გერცელ ბააზოვის უცნობი პოეტური თარგმანები: ხელნაწერთა ანალიზი და შეფასება

გერცელ ბააზოვის უცნობი პოეტური თარგმანები: ხელნაწერთა ანალიზი და შეფასება

ავტორები

  • გურანდა გობიანი ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.34.07

საკვანძო სიტყვები:

გერცელ ბააზოვი, ებრაულ-ქართული ლიტერატურული დიალოგი, პოეტური თარგმანი, ინტერპრეტაციული სტრატეგიები, ხელნაწერი კვლევები, კულტურული მედიაცია, შედარებითი პოეტიკა

ანოტაცია

სტატია მიმოიხილავს გერცელ ბააზოვის (1904–1938) პოეტური თარგმანების ნაკლებად შესწავლილ ასპექტს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ტექსტებზე, რომლებიც დღემდე მხოლოდ ხელნაწერის სახითაა შემორჩენილი და ფართო მკითხველისთვის უცნობია. ბააზოვის მთარგმნელობითი მოღვაწეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქართულ-ებრაულ ლიტერატურულ დიალოგში, რადგან იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ებრაული პოეზია უშუალოდ ივრითიდან გადმოაქართულა.

კვლევის ობიექტს წარმოადგენს სამი გამოუქვეყნებელი ლექსი, დაცული საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში (ინვენტარიზაციის №26622), რომლებიც ეფუძნება დავით ფრიშმანის, იაკობ ფიხმანისა და ხაიმ ნ. ბიალიკის პოეზიას. სტატიაში გაანალიზებულია ბააზოვისეული ინტერპრეტაციის სტილისტური თავისებურებები, მეტრული და ლექსიკური გარდაქმნის მექანიზმები, აგრეთვე მისი ტენდენცია ტექსტის ემოციური ინტონაციის გადმოტანისა.

ბააზოვის თარგმანები სცილდება სემანტიკური შესაბამისობის ჩარჩოებს და ქმნის ორ კულტურას შორის ინტერპრეტაციულ დიალოგს, რომელშიც ებრაული პოეტური არქეტიპები ორგანულად ერწყმის ქართულ მხატვრულ ტრადიციას. შესაბამისად, ბააზოვის პოეტური თარგმანები განიხილება არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ კულტურულ მოვლენად, რომელიც ამტკიცებს ქართული და ებრაული სულიერი სივრცეების შინაგან თანხვედრასა და დიალოგურ ბუნებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ანთაძე, დ., - დღეები ახლო წარსულიდან. თბილისი: გამომცემლობა „ხელოვნება“, 1962.

ბააზოვი, პ., - ფურცლები წარსულიდან. თელავივი: გამომცემლობა „უირან“, 2000. 558 გვ.

ბააზოვი, პ., - იუდეველი. ხოლონი: გამომცემლობა თელავივის უნივერსიტეტი, 2002.

გობიანი, გ., - გერცელ ბააზოვის როლისა და ადგილისათვის XX საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული ლიტერატურის ისტორიაში (დისერტაცია). ქუთაისის: 2009. 180 გვ.

ნიკოლეიშვილი, ა., - ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობის ისტორიიდან, წიგნი I. ქუთაისი: გამომცემლობა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2003.

ციციშვილი, გ., - გერცელ ბააზოვი, თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1964.

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი -გერცელ ბააზოვის თარგმანების ხელნაწერები (მთარგმნელის ავტოგრაფით), ინვენტარი №26622.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-17

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...