მეტაფორა როგორც ხელოვნების ენა
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.33.17საკვანძო სიტყვები:
მეტაფორა, ხელოვნების ენა, მითოსიანოტაცია
იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ხელოვნების ქმნილებასთან ურთიერთობა, მას უნდა ესმოდეს მისი საზრისი. საზრისის გაგება კი გულისხმობს ამ ენის, ნიშნების, სიმბოლოების, ფორმების ცოდნას, რაშიც იგი იგულისხმება.
ხელოვნების ბუნებისა თუ არსის გასაგებად, ხშირად მიმართავენ ისეთ სემიოტიკურ კონცეპტს (ცნებას) როგორიცაა მეტაფორა.
ხშირად ხელოვნებას მიიჩნევენ თავად ერთ დიდ მეტაფორად. მეტაფორის კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მისი ინტენსიური შესწავლა დაიწყო უკანასკნელი ორი ათეული წლის წინ. მეტაფორის გამოყენების სფერო ძალიან ფართოა, ის გვხვდება ადამიანთა კომუნიკაციის თითქმის ყოველ სახეში, ამბობენ რომ მეტაფორები ყრუ-მუნჯთა საუბრებშიც კი გამოიყენება.
მეტაფორის შემთხვევაში გვაქვს ემოცია. მას შემდეგ რაც კი მთლიანი მითოსური ცნობიერება დანაწევრდა თეორიულ, პოლიტიკურ, ეთიკურ, ესთეტიკურ, რელიგიურ სფეროებად, თითქოს მეტაფორული აზროვნების ადგილი აღარ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ (ესთეტიკა - ხელოვნება) აღმოჩნდა ის სფერო, რომელმაც მეტაფორა ხელოვნების ენის მთავარ იარაღად აქცია.
მითოსური ცნობიერების ადამიანს ეჭვი არ შეჰქონდა თავისა და სამყაროს ერთიანობაში და მას მართლაც მიაჩნდა, რომ საგნები და მოვლენები ადამიანური თვისებების მატარებელია. ანუ მითოსში ნიშანი და აღსანიშნი ერთმანეთს ემთხვეოდა, მაშინ როცა ხელოვნებამ მეტაფორული ენა თავის მხატვრული ქსოვილის ძირითად ელემენტად აქცია, მხოლოდ ერთი პირობით, ნიშანი არ ემთხვევა აღსანიშნს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვანს, განსხვავებით მითოსური ადამიანისაგან, არ მიაჩნია, რომ მისი თვისებები და სამყაროს, საგნების თვისებები, იდენტურია, რომ არსებობს განსხვავება ადამიანსა და სამყაროს მოვლენებს შორის, თუმცა დისტანცირებულად მეტაფორის გამოყენებით ხაზს უსვამს მისი ბუნების პირობითობას. მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი სინკრეტულობა, განპირობებული იყო მეტაფორული აზროვნებით, რაც შენარჩუნებულ იქნა გარკვეული მეტამორფოზებით ხელოვნებაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გულიაშვილი ნ. ხელოვნების ფილოსოფია,. თბ. 2023წ. გამომც. ,,უნივერსალი“. გვ. 36-40;
ყულიჯანიშვილი ა. ესთეტიკა,. თბ. 1006წ. გამომცემლობა ,,მერიდიანი“ გვ.78.
ხოსე ორტეგა ი გასეტი, ხელოვნების დეჰუმანიზაცია,. თბ. 1982წ.




