ქალაქის პოეტიკა აკა მორჩილაძის „მადათოვის ტრილოგიაში”

ქალაქის პოეტიკა აკა მორჩილაძის „მადათოვის ტრილოგიაში”

ავტორები

  • მარიამ კორინთელი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.34.08

საკვანძო სიტყვები:

აკა მორჩილაძე, „მადათოვის ტრილოგია“, პოეტიკა, ქალაქური ამბები

ანოტაცია

XXI საუკუნის ქართულ პროზაში ქალაქი ორ იპოსტასად წარმოგვიდგება - XIX საუკუნის თბილისი და პოსტსაბჭოთა თბილისი. აკა მორჩილაძე იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ნამდვილი ურბანული რომანის წერა დაიწყო, ჟანრის ტრადიციების სრული დაცვით; შემდეგ კი მადათოვის ტრილოგიის პირველი წიგნით, „გადაფრენა მადათოვზე და უკან“, XIX საუკუნეში გადაინაცვლა და შექმნა უნიკალური, ლიტერატუ-რული ალუზიებით, ინტერტექსტებით, ალეგორიებით, მისტიფიკაციებით, XIX  საუკუნის თბილისური ლეგენდებით სავსე რომანი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს იმდროინდელ თბილისს.

      ნაშრომი იკვლევს ქალაქს, როგორც მხატვრულ სივრცეს, და მის მითოსურ ქსოვილს „მადათოვის ტრილოგიაში“. ქალაქის პოეტიკას აკა მორჩილაძის ნაწარმოებში მნიშვნელოვნად განაპირობებს უნიკალური, ავტორის გამოგონილი მითოსი, რომელიც ნაკვებია იმდროინდელი თბილისური რეალობითა და ურბანული არქეტიპებით. მდიდარი წარსულით გამორჩეულ ქალაქებს საკუთარი მითოსი აქვთ. გამონაკლისი არც თბილისია. თბილისის მითოლოგია ხშირად სახეს იცვლის, იკარგება და გამქრალი მითების ადგილას ურბანული რიტმი ახალ მითებს ბადებს. მითების მიხედვით შეიძლება მსჯელობა ღირებულებებზე, რომლებიც აერთიანებს თბილისში მცხოვრებთა უმრავლესობას.

       წიგნის მოქმედების ცენტრია მადათოვის კუნძული - XIX საუკუნის თბილისური მითოლოგიის მთავარი წყარო. რომანის I წიგნი ერთი მკვლელობის გარშემო ტრიალებს: მადათოვის კუნძულზე თბილისელი მამათმავლის, ხაფო მხატვრის გვამს იპოვიან და საქმის გამოძიება არაერთ ქალაქურ საიდუმლოს ახდის ფარდას. მეორე რომანი, „გაქრები მადათოვზე“, „გადაფრენის“ მოვლენებიდან ათი წლის შემდეგ ხდება და მასში გაცოცხლებულია XX  საუკუნის საქართველოს რევოლუციამდელი ვნებათაღელვა.

      „ვეშაპი მადათოვზე“ ისევ XX  საუკუნის დასაწყისის საქართველოს უტრიალებს და მადათოვის კუნძულის გაქრობის ამბავს გვიამბობს, და სწორედ ამ წიგნის ფინალში ყველაფერი მოულოდნელად თავდაყირა დგება. ნაცვლად უკვე არსებული ურბანული მითოსის გამოყენებისა, ავტორი სრულიად ახალ თბილისურ მითოლოგიას აწარმოებს და ამ პროცესში ქალაქის უნიკალურ ქსოვილს ქმნის. ტრილოგიაში ქალაქის პოეტიკის კვლევისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ აკა მორჩილაძესთან ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ-კულტურული ცხოვრების კვალდაკვალ იცვლის სახეს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ავალიანი ლ., - ჭაბუა ამირეჯიბიდან აკა მორჩილაძემდე. თბილისი: გამომცემლობა „თეთრი გიორგი“. 2005

მორჩილაძე ა., - მადათოვი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2018

ქარუმიძე ზ., - პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდრნიზმი, „არილი“, ივნისი. 2010

ხარბედია მ., - კუნძულების გოთიკა. თბილისი: არილი, 2008

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-17

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...