ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,არწივი“
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.33.12საკვანძო სიტყვები:
ვაჟა ფშაველა, მოთხრობა , ბედისწერაანოტაცია
ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები ხშირად რამდენიმე პრობლემას აერთიანებს. საკითხთა ჯაჭვი ლოგიკურად ებმის ერთმანეთს ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში ,,არწივი“.
თუ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის მოტივი მოთხრობის წამყვანი პრობლემაა, მის გვერდით ვხედავთ შეუბრალებლობის, ინდიფერენტიზმის, გულგრილობის თემებს, რომლებიც თან სდევს პიროვნულ თუ სოციალურ გაჭირვებასა და სისუსტეს. ყველაფერი კი ცხოვრების ნამდვილი სურათის წარმოჩენას ემსახურება.
ამქვეყნად ყოფნის დაუძლეველი გამოწვევა სიბერეა. მასთან ჭიდილი ბედისწერასთან დაპირისპირებასაც გულსხმობს. ყველაზე ძლიერებიც კი მარცხდებიან ცხოვრების კანონზომიერებასთან ბრძოლაში. მოთხრობის მხატვრული კონცეფციის თანახმად, ამ ბრძოლის პირისპირ მდგომი პიროვნება ყოველთვის დამარცხებულია. ეს აქსიომატური დებულება უცვლელად უნდა მიიღო, მაგრამ მწერლის მხატვრული ჩანაფიქრი უფრო შორს მიდის, მთავარია, დამარცხებასაც ღირსეულად შეხვდე, სულიერი წონასწორობა და პიროვნული ბალანსი შეინაჩუნო.
მემკვიდრეობითობის განცდა, წინაპართა გზის დაცვისა და გაგრძელების ვალდებულება, სულიერ მხნეობას, პიროვნულ სიმტკიცეს ანიჭებს გმირს. ეს ერთადერთი ბერკეტია, რომელიც უდიდესი ძალითა და ენერგიით კვებავს მას.
ზოგადად, ვაჟა-ფშაველას გმირების გამოკვეთილი თვისებაა სიძლიერე, შეუპოვრობა, პრინციპულობა, გაუტეხლობა.
ცხოვრებასთან დაპირისპირებისას იწვრთნებიან ვაჟა-ფშაველას გმირები. გაჭირვება და წინააღმდეგობა მათ სირთულეების დაძლევის გზებს ასწავლის. ვინც სწორად გაივლის ამ მიმართულებით, ის გადარჩება.
მოთხრობის მიხედვით, არწივის(პიროვნების) პირისპირ დგას დანარჩენი საზოგადოება, რომლის სახის ჩვენებისას ავტორი აღნიშნავს მის გულგრილობას, გაჭირვებულის მიმართ თანაგრძნობის სურვილის გამოჩენის უქონლობას, ცინიზმს, ვერაგობას.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ნიშანდობლივი მხარეა ბუნების გასულიერება, მის ნაწარმოებებში თანაბარი ღირებულებისაა ადამიანი და სხვა დანარჩენი. ეს ერთიანობა, ჰარმონიურლი თანაარსებობა ქმნის მყარ საფუძველს ცხოვრების გაკეთილშობილებისა და ჰუმანური იდეალების დამკვიდრებისათვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კიკნაძე გ., ,,ვაჟა-ფშაველას შემოქმედება“, გვ.224. თბილისი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
ევგენიძე ი., „ვაჟა-ფშაველა“ (ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები, გვ.224. თბილისი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
გამოყენებული ბმულები:
ვაჟა-ფშაველა https://tagiweb.wordpress.com/2012/02/21/monadire/ 15.04.2025
ვაჟა-ფშაველა https://tagiweb.wordpress.com/2012/04/10/arwivi/ 20.04.2025




