხმის თავისებურებანი ჰერმან მელვილის რომანში მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი. კემპბელის ნაშრომი გმირი ათასი სახით (1949) ავითარებს მონომითის (Monomyth) კონცეფციას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა კულტურის მითოლოგიური ნარატივები დაყვანილია ერთიან არქეტიპულ სტრუქტურაზე. მონომითის ფუნდამენტური ეტაპები — გამგზავრება, განსაცდელი და დაბრუნება — ეფუძნება კარლ გუსტავ იუნგის ფსიქიკის მთლიანობის კონცეფციას, სადაც პიროვნული განვითარება გულისხმობს განშორებას, დაპირისპირებასა და შემდგომ ინტეგრაციას. როდესაც ინდივიდის ძველი წარმოდგენები, ემოციური შაბლონები და ღირებულებები აღარ შეესაბამება ახალ გამოცდილებას, „მოწოდება თავგადასავლისკენ“ გარდაუვალ საჭიროებად იქცევა და არა არჩევნად. ამგვარი გადასვლის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმში, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია „მე“-ს შეცნობისა და საღი აზროვნების აუცილებლობა. ჰერმან მელვილის რომანში მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი კაპიტან აქაბის ფიგურა მკვეთრად წარმოაჩენს გონებასა და ვნებას შორის დაპირისპირებას: გადარჩენა და სწორი მოქმედება დამოკიდებულია ფაქტების რაციონალურ შეფასებაზე, მოვლენების გაანალიზებაზე, განსხვავებული პოზიციების მოსმენასა და შესაძლო რისკების წინასწარ გათვლაზე. ისმაილი კი, რომანის დასაწყისიდან ბოლო ეპიზოდამდე, გადის საკუთარი პიროვნებისა და სამყაროს შეცნობის ურთულეს გზას. მობი დიკი ორგანულად აერთიანებს ინდივიდუაციის ფსიქოლოგიურ დინამიკას, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის ფილოსოფიას და მონომითის არქეტიპულ სტრუქტურას, რითაც ავტორი ქმნის ღრმა ფილოსოფიური თხრობის სტრუქტურას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მელვილი, ჰერმან. მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი. ტომი I. ინგლისურიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა. თბილისი: პალიტრა L, 2014 (ა).
Campbell, Joseph. Hero with thousand faces, Princeton University Press, 1949)
Jung, C. G. The Archetypes and the Collective Unconscious. Princeton University Press, 1957.
Melville, Herman. Moby-Dick; or, The Whale. Edited by G. Thomas Tanselle. New York: Literary Classics of the United States, 1984.




