ფუტურიზმი ლიტერატურაში: წარმოშობა, განვითარება და ქართული გამოცდილება
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.10საკვანძო სიტყვები:
ფუტურიზმი, ლიტერატურა, ავანგარდი, ექსპერიმენტი, ურბანიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესი, კულტურული ტრანსფორმაცია, ქართული გამოცდილებაანოტაცია
სტატია „ფუტურიზმი ლიტერატურაში: წარმოშობა, განვითარება და ქართული გამოცდილება“ წარმოადგენს საფუძვლიანი კვლევის მცდელობას იმ დინამიური კულტურული მოძრაობის შესახებ, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში რადიკალურად შეიცვალა ლიტერატურული ასპარეზი. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ფუტურიზმი აღიქმება არა მხოლოდ ესთეტიკურ მიმართულებად, არამედ ეპოქის ტექნოლოგიურ, სოციალურ და ფილოსოფიურ გარდატეხებზე რეაგირების ერთ-ერთ პირველ და ყველაზე აგრესიულ მცდელობად. სტატიაში აღნიშნულია, რომ ფუტურიზმმა უარყო ტრადიციული ნარატივები, გრამატიკული ნორმები და ფორმები, რათა ტექსტში განეახლებინა სიჩქარის, ტექნიკის, ურბანული ხმაურისა და თანამედროვე ცხოვრების დინამიკა.
იტალიური ფუტურიზმი, მარინეტის მანიფესტებზე დაყრდნობით, აყალიბებს ახალ ესთეტიკას, რომელიც ქალაქის ენერგიასა და ტექნოლოგიურ პროგრესს ლიტერატურის მთავარ თემად აქცევს. რუსული ფუტურიზმი კი, კრუჩენიხსა და ხლებნიკოვის „ზაუმის“ კონცეფციით, არღვევს მნიშვნელობათა ტრადიციულ ზღვრებს, პოეტურ ენას აქცევს ბგერით მატერიად და ავითარებს თეატრალურ-სცენოგრაფიულ სინთეზს, რითაც აფართოებს ტექსტის აღქმის საზღვრებს. სტატიაში აღწერილია, რომ ქართულ ლიტერატურაში ფუტურიზმი სრულფასოვან სკოლად არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მისმა შემოსვლამ, ურბანიზაციამ, ფორმალურმა ექსპერიმენტებმა და აჩქარებულმა რიტმმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. საბჭოთა კულტურულმა პოლიტიკამ მკვეთრად შეამცირა ავანგარდული ძიებების სივრცე, თუმცა ცალკეულ ავტორებთან ფუტურისტული ესთეტიკის გავლენები კვლავ იკვეთება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ავალიანი, ლ. (2017) მონოგრაფია-ესეები. თბილისი: პალიტრა L.
გრიგოლ რცხილაძე, შალვა აფხაიძე და სხვ. (1924). 41 (მანიფესტი). თბილისი.
სიგუა, ს. (1994). ავანგარდიზმი ქართულ ლიტერატურაში. თბილისი: დიდოსტატი.
ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე და სხვ. (1924) H2SO4 (მანიფესტი) თბილისი.
Boccioni, U. (1912). Manifesto tecnico della scultura futurista. Milano.
Bowlt, J.E. (2014). Russian Art of the Avant-Garde: Theory and Criticis, 1902-1934 (Rev.ed.) Thames&Hudson.
Bürger, P. (1984). Theory of Avant-Garde (M.Shaw, Trans). University of Minnesota Press.
Burliuk, D., Kruchenykh, A., Khlebnikov, V., Mayakovsky, V. (1988). A Slap in the Face of Public Taste (1912). In A. Lawton (Ed.), Russian Futurism through its Manifestoes, 1912-1928. Cornell University Press.
Drucker, J. (1994). The Visible Word: Experimental Typography and Modern Art, 1909-1923. University of Chicago Press.
Hayles, N. K. (2008). Electronic Literature: New Horizons for the Literary. University of Notre Dame Press.
Kruchyonikh, A., Khlebnikov, V. (1912). Slovo kak takovoe. Moscow.
Marinetti, F.T. (1909). Fondazione e Manifesto del Futurismo. Le Figaro.
Marinetti, F. T. (2009). The Founding and Manifesto of Futurism (1909). In L. Rainey, C. Poggi, L. Wittman, Futurism: An Anthology (pp. 49-53). Yale University Press.
Marinetti, F. T. (2009). Technical Manifesto of Futurist Literature (1912). In L. Rainey, C. Poggi, L Wittman, Futurism: An Anthology (pp. 108-115). Yale University Press.
Markov, V. (1968). Russian Futurism: A History. University of California Press.
Mayakovsk, V. (1913). Oblakov v shtanakh. Petrograd.
Nicholls, P. (1995). Modernisms: A Literary Guide. Palgrave Macmillan.
Poggi, C. (2009). Inverting Futurism: The Art and Politics of Artificial Optimism. Princeton University Press.
Rayfield, D. (2000). The Literature of Georgia: A History. Curzon Press.
Rainey, L., Poggi, C., Wittman L. (2009). Futurism: An Anthology. Yale University Press.




