სიმბოლური სახეები და ნიშნები დისტოპიურ ჟანრში: უილიამ გოლდინგის რომანის „ბუზთა ბატონის“ მიხედვით“

სიმბოლური სახეები და ნიშნები დისტოპიურ ჟანრში: უილიამ გოლდინგის რომანის „ბუზთა ბატონის“ მიხედვით“

ავტორები

  • თამთა კელენჯერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.33.11

საკვანძო სიტყვები:

უილიამ გოლდინგი, რომანი „ბუზთა ბატონი“

ანოტაცია

უილიამ გოლდინგი რომან „ბუზთა ბატონის“ პერსონაჟების, ფერების და საგნების სიმბოლური დატვირთვის საშუალებით დისტოპიური სამყაროს კიდევ ერთ შემზარავ მაგალითს გვიჩვენებს. ნაწარმოების გმირები მხოლოდ სიმბოლურად არიან ბავშვები. სინამდვილეში ისინი დესტრუქციული საზოგადოების და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელებია. თითოეული მათგანი სამყაროში არსებულ ქაოსს, მოჩვენებით ჰარმონიას, სიკეთეს, ბოროტებას და ძალაუფლებისაკენ ლტოვის იდეას განასახიერებს. კუნძულზე არსებული საგნები პერსონაჟების მდგომარებასა და ცივილიზაციის ნგრევაზე მიგვითითებენ. ხოლო ფერები მთავარ გმირთა შინაგან მდგომარეობას და გარემოს ცვალებადობას უსვავენ ხაზს. თითოეული სიმბოლო მკაფიოდ წარმოაჩენს ნაწარმოების ერთ-ერთ იდეას, რომ როდესაც ქრება ჰუმანურობის  და დაუსჯელობის განცდა, ადამიანში არსებული შინაგანი დემონი და ძალაუფლების მოპოვების სურვილი იღვიძებს. შესაბამისად, ნაწარმოები არათუ კუნძულზე ბავშვთა გადარჩენის იდეის მატარებელია, არამედ ღრმა ფსიქოლოგიური და სოციოლური ელემენტებითაა დატვირთული. რომანი ავლენს ადამიანის ბუნების უკიდურეს ფორმებს და გვაჩვენებს თუ რა ხდება მაშინ, როდესაც იგი სოციალური კონტროლისა და მორალური ჩარჩოებისგან თავისუფლდება. საბოლოოდ გოლდინგის რომანის სიმბოლური მახასიათებლებით გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიღება, თანადგომა და ჰუმანურობა. რათა შევინარჩუნოთ ადამიანობა და არ დავემსგავსოთ, როგორც ჯოხის თავზე აღმართულ ურჩხულს, ასევე ნაწარმოების უარყოფით გმირებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გოლდინგი, უ. (2022). ბუზთა ბატონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

დეფო, დ. (2022). რობინზონ კრუზოს თაგადასავალი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

Lentz, K. (2024). E notes. Retrieved from E notes: https://www.enotes.com/topics/lord-of-the-flies/questions/the-symbolism-of-colors-in-lord-of-the-flies-3113853

Perdue, N. (2023). study.com. Retrieved from study.com: https://study.com/academy/lesson/the-conch-in-lord-of-the-flies-analysis-quotes.html

Wu, X. L. (2009). On Symbolic Significance of Characters in Lord of the Flies. English language teaching.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-05-21

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...