სულხან-საბა ორბელიანის იგავების რაფიელ ერისთავსეული პოეტური ვერსიები

სულხან-საბა ორბელიანის იგავების რაფიელ ერისთავსეული პოეტური ვერსიები

ავტორები

  • ნანა ფრუიძე საქართველოს უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.34.11

საკვანძო სიტყვები:

სულხან-საბა ორბელიანი, იგავ-არაკები, რაფიელ ერისთავი, პოეტური ვერსიები

ანოტაცია

 

2024 წელს აღინიშნა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღაწის, რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლის იუბილე. მისისამშობ ხევსურისადღემდე  რჩება პატრიოტული ლირიკის ერთ-ერთ   საუკეთესო ნიმუშად. რაფიელი,  სამოციანელთა უფროსი თანამედროვე  და  თანამოაზრე გახლდათ. არ დარჩენილა იმ დროისათვის აქტუალური არცერთი საკითხი, რომელსაც რაფიელ ერისთავი არ შეხებია თავის თხზულებებში. თავის დროზე ძალზე პოპულარული იყო არა მარტო მისი პოეზია, არამედ მოთხრობები, პიესები და ვოდევილები.

ისევე, როგორც სამოციანელებს, რაფიელ ერისთავსაც სწამდა, რომ სიტყვაკაზმული მწერლობა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში უნდა მდგარიყო და ადამიანების  სულიერი თუ ზნეობრივი გაუმჯობესებისათვის უნდა შეეწყო ხელი. რაფიელ ერისთავი ჩინებულად ხვდებოდა, თუ რაოდენ დიდი მორალურ-ესთეტიკური ზემოქმედების უნარი გააჩნდა იგავს. ამდენად, ლოგიკურია მისი დაინტერესება ამ ჟანრით. მან სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ მიხედვით 1878 წელს გალექსა 15 იგავი; ასევე, ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა ი.ვ. კრილოვის იგავ-არაკები.

საგულისხმოა, რომ კრებულის წინასიტყვაობაში რაფიელი აკონკრეტებს, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი სულხან-საბა ორბელიანის კრებულზე. რაფიელი თავის სამიზნე ჯგუფად პირველ რიგში  ბავშვებს მოიაზრებს.  მისი თქმით, ამ იგავების წაკითხვის შემდგომ ახალგაზრდები ზნეობრივად უფრო ამაღლდებიან და, რაც მთავარია, სასაუბრო ენას გაიმდიდრებენ.  ამავე მიზნით ჩაურთავს მას თითოეული იგავის მორალში ხალხური ანდაზები.

რაფიელი იგავების გადაკეთებისას მეტ-ნაკლებად თავისუფად ეპყრობა საბას ტექსტს: ზოგ შემთხვევაში ცვლის არა მარტო სათაურს, არამედ გარკვეულად აკორექტირებს იგავის მთავარ სათქმელსაც. ამგვარი თავისუფლებს  საშუალებას ისიც იძლევა, რომ რ. ერისთავი იგავებს სიუჟეტისაგან დამოუკიდებელ მხატვრულ ერთეულებად წარმოგვიდგენს . ცხადია, მას რომ მთლიანად გაელექსა სულხან-საბა ორბელიანის თხზულება, ასე ვეღარ მოიქცეოდა. რაც შეეხება იგავების პოეტური ვერსიების შესრულების ხარისხს, უნდა ითქვას, რომ რაფიელმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია საბას, თუმცა თხრობის მისეული დახვეწილი სტილის შეარჩუნება ყოველთვის ვერ მოახერხა. 

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ერისთავი რ., იგავ-არაკნი. გამოკრებულნი „სიბრძნე-სიცრუდგან“ და გალესილნი. თფილისი, ენფიჯანიანის სტამბა, 1878.

ორბელიანი ს.-ს., სიბრძნე სიცრუისა, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი. 1970.

ჯაგოდნიშვილი თ., რაფიელ ერისთავი, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1986.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-17

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...