ტოლედოს მთარგმნელობითი სკოლა და მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.34.03საკვანძო სიტყვები:
კორდობის სახალიფო, რეკონკისტა, ტოლედოს მთარგმნელობითი სკოლა, ალფონსო X ბრძენიანოტაცია
ტოლედოს აღება ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა. ტოლედოს აღებით ესპანელებმა არა მხოლოდ ძველი დედაქალაქი გაათავისუფლეს მუსულმანებისგან, არამედ ქრისტიანთა ხელში აღმოჩნდა ტოლედოს ბიბლიოთეკაში დაცული უმნიშვნელოვანესი ანტიკური და აღმოსავლური ტექსტების არაბული და ებრაული თარგმანების ნაწილიც.
მეფე ალფონსო VI-ის ტოლერანტული რელიგიური პოლიტიკის წყალობით, რაც გულისხმობს ტოლედოში სამი რელიგიის აღმსარებლებისათვის მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შესაძლებელი გახდა, რომ ქრისტიანებს, მუსულმანებსა და ებრაელებს ერთობლივი ძალებით აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ნაშრომები ეთარგმნა ლათინურად და გაეტანათ ევროპაში. ტოლედო აღმოჩნდა ის ქალაქი, სადაც თარგმნეს და საიდანაც მეზობელ ქრისტიანულ სამეფოებში გაიტანეს დიდი ხნის წინ მივიწყებული ბერძნულ-ლათინური მემკვიდრეობა და იმ პერიოდის ევროპისთვის ახალი, აღმოსავლური (სპარსული, არაბული, ებრაული, ინდური) ცოდნა. სწორედ ტოლედოს სკოლამ გაახსენა ევროპას არისტოტელე სხვა ბერძენ მოაზროვნეებთან ერთად და გააცნო მას აღმოსავლური ცივილიზაცია. ტოლედოს მთარგმნელობითმა სკოლამ მისცა ბიძგი შუა საუკუნეების დოგმატური შეხედულებებისგან ევროპის გამოფხიზლებას და მოამზადა ის ევროპული რენესანსისათვის.
რაც შეეხება ტოლედოს მთარგმნელობითი სკოლის მნიშვნელობას ადგილობრივ დონეზე, მოგვიანებით დაწყებულმა ტექსტების მხოლოდ ესპანურ ენაზე თარგმნამ, რაც ალფონსო X ბრძენის ინიციატივა იყო, ერთი მხრივ, საფუძველი ჩაუყარა უმნიშვნელოვანესი ნაშრომების შექმნას ესპანურ ენაზე, ხოლო მეორე მხრივ, გამართა და დახვეწა „ახალფეხადგმული“ კასტილიური ენა და აქცია ის სამწერლობო ენად, ლიტერატურისა და მეცნიერების ენად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მერაბ ტიკაძე, არაბთა ისტორია (V-XV სს.), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008
Alfonso X, Antología (prólogo y selección de Alejandro Bermúdez Vivas), Edicciones ORBIS, S.A. 1983
Alfonso X, Antología (prólogo y selección de Alejandro Bermúdez Vivas), Edicciones ORBIS, S.A. 1983
Rafael Lapesa, Historia de la lengua española, editorial Gredos, Madrid, 198




