ფონეტიკურ-ფონოლოგიური ცვლილებები XIX საუკუნის ქართულ სალიტერატურო ენის ნიმუშების მაგალითზე

ფონეტიკურ-ფონოლოგიური ცვლილებები XIX საუკუნის ქართულ სალიტერატურო ენის ნიმუშების მაგალითზე

ავტორები

  • თამარ წულაია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.34.06

საკვანძო სიტყვები:

ფონეტიკურ-ფონოლოგიური ცვლილებები, ქართული სალიტერატურო ენა, სამწერვა და ორწერვა სისტემა

ანოტაცია

წარმოდგენილი კვლევა ეხება  XIX საუკუნის ქართულ სალიტერატურო ენაში განხორციელებულ ძირითად ფონეტიკურ-ფონოლოგიურ ცვლილებებს .ვსაუბრობთ, ერთ-ერთ  არსებით ცვლილებაზე ქართული ენის სამწევრა (ხმოვანი, თანხმოვანი, ნახევარხმოვანი) ბგერითი სისტემის ორწევრა (ხმოვანი, თანხმოვანი) სისტემაზე გადასვლის საკითხზე. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მოვლენა შეფასებულია, როგორც გამარტივებისკენ სწრაფვის გამოვლინება.  მართალია, ნახევარხმოვნების დაკარგვის ფონეტიკური მიზეზი იყო მათი სუსტი (უმახვილო) პოზიცია, მაგრამ შედეგი იყო ბგერითი სისტემის გამარტივება და, შესაბამისად, ცვლილებაც ამ ტენდენციის ფარგლებში განხორციელდა.

 ნაშრომში განხილულია, რომ ფონემების დაკარგვამ შედარებით გაამარტივა ენის ფონემატური სისტემა, სამაგიეროდ დაამძიმა ორთოგრაფიის სფერო. შუა საუკუნეების ზოგიერთი გადამწერი, რომელსაც ცოცხალ მეტყველებაში უკვე აღარ ესმოდა შესაბამისი ბგერები, მათი აღმნიშვნელი გრაფემების გამოყენების წესებში ვეღარ ერკვეოდა და ხშირად მათ წერდა უფუნქციოდ. ასე თანდათან იჩინა თავი სხვადასხვა სახის ორთოგრაფიულმა შეცდომამ: შებრუნებულმა დაწერილობებმა, კონტამინირებულმა დაწერილობებმა, „იოტამეტობამ“ და ა. შ. ეს გრაფიკული ნიშნები სალიტერატურო ენას XIX საუკუნის II ნახევრამდე (და ნაწილობრივ შემდეგაც) შემოჰყვა. ამ გრაფემების უფუნქციო გამოყენება იყო ერთ-ერთი არსებითი ნაწილი იმ მემკვიდრეობისა, რომელიც XIX საუკუნის ქართულ სალიტერატურო ენას გადმოეცა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-17

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...